ფარისკურის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფარისკურის ბრძოლა
მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი
თარიღი 6 აპრილი, 1250
მდებარეობა ეგვიპტე
შედეგი აიუბიდების გამარჯვება
მხარეები
Arms of the Kings of France (France Ancien).svgსაფრანგეთი
Cross of the Knights Templar.svg ტამპლიერები
Flag of Ayyubid Dynasty.svg აიუბიდები
მეთაურები
Arms of the Kings of France (France Ancien).svg ლუი IX
Armoiries Guillaume de Saunhac.svg გიიომ დე სონაკი
Flag of Ayyubid Dynasty.svg თურან-შაჰ II
ძალები
15 000 უცნობია
დანაკარგები
15 000 100

ფარისკურის ბრძოლამეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობის უკანასკნელი ბრძოლა. გაიმართა 1250 წლის 6 აპრილს საფრანგეთის ჯარსა (მეთაური ლუი IX) და ეგვიპტის ჯარს (მეთაური თურან-შაჰ II) შორის. ამ ბრძოლაში ჯვაროსნები სრულიად გაანადგურეს აიუბიდებმა, ხოლო მეფე ლუი IX ტყვედ ჩაიგდეს.

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ რომის პაპის ინოკენტი IV-ის მხარდაჭერის იმედით და თავისი ძმების შარლ I ანჟუელისა და რობერტ დ’ატუას თანხლებით დაიწყო მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა ეგვიპტის წინააღმდეგ. ლაშქრობის მიზანი იყო ეგვიპტეში და სირიაში აიუბიდების დინასტიის დამხობა და იერუსალიმის დაპყრობა, რომელიც მუსლიმებმა 1244 წელს დაიკავეს. 1249 წლის ივნისში გემები შევიდნენ ეგვიპტის წყლებში და ჯვაროსნების ლაშქარი გადავიდა დამიეტში. ლუდოვიკო IX-მ წერილი გაუგზავნა სულთან ას-სალიჰ აიუბს, რის შემდეგაც დამიეტის სამხედრო გარნიზონის მეთაურმა ემირ ფახრ ად-დინ იუსუფმა სულთანის ბანაკი გადაიტანა აშმუმ-თანახში. ამ ფაქტმა დიდი პანიკა გამოიწვია დამიეტში და მოსახლეობამ მიატოვა ყველაფერი, ასევე დატოვეს ნილოსის დასავლეთ სანაპიროს შემაერთებელი ხიდი ქ. დამიეტთან, რაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა ლუდოვიკომ. დამიეტის დაპყრობის შემდეგ ლუდოვიკო IX-მ გადაწყვიტა გაელაშქრა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროზე, შეიტყო რა სულთან ას-სალიხ აიუბის სიკვდილის და თავისი მესამე ძმისი ალფონს დე პუატიეს დამიეტში დამატებითი ძალებით მისვლის შესახებ. ფრანგებმა მოულოდნელი იერიში მიიტანეს აშმუმის არხზე და გიდეილში მდებარე ეგვიპტელების სამხედრო ბანაკზე, რომელიც ელ-მანსურთან ორი მილის მანძილზე მდებარეობდა. ჯვაროსნებმა წარმატებით შეავიწროვეს ეგვიპტის ჯარი ელ-მანსურთან, რომელსაც მეთაურობდა ფარის ად-დინ აქთაი და ბეიბარს ალ-ბუნდუქტარი (მომავალი სულთანი ბეიბარს I) ბეიბარს I-მა ბრძანება გასცა გაეღოთ ქალაქის მთავარი კარიბჭე, რათა ჯვაროსნები შესულიყვნენ ქალაქში, რითაც მან შექმნა სურათი თითქოს ეგვიპტელები ნებდებოდნენ მტერს. ჯვაროსნებმა თავისუფლად შეძლეს ელ-მანსურში შესვლა და აღმოჩნდნენ ეგვიპტელების ალყაში, როდესაც მათ უკან კარიბჭე დაიკეტა. ეგვიპტელების მიერ ჯვაროსნების ლაშქარი სასტიკად დაამარცხეს, ბრძოლაში დაიღუპა რობერტ დე არტური და უილიამ სოლსბერი, მხოლოდ ხუთი ტამპლიერი გადარჩა ცოცხალი ჯვაროსნებიდან. ფრანგები იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ გიდეილში, სადაც სამხედრო ბანაკი ჰქონდათ განთავსებული. 11 თებერვალს დილით ადრე მუსლიმებმა იერიში მიიტანეს გიდეილში ფრანგების ბანაკზე და ალყაში მოაქციეს, ალყამ რამდენიმე კვირას გასტანა. მრავალი ჯვაროსანი ჩავარდა ტყვედ და წაიყვანეს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

27 თებერვალს ახალი სულთანი, თურან-შაჰი ჩავიდა ეგვიპტეში ჰასანკეიფიდან და დაიძრა პირდაპირ ელ-მანსურისკენ, რათა ეხელმძღვანელა ეგვიპტის ჯარისთვის. ეგვიპტელების გემებმა გადასვეს ხმელეთზე და გაუშვეს ნილოსში,( ბახრ-ელ-მახალასთან ) რათა გაენადგურებინა ჯვაროსნების გემები დამიეტში. ეგვიპტელებმა გამოიყენეს ბერძნული ცეცხლი და დაწვეს უამრავი გემი და მომარაგების ხომალდები. მალე ჯვაროსნებში დაიწყო შიმშილი და ავადმყოფობა. ზოგიერთმა ჯვაროსანმა დაკარგა იმედი და ამის გამო გადავიდნენ მტრის მხარეს.

მეფე ლუი IX-მ ალყა შემორტყმულ ბანაკში შესთავაზა ეგვიპტელებს დამიეტის კაპიტულაცია იერუსალიმისა და სირიის სანაპიროს ზოგიერთი ქალაქის ნაცვლად. ეგვიპტელებმა, რომლებმაც იცოდნენ ჯვაროსნების გაჭირვება უარი თქვეს ამ წინადადებაზე. 5 აპრილს ღამით ჯვაროსნებმა მოახდინეს ევაკუაცია თავის ბანაკში და დაიხიეს უკან ჩრდილოეთით დამიეტის მხარეს. სიჩქარეში მათ დაავიწყდათ გაენადგურებინა ხიდი, რომელიც მდებარეობდა არხზე. ეგვიპტელებმა გადაკეტეს ხიდი და დაიწყეს მათი დევნა. 6 აპრილს მუსულმანების ჯარი დაეწია ჯვაროსნებს ფარისკურთან. ბრძოლის შედეგად ათასობით ჯვაროსანი მოკლეს და ზოგიერთი კი ტყვედ აიყვანეს. მეფე ლუი IX და ზოგიერთი მაღალჩინოსნებიც ტყვედ ჩავარდნენ მეზობელ სოფელ მონიატ-აბდალში. მეფე ჩაბარდა საჭურის ალ-სალიჰას, მას შემდეგ რაც მან შეატყობინა, რომ მას არ მოკლავდნენ და თავის ორ ძმასთან ერთად გაგზავნეს ელ-მანსურში. იქ იგი ჩასვეს იბრახიმ-იბნ-ლოკმანის ციხეში, რომელიც იყო სულთანის კანცლერი. შებორკეს და დატოვეს სობიხალ-მოაზამის მეთვალყურეობის ქვეშ.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარისკურთან ჯვაროსნების დამარცხებამ და ლუი IX-ის ტყვეობამ საფრანგეთი შოკში ჩააგდო. მეფე ლუი IX გამოისყიდეს 400 000 დინარის საფასურად, მას შემდეგ რაც მან დადო პირობა, რომ არ დაბრუნდებოდა ეგვიპტეში და დამიეტს გადასცემდა ეგვიპტეს, იგი გაუშვეს 12 000 ტყვესთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Abu al-Fida, Tarikh Abu Al-Fida, The Concise History of Humanity.
  • Al-Maqrizi, Al Selouk Leme’refatt Dewall al-Melouk, Dar al-kotob, 1997. In English: Bohn, Henry G., The Road to Knowledge of the Return of Kings, Chronicles of the Crusades, AMS Press, 1969.
  • Dupuy, Trevor N The Harpers Military Encyclopedia of Military History, New York:HarperCollins, 1993. ISBN 0-06-270056-1
  • Hassan, O., Al-Zahir Baibars, Dar al-Amal 1997
  • Ibn Taghri, al-Nujum al-Zahirah Fi Milook Misr wa al-Qahirah, al-Hay’ah al-Misreyah 1968
  • Qasim, Abdu Qasim Dr., Asr Salatin AlMamlik (Era of the Mamluk Sultans), Eye for human and social studies, Cairo 2007
  • Sadawi, H., Al-Mamalik, Maroof Ikhwan, Alexandria
  • Skip Knox, Dr. E.L., The Crusades, Seventh Crusade, A college course on the Crusades, 1999
  • Toynbee, Arnold J., Mankind and Mother Earth, Oxford University Press 1976
  • Paris, Matthew, The Chronicles of Matthew Paris (Matthew Paris: Chronica Majora) translated by Helen Nicholson 1989.