აკრის ალყა (1189-1191)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აკრის ალყა
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი
Siege of Acre.jpg აკრის ალყა
თარიღი აგვისტო 1189 - ივლისი 1191
მდებარეობა აკრა, პალესტინა
შედეგი ჯვაროსანთა მიერ აკრის აღება
მხარეები
Royal Arms of England.svg ინგლისის სამეფო
Arms of the Kingdom of France (Ancien).svg საფრანგეთის სამეფო
Vexillum Regni Hierosolymae.svg იერუსალიმის სამეფო
Armoiries Saint-Empire monocéphale.svg საღვთო რომის იმპერია
Rubenid Flag.svg კილიკიის სომეხთა სამეფო
Flag of Ayyubid Dynasty.svg აიუბიდები
მეთაურები
Royal Arms of England.svgრიჩარდ I ლომგული
Arms of the Kingdom of France (Ancien).svg ფილიპ ავგუსტი
Vexillum Regni Hierosolymae.svg გი დე ლუზინიანი
Cross of the Knights Templar.svg ჟერარდ რიდეფორტი†

Cross of the Knights Templar.svg რობერტ დე საბლე
Arms of Swabia.svgფრიდრიხ VI-შვაბიის ლორდი
Rubenid Flag.svgლეო II-კილიკიის ლორდი
ავსტრიის დროშა ლეოპოლდ V-ავსტრიის გრაფი
Přemyslovci erb.svg დეპოლტ II

Flag of Ayyubid Dynasty.svg სალადინი

Flag of Ayyubid Dynasty.svg ემირა მოჯილი
Flag of Ayyubid Dynasty.svg აიბეკ ალ არხეში
Flag of Ayyubid Dynasty.svg იბნ ალ ბესარაუ
Flag of Ayyubid Dynasty.svg იმად ედ დინ სინჯარი
Flag of Ayyubid Dynasty.svg ჰოსან ად დინ ლულუ
Flag of Ayyubid Dynasty.svg გოკბორი
Flag of Ayyubid Dynasty.svg მოეზ ად დინი
Flag of Ayyubid Dynasty.svg ალ ადილ I
Flag of Ayyubid Dynasty.svg ასად ად დინი
Flag of Ayyubid Dynasty.svg ბეჰა ად დინ კარაკუში
Flag of Ayyubid Dynasty.svg აბუ ალ ჰეიჯა
Flag of Ayyubid Dynasty.svg იბნ ბარიკი
Flag of Ayyubid Dynasty.svg საიფ ად დინ მეშტუფი
Flag of Ayyubid Dynasty.svg შირკუჰ იბნ ბახელი

ძალები
თავიდან 3000 მოგვიანებით 25000 უცნობია
გარნიზონი 6000
დამხმარე 20000
დანაკარგები
2500 გარნიზონი: 6000 დამხმარე: მძიმე
ვიკისაწყობი Commons-logo.svg აკრის ალყა

აკრის ალყა — კონფლიქტი ჯვაროსნებსა და აიუბიდებს შორის. მიმდინარეობდა 1189-1191 წლებში. ორწლიანი ალყის შემდეგ ჯვაროსნებმა აიღეს ქალაქი აკრა.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც იერუსალიმის მეფე გახდა გი დე ლუზინიანი, გაგრძელდა მუსლიმთა ქარავნების დარბევა რენო დე შატიიონის მიერ. ამის გამო სალადინისგან გამოგზავნილი ელჩები არ მიიღეს. ეს გახდა მშვიდობის დარღვევის მიზეზი. სალადინი 200000-იანი ჯარით შეიჭრა პალესტინაში, დაამარცხა ჯვაროსნები ჰატინის ბრძოლაში და იერიში მიიტანა იერუსალიმზე. სალადინმა 14 დღეში აიღო ქალაქი. იერუსალიმის შემდეგ აიღო ასკალონი, იაფა და აკრა. წმინდა მიწის დასაბრუნებლად პაპმა გრიგოლ VIII-მ მოუწოდა ინგლისის, საფრანგეთის და საღვთო რომის იმპერიის მონარქებს. ისინი ცალცალკე გაემართნენ წმინდა მიწისკენ.

ალყა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამასობაში 1189 წელს სალადინმა გი დე ლუზინიანი გაათავისუფლა. იგი ჯვაროსანთა პორტ ტვიროსს მიადგა, თუმცა იქ არ შეუშვეს. ამის შემდეგ გი აკრისკენ გაემართა და ალყაში მოაქცია ის. გი დე ლუზინანის მიერ ალყაში მოქცეული აკრის დასახმარებლად სალადინი მოვიდა და მოალყე ჯვაროსნები ალყაში მოაქცია. შემოდგომაზე მეტმა ევროპელმა ჯვაროსანმა მოაღწია. გის საშუალება მიეცა მეორე ბლოკადა შემოერტყა აკრისთვის. ჩამოვიდა ამბავი, რომ ფრიდრიხ I ბარბაროსა მოიწევდა აკრისკენ. ამან ქისტიან ჯარისკაცები მორალი გაუზარდა და აიძულა სალადინი მეტი ჯარისკაცი მოებილიზებინა, რათა ქალაქის ორი ბლოკადა დაემარცხებინა. მომდევნო თხუთმეტი თვე ძირითადი მოქმედებების გარეშე გავიდა. 30 ოქტომბერს, 50 მუსლიმთა გალერა შეიჭრა ქრისტიანთა ბლოკადაში და მიაწოდა ქალაქს საკვები და იარაღი. 17 დეკემბერს მოხერხდა პორტისკენ მიმავალი გზის გათავისუფლება. 1190 წლის მარტში ჯვაროსანთა მეთაური კონრადი წავიდა ტვიროსში და ჩამოიტანა საკვები და იარაღი, რაც დაეხმარათ ეგვიპტის ფლოტის წინააღმდეგ. ასევე ჩამოიტანა მასალა საალყო მანქანებისთვის, ამის მიუხედავად ეს მანქანები დაიკარგა 6 მაისს, როცა ჯვაროსნებმა სცადეს თავდასხმა ქალაქზე.

20 მაისს სალადინმა, რომელიც აგრძელებდა არმიის გაძლიერებას,დაიწყო შეტევა ქრისტიანთა ბანაკზე რომლებიც გასული რვა დღე იგერიებდნენ მის შეტევებს. 25 ივლისს, მათი მეთაურების წინააღმდეგობის მიუხედავად ჯვაროსნები თავს დაესხნენ სალადინის მარჯვენა ფლანგს და დამარცხდნენ. დამატებითი ძალები საფრანგეთიდან ჩამოვიდა ზაფხულის ბოლოს, ჰენრი II შამპანის, თეობალდ II ბლოისის, სტეფან I სანსერის, რაულ I კლერმონის, ჯონ ფონტიგის და ალან სან-ვალერის ლორდების მეთაურობით. ფრიდრიხ VI შვაბიის ლორდი ჩამოვიდა ოქტომბრის დასაწყისში მამამისის დარჩენილ არმიმიასთან ერთად. ცოტა ხანში მოვიდა ინგლისელთა არმიაც, რომელსაც მეთაურობდა ბალდუინ ექსეტერი, კენტერბე-რიელი ეპისკოპოსი. ოქტომბერში ჩამოვიდა ასევე გრაფი ბარი და ქრისტიანებმა შეძლეს ალყის გარღვევა და მიაწოდეს საკვები ბანაკს აკრასთან. ცხოვრება ქალაქში და ქრისტიანთა ბანაკში სწრაფად გართულდა, მას შემდეგ რაც სალადინმა მოახერხა მათი შეკავება. სურსათი გახდა შეზღუდული, წყალი კი დაბინძურდა ცხოველთა და ადამიანთა ცხედრებით. ეპიდემიები მალე გავრცელდა.გი დე ლუზინიანის მეუღლე სიბილა და მისი ორი ქალიშვილი გარდაიცვალა. გიმ დაკარგა პრეტენზია იერუსალიმის ტახტზე.     

სალადინის არმია იმდენად დიდი იყო, რომ შეუძლებელი იყო ჯვაროსანთ ხმელეთიდან დახმარება. ზამთარში გაძნელდა საკვების შოვნა. თეობალდი და სტივენი გარდაიცვალნენ. ფრიდრიხიც მალევე გარდაიცვალა 1191 წლის 20 იანვარს. პატრიარქი ერაკლიუსიც ალყაში გარდაიცვალა. 

31 დეკემბერს კიდევ ერთი კედლების გარღვევის მცდელობა ვერ მოხერხდა. 6 იანვარს კედლის ნაწილობრივ დაშლას მოჰყვა ქრისტიანთა მცდელობა გაენადგურებინათ მუსლიმთა გარნიზონები. 13 თებერვალს სალადინმა შეძლო ქრისტიანთა ხაზების გარღვევა და მიაღწია ქალაქს, შეავსო ქალაქის გარნიზონი, რადგან ძველი მთლიანად განადგურდა. ჯვაროსნებმა ზღვიდან სცადეს შეტევა, თუმცა ქარმა და წყალქვეშა კლდეებმა ხელი შეუშალა მიახლოებაში.

ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ V გაზაფხულზე ჩამოვიდა და ხელში ჩაიგდო ხელში ჯვაროსანთა არმია. ასევე ჩამოვიდა სალადინისთვის გამანადგურებელი ინფორმაცია. მან ვერ გამოიყენა შანსი გაენადგურებინა ქრისტიანები, ახლა კი მეფე რიჩარდ ლომგული და ფილიპ ავგუსტი გზაში იყვნენ წმინდა მიწისკენ და ორივეს ახლავს ძლიერი არმია. სალადინს გამარჯვების შანსი ხელიდან გამოეცალა.

მეფე ფილიპი ჩამოვიდა 20 აპრილს,1191,და მეფე რიჩარდი 8 ივნისს, მას შემდეგ რაც დაიპყრო კვიპროსი.რიჩარდი მოვიდა 100 გემით(8000 მეზღვაურით), ხოლო ფილიპი გენუის ფლოტით.ფილიპმა რიჩარდის ჩამოსვლამდე ააწყო საალყო მანქანები. რიჩარდი ცდილობდა სალადინთან შეხვედრას და დაზავებას, თუმცა შეხვედრა არ შემდგარა.საალყე მანქანებმა გააჩინა ხვრელები აკრის კედლებში, გარნიზონი კარგად იცავდა მათ. 3 ივლისს კიდევ ჩამოინგრა კედელი, თუმცა მოახერხეს ქრისტიანთა შეჩერება. 4 ივლისს ქალაქმა დანებება შესთავაზა, თუმცა რიჩარდმა პირობები არ მიიღო. ამჯერად სალადინმა თავი შეიკავა შეტევისგან. 7ივლისს ქალაქმა გაგზავნა ელჩი სალადინთან და დახმარება მოსთხოვა წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქს ჯვაროსნებს გადასცემდნენ. 11 ივლისს იყო ბოლო ბრძოლა მათ შორის. 12 ივლისს ქალაქმა კიდევ შესთავაზა დანებება, ამჯერად მათი წინადადება მისაღები იყო ჯვაროსნებისთვის. სალადინი არ იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში. ჯვაროსნები დათანხმდნენ და შევიდნენ ქალაქში. მუსლიმთა გარნიზონი დაატყვევეს. ლეოპოლდი და ფილიპი რიჩარდთნ დაპირისპირების გამო წავიდნენ ევროპაში. ქრიტიანთა ჯარების მეთაურობა რიჩარდს ერგო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Reston, James Jr.: Warriors of God: Richard the Lionheart and Saladin in the Third Crusade. Anchor, 2001.
  • Runciman, Steven: Historia de las cruzadas. Tomo 3. Madrid, Alianza Editorial, 1973. ISBN 84-206-2061-0.
  • Williams, Paul L.: The Complete Idiot's Guide to the Crusades. Editorial Alpha, 2002.