1191 წელს რიჩარდის მიერ აკრის აღების შემდეგ, სალადინმა დაიწყო უკანდახევა იერუსალიმისაკენ. თავის მხრივ რიჩარდმა, ამავე წლის აგვისტოში დაიწყო სვლა წმინდა მიწის გასანთავისუფლებლად. რიჩარდ ლომგული პალესტინის უმნიშვნელოვანესი პორტის იაფას (დღესიათვის თელ-ავივი) გასანთავისუფლებლად მიიწევდა. სალადინმა გადაწყვიტა ჯვაროსანთა ძალები შეეჩერებინა იაფას ჩრდილოეთით პატარა დასახლება არსუფთან სადაც, მისი აზრით ბრძოლის წარმოება ჯვაროსნებს გაუჭირდებოდათ.
ჯვაროსანთა რაზმებმა არსუფს 7 სექტემბერს მიაღწიეს. აქ მათ დახვდათ სალადინის 53 ათასიანი ლაშქარი. ჯვაროსანთა არმია 49 ათას კაცს შეადგენდა, მათ შორის იყვნენ ჰოსპიტალიერთა და ტამპლიერთა რაზმებიც. ბრძოლა სალადინის გასაოცრად ჯვაროსანთა შეტევით დაიწყო და მათივე უპირატესობით გაგრძელდა. მეფე რიჩარდი თავდადებულად იბრძოდა. მისი ასეთი ქმედება აისახა ბრძოლის შედეგზეც. სალადინი დამარცხდა.
1191 წლის 10 სექტემბერს გამარჯვებული რიჩარდი პრაქტიკულად უბრძოლველად შევიდა იაფაში. სალადინმა კი დიდი დანაკარგებით იერუსალიმისკენ დაიხია.
Evans, Mark (August, 2001). „Battle of Arsuf: Climactic Clash of the Cross and Crescent“. Military History. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)