ბერტრან ტულუზელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერტრან ტულუზელი
Bertrand de Toulouse

ბერტრანი ტრიპოლის კაპიტულაციის დროს
ტულუზის გრაფი
მმართ. დასაწყისი: 22 ივნისი,1005
მმართ. დასასრული: 21 აპრილი,1112
წინამორბედი: რაიმონ IV
მემკვიდრე: ალფონს I ტულუზელი
პროვანსის გრაფი
მმართ. დასაწყისი: 22 ივნისი,1005
მმართ. დასასრული: 21 აპრილი,1112
წინამორბედი: რაიმონ IV
მემკვიდრე: ალფონს I ტულუზელი
ნარბონის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 22 ივნისი,1005
მმართ. დასასრული: 21 აპრილი,1112
წინამორბედი: რაიმონ IV
მემკვიდრე: ალფონს I ტულუზელი
ტრიპოლის გრაფი
მმართ. დასაწყისი: 22 ივნისი,1005
მმართ. დასასრული: 21 აპრილი,1112
წინამორბედი: რაიმონ IV
მემკვიდრე: პონს ტრიპოლელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1065
დაბ. ადგილი: ტულუზა
გარდ. თარიღი: 21 აპრილი, 1112
გარდ. ადგილი: პალესტინა
მეუღლე: ელენა ბურგუნდიელი
შვილები: პონს ტრიპოლელი
მამა: რაიმონ IV ტულუზელი
დედა: ელვირა კასტილიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბერტრან ტულუზელი (ფრანგ. Bertrand de Toulouse; დ. დაახლოებით 1065 — გ. 21 აპრილი, 1112) — ტულუზის გრაფი, პროვანსის მარკიზი, ნაბრონის ჰერცოგი და ტრიპოლის გრაფი (1109 წლიდან) 1105–1112 წლებში. ის იყო რაიმონ IV ტულუზელის უფროსი ვაჟი. ბერტრანი რაიმონის ჯვაროსნულ ლაშქრობაში წასვლიდან მართავდა ტულუზას (1095), მაგრამ 1098–1100 მისი ბიძაშვილის, ფილიპას მიერ იგი გადაყენებული იქნა თანამდებობიდან, მისი ქმრის — გიიომ IX აკვიტანიელის დახმარებით, რომელიც შეიჭრა ტულუზაში და დაიპყრო იგი. ბერტრანმა ძალაუფლება დაიბრუნა მას შემდეგ, რაც ვილჰელმს დაუფინანსა ექსპედიცია წმინდა მიწაზე. 1105 წელს, რაიმუნდის გარდაცვალების შემდეგ, ბერტრანი ტულუზის სრულუფლებიანი მმართველი გახდა. 1108 წელს იგი გაემგზავრა წმინდა მიწაზე, რათა მოეპოვებინა კონტროლი ტრიპოლის საგრაფოზე.[1] მან გადააყენა ტრიპოლის რეგენტი გიიომ იორდანი და 1109 წლის 10 ივნისს, ბალდუინ I იერუსალიმელისა და გენუის ფლოტის დახმარებით აიღო ტრიპოლი. 1095 წელს იქორწინა ელენა ბურგუნდიელზე, ოდო I-ს ქალიშვილზე. ბერტრანი 1112 წელს გარდაიცვალა. ტრიპოლის გრაფი მისი შვილი — პონს ტრიპოლელი გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Asbridge, Thomas S. (2000). The Creation of the Principality of Antioch, 1098-1130. The Boydell Press.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Asbridge 2000, p. 115.