იბნის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იბნის ბრძოლა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
თარიღი 29 მაისი, 1123
მდებარეობა იბნა (დღევანდელი იავნე, ისრაელი)
შედეგი ჯვაროსანთა გამარჯვება
მხარეები
იერუსალიმის სამეფოს დროშა იერუსალიმის სამეფო თარგი:ქვეყნის მონაცემები ფატიმიდები
მეთაურები
იერუსალიმის სამეფოს დროშა ევსტასი დე გრენიე თარგი:ქვეყნის მონაცემები ფატიმიდები ალ-მამუნი
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია მძიმე

იბნის ბრძოლა — ბრძოლა იერუსალიმის სამეფოსა, რომელსაც მეთაურობდა ევსტასი დე გრენიე და ფატიმიანთა სახალიფოს შორის. გაიმართა იბნასთან, ასკალონსა და იაფას შორის 1123 წელს. ბრძოლაში ჯვაროსნებმა გაიმარჯვეს.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ, ფატიმიანთა ვეზირი — ალ-აფდალ შაჰანშაჰი თითქმის ყოველწლიურად აწყობდა ლაშქროებს 1099-1107 წლებში, იერუსალიმის ახლადშექმნილ სამეფოში.[1] ეგვიპტელთა არმიამ გადაიხადა სამი ბრძოლა რამლასთან 1101, 1102 და 1105 წლებში, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა. ამის შემდეგ ვეზირმა პირადად გადაწყვიტა სანაპირო ქალაქ ასკალონზე ლაშქრობა.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1123 წელს ახლამა ვეზირმა მოაწყო მთავარი შეტევა ჯვაროსანთა მიწებისკენ. ფატიმიანებს დაგეგმილი ჰქონდათ სანაპირო ქალაქის — იაფის დაპყრობა. ამ დროს ეგვიპტურ არმიას შეადგენდა სუდანელი მშვილდოსნები, რომლებსაც დახმარებას უწევდა მსუბუქად შეიარაღებული არაბული და ბერბერული კავალერია. ფატიმიანთა საუბედუროდ, ევროპული კავალერია უკეთესად იყო შეიარაღებული, მწყობრს არ არღვევდა და კარგი სამიზნეც ჰქონდათ.

იბნასთან, მოგვიანებით აქ აშენდა იბელინის ციხესიმაგრე (1141), ფატიმიანთა არმია შეეჯახა ჯვაროსანთა ცხენოსან რაინდებს, მსუბუქ კავალერიას, შუბოსნებს და მშვილდოსნებს. ბრძოლა მცირე ხანს გაგრძელდა, რადგან ეგვიპტელთა ჯარებმა ვერ გაუძლეს რაინდთა კავალერიის შეტევებს.[2] ფულკერ შარტრელი წერს:

„ეს ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ჩვენმა მტრებმა დაინახეს ჩვენი შეიარაღებული ძალების (შეიარეღებული რაინდები) წინსვლა შესანიშნავი წესრიგით და მათი ცხენოსნები გაიქცნენ, ჩავარდნენ პანიკაში, ნაცვლად გამოეყენებინათ ეს შესატევად. მათი ქვეითები დახოცილნი იქნენ“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Smail, R. C. (1995), Crusading Warfare 1097-1193, New York: Barnes & Noble Books, ISBN 1-56619-769-4

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Smail 1995, გვ. 84
  2. Smail 1995, გვ. 87