იერუსალიმის ალყა (1099)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იერუსალიმის ალყა
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი

იერუსალიმის აღება. XIII საუკუნის მინიატურა.
თარიღი 7 ივნისი-15 ივლისი, 1099
მდებარეობა იერუსალიმი
შედეგი

ჯვაროსნების გადამწყვეტი გამარჯვება.[1]

მხარეები
ჯვაროსნები ფატიმიანები
მეთაურები
ჟოფრუა ბულონელი
რაიმუნდ IV ტულუზელი
რობერტ II ფლანდრიელი
რობერტ II ნორმანდიელი
ტანკრედ გალილეელი
[1][2][3][4]
იფთიკარ ად-დავლა[4][5]
ძალები
1 200-1 300 რაინდი
11 000-12 000 ქვეითი
[2][6][4]
ქალაქის გარნიზონი[7]
400 კავალერისტი[4][8]
დანაკარგები
მძიმე[1] მძიმე[9]
იერუსალიმის ალყა ვიკისაწყობში

იერუსალიმის ალყაპირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი უკანასკნელი მოქმედება. მიმდინარეობდა 1099 წლის 7 ივნისიდან 15 ივლისამდე, ჯვაროსნებსა და ფატიმიანებს შორის. იერუსალიმის აღებით ასრულდა რომის პაპის მოწოდება[10]ქრისტეს საფლავი გათავისუფლებული იქნა მუსლიმებისგან.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიოქიის აღების შემდეგ პაპის ლეგატი ადემარ დე მონტილი გარდაიცვალა. ბოემონდ I-მა ანტიოქია მის სამფლობელოდ გამოაცხადა, ბალდუინ ბულონელი ედესაში დარჩა. რაიმუნდ IV ამით უკმაყოფილო იყო და სურდა გზის გაგრძელება, ამიტომაც 1098 წლის მიწურულს გაემართა სამხრეთით და ალყა შემოარტყა მაარს. იმავე წლის ბოლოს რაინდების და ქვეითების მცირე რაოდენობა გაემართა იერუსალიმისკენ. საბოლოოდ 1099 წლის 13 იანვარს დაიწყო სვლა იერუსალიმისკენ, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გაყოლებით. მათ მეთაურობდნენ რობერტ II ნორმანდიელი და ტანკრედ გალილეელი.

გზაში ჯვაროსნებმა ალყა შემოარტყეს არქას, მაგრამ აღება ვერ შეძლეს და 13 მაისს გზა გააგრძელეს. იერუსალიმის მმართველმა იფთიკარ ად-დავლამ, იცოდა მათი მიზანი და ჯვაროსნებს მშვიდობა შესთავაზა იმ პირობით, რომ ისინი არ გააგრძელებდნენ გზას იერუსალიმისკენ. მაგრამ ეს შეთავაზება იგნორირებული იქნა. აქედან გამომდინარე მან იერუსალიმის ყველა ქრისტიანი მოსახლე ქალაქიდან გააძევა.[11] ამის შემდეგ ჯვაროსნებს არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ იერუსალიმის მიმართულებით მსვლელობისას.

ალყა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იერუსალიმის აღება. ჟოფრუა ბულონელის მიერ კედლებზე გადასვლა საალყო კოშკით (XIV საუკუნის მინიატურა)

7 ივნისს ჯვაროსნებმა იერუსალიმს მიაღწიეს, რომელიც სულ ერთი წლის დაპყრობილი იყო ფატიმიანთა მიერ. ბევრი ჯვაროსანი ატირდა იმ ქალაქის დანახვით, რომლისთვისაც ამხელა გზა გაიარეს.[12] მათ, როგორც ანტიოქიის ალყისას, აქაც ააგეს ხის კოშკები, რათა ადვილად გადასულიყვნენ ქალაქში. ჯვაროსნებს საკვები და წყალი ცოტა ჰქონდათ, ამიტომ მოსალოდნელი იყო ალყის სწრაფად დამთავრება. ქალაქი კარგად იყო ალყისთვის მომზადებული, თანაც ქალაქიდან გაძევებული იყო ქრისტიანი მოსახლეობა და ჯვაროსნებისთვის შიგნიდან დახმარების არანაირი იმედი არ არსებობდა. მათი მთლიანი არმია დაახლოებით 12 000 კაცს შეადგენდა. ამ დროს, ლაშქრობის ერთ-ერთი მეთაური — პაპის ლეგატი გარდაცვლილი იყო. ჯვაროსნები ქალაქის გარშემო გაიფანტნენ და სხვადასხვა მხრიდან შემოარტყეს ალყა. ენთუზიაზმის და მორალის გაზრდის მიზნით ჯვაროსანმა რაინდებმა მოინახულეს ზეთისხილის მთა, გეთსიმანიის ბაღი და ქრისტიანებისთვის წმინდა სხვა ადგილები. ჟოფრუა, რობერტ ფლანდრიელი და რობერტ ნორმანდიელი ჩრდილოეთის და დასავლეთის მხრიდან მოექცნენ ქალაქს, ხოლო რაიმუნდი დასავლეთიდან სამხრეთისკენ, ასევე სიონის მთიდან.

ვიკიციტატა
„და აი, ჩვენ იერუსალიმს მივუახლოვდით... რობერტ ნორმანდიელმა ქალაქს ალყა ჩრდილოეთის მხრიდან შემოარტყა... შემდეგ იდგა გრაფი რობერტ ფლანდრიელი, დასავლეთის მხრიდან ჰერცოგი გოტფრიდი და ტანკრედი, სამხრეთიდან კი სიონის მთაზე სენ-ჟენი (იგულისხმება რაიმონი) იყო გამაგრებული“
(„იტალიურ-ნორმანდიული ქრონიკა“ XI ს.)

13 ივნისის შეტევა მარცხით დამთავრდა. მოიმატა წყურვილისა და შიმშილისაგან გამოწვეულმა პრობლემებმა. ამ დროს ორი გენუის გემი[13] შევიდა იაფის პორტში. ჯვაროსნებმა ააგეს საალყო მანქანები და მოემზადნენ საბოლოო შეტევისთვის, რადგან შეიტყვეს იერუსალიმისკენ მომავალი ფატიმიანთა არმიის შესახებ და საკვებიც მალე ამოიწურებოდა.

უკასასკნელი შეტევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იერუსალიმის აღება. XIX საუკუნის ნახატი.

ჯვაროსანთა მთავარ საჭიროებას წარმოადგენდა საალყო კოშკების ნაკლებობა, იერუსალიმის შემოგარენიც მთლიანად გაჩეხილი იყო, ამიტომაც საჭირო გახდა 400 ერთეული ხის სამარიიდან ჩამოტანა. ამ მასალის საშუალებით აშენდა 50 ფუტის სიმაღლის ორი კოშკი და სხვადასხვა საალყო მანქანა (ტრებუშეები, კატაპულტები და სხვ.). გილერმო ემბრიაკოს მეთაურობით იაფაში ჩასული გემებიც დაშალეს და ახალი მანქანები ააგეს.[14]

ჯვაროსნებმა შეტევა 14 ივლისის ღამეს დაიწყეს. პირველი კოშკი ქალაქს სამხრთიდან მიადგა, ხოლო მეორე ჩრდილო-დასავლეთიდან. მუსლიმებმა იციდნენ, რომ თუ ერთი კოშკი მაინც მიაღწევდა კედლებამდე, ქალაქი დაეცემოდა. პირველ კოშკს ესროლეს ცეცხლოვანი ისრები და ზეთის ქოთნები, სანამ იგი ბოლომდე არ დაიწვა. ერთადერთ დარჩენილ კოშკს და მასში მჯდომ ჯარისკაცებს მეთაურობდა ჰერცოგი გოტფრიდი. გოტფრიდის კოშკი ორი საათის შემდეგ მიადგა ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მდებარე კედლის სუსტ ადგილს. გესტას გადმოცემით ქალაქში პირველები შეიჭრნენ ფლანდრიელი ძმები ქალაქ ტურნედან, სახელად ლეთალდი და ენგელბერტი. მათ მიჰყვა გოტფრიდი, მისი ძმა ევსტასი, ტანკრედი და მათი ჯარისკაცები. მალე ქალაქში რაიმონდის არმიაც შევიდა.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იერუსალიმის აღების შემდეგ, გოტფრიდმა უარყო მეფის წოდება და მიიღო „ქრისტეს საფლავის მცველი“-ს (ლათ. Advocatus Sancti Sepulchri) ტიტული.

ვიკიციტატა
„ქალაქში, სადაც მაცხოვარი იესო ქრისტე ეკლიან გვირგვინს ატარებდა, მე სამეფო გვირგვინს ვერ დავიდგამ.“

[15]

რაიმონს გადასცეს დავითის კოშკი. 1 აგვისტოს აირჩიეს იერუსალიმის პირველი ლათინი პატრიარქი. 5 აგვისტოს აღმოჩენილი იქნა „სიცოცხლის ძელი“ ანუ ჯვარი, რომელზეც ქრისტე აწამეს. 12 აგვისტოს გოტფრიდმა ასკალონის ბრძოლაში დაამარცხა ფატიმიანები, რითაც საბოლოოდ იქნა აცილებული იერუსალიმის დაკარგვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Valentin, François (1867). Geschichte der Kreuzzüge. 
  2. 2.0 2.1 Skaarup, Harold A. (2003). Siegecraft - No Fortress Impregnable. 
  3. Dittmar, Heinrich (1850). Die Geschichte der Welt vor und nach Christus, Vol. 3. 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Watson, Bruce (1993). Sieges: a comparative study. 
  5. Nicolle, David (2003). The First Crusade, 1096-99: conquest of the Holy Land. 
  6. Mikaberidze, Alexander (2011). Conflict and Conquest in the Islamic World. 
  7. Asbridge 2004, p. 300
  8. Haag, Michael (2008). Templars: History and Myth: From Solomon's Temple to the Freemasons. 
  9. The "massacre" at the sack of Jerusalem has become a commonplace motive in popular depictions, but the historical event is difficult to reconstruct with any certainty. Arab sources give figures of between 30,000 and 70,000 casualties (in an anonymous Syrian chronicle, and in Ibn al-Athir, respectively). These figures are rejected as unrealistic by Thorau (2007), who argues it is very unlikely that the city at the time had a total population of this order; medieval chroniclers tend to substantially exaggerate both troop strength and casualty figures; they cannot be taken at face value naively, and it is less than straightforward to arrive at realistic estimates based on them. Peter Thorau, Die Kreuzzüge, C.H.Beck, München 2007, ISBN 3406508383. Dittmar, Heinrich (1850). Die Geschichte der Welt vor und nach Christus, Vol. 3.  Valentin, François (1867). Geschichte der Kreuzzüge.  Mackintosh, Sir James (1830). The history of England, Volume 1. 
  10. ურბან II-ის მოწოდება კლერმონის საეკლესიო კრებაზე
  11. Thomas F. Madden, The New Concise History of the Crusades at 33 (Rowman & Littlefield Pub., Inc., 2005). The Syriac Chronicle to 1234 is one source claiming that Christians were expelled from Jerusalem before the crusaders' arrival (Tritton & Gibb 1933, p. 273). Presumably this was done to prevent their collusion with the crusaders.
  12. Tyerman 2006, p. 153–157.
  13. Jean Rchards "The Crusades 1071–1291" p 65
  14. Riley-Smith, Jonathan. The Crusades, გვ. 34. 
  15. Hamilton, Bernard (1980) The Latin Church in the Crusader States. Variorum Publications, გვ. 12.