კერაკის ალყა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კერაკის ალყა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი

კერაკის ციხესიმაგრე
თარიღი 1183
მდებარეობა კერაკის ციხესიმაგრე
შედეგი აიუბიდების ტაქტიკური უკან დახევა
ჯვაროსანთა სტრატეგიული გამარჯვება
მხარეები
იერუსალიმის სამეფო აიუბიდები
მეთაურები
ბალდუინ IV იერუსალიმელი
რენო დე შატიიონი
სალადინი
ალ-ადილ I[1]
ალ მუზაფარ უმარი ალ მუზაფარ უმარი
ყარა არსლანი
შერეფ ად-დინ ბარღოში
ძალები
8 000 22 000
დანაკარგები
უცნობია უცნობია

კერაკის ალყა — სამხედრო კონფლიქტი აიუბიდებსა და იერუსალიმის სამეფოს შორის. გაიმართა 1183 წელს. სალადინი თავს დაესხა ჯვაროსნულ ციხე-სიმაგრეს, მაგრამ ქრისტიანებმა შეძლეს მისი მოგერიება.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერაკი იყო ტრანსიორდანიის ლორდის — რენო დე შატიიონის სამფლობელო. იგი მდებარეობდა ამანიდან 124 კმ-ის მოშორებით.[2] ციხე-სიმაგრე ააშენა პაიენ დე მილმამონრეალის ლორდმა 1142 წელს.[2] რენოს მმართველობისას მოქმედებდა სამშვიდობო შეთანხმებები ქრისტიანულ და მუსლიმურ სახელმწიფოებს შორის „წმინდა მიწაზე“, მაგრამ მისი ქმედებები უბიძგებდა მუსლიმებს ომისაკენ. უკანასკნელი წვეთი იყო 1183 წლის რენოს ლაშქრობა წითელი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომლის დროსაც მან აიღო ქალაქი აკაბა, რათა იგი დასაყრდენ პუნქტად გამოეყენებინა მუსლიმთა უწმინდეს ქალაქზე — მექაზე თავდასასხმელად. სალადინმა, მუსლიმური ძალების მეთაურმა ვერ შეძლო ამის მოთმენა და გაემართა რენოს ციხე-სიმაგრისაკენ.

ალყა და დამხმარე ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსლიმები უკვერამდენიმე წელი იყო ცდილობდნენ კერაკის ხელში ჩაგდებას, მაგრამ ამჯერად მათ მოახერხეს ჯვაროსანთა ციხეზე მძლავრი შეტევა. ცხრა კატაპულტი ანგრევდა ქალაქის კედლებსა და მოსახლეთა სახლებს.

კედლებს შიგნით მიმდინარეობდა სამეფო ქორწილი, ონფრუა IV ტორონელსა (რენოს გერი და მემკვიდრე) და ისაბელას შორის (ბალდუინ IV-ის ნახევარდა). საქორწინო ცერემონიების გაგრძელებასთან ერთადნ სალადინმა ბრძანება გასცა, რომ არ ესროლათ ლოდები ცერემონიის გამართვის ადგილის მიმართულებით, არამედ სხვა ადგილებისაკენ. შიკრიკებმა მოახერხეს ქალაქიდან გაქცევა და ბალდუინისთვის ყველაფრის შეტყობინება.

ბალდუინი დაუყოვნებლივ გაემართა დამხმარე ძალებით კერაკისაკენ. მას თან ახლდა რეგენტი რაიმონ III. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მეფე ბავშვობიდანვე იტანჯებოდა ავადმყოფობით, მან გადაწყვიტა პირადად ეხელმძღვანელა არმიისათვით. იგი საკაცით მიიყვანეს კერაკამდე. ბალდუინის ჩასვლისას სალადინი ჯერ კიდევ საფორტიფიკაციო ნაგებობების წინააღმდეგ იბრძოდა. სალადინი მიხვდა, რომ კერაკის კედლებსა და სამეფო არმიას შორის ბრძოლაში განადგურდებოდა და ალყა მოხსნა.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1184 წელს სალადინი კვლავ მიადგა კერაკს, მაგრამ ბრძოლა იგივე შედეგით დამთავრდა. კერაკი კვლავ რჩებოდა ჯვაროსანთა დასაყრდენ პუნქტად უკიდურეს აღმოსავლეთით 1188 წლამდე, სანამ იგი მუსლიმთა კონტრო ქვეშ არ აღმოჩნდა.[2] კერაკის ალყის შემდეგ ჯვაროსნებს კვლავ მოუწიათ სხვა ალყების მოგერიება, ერთ-ერთი ასეთი იყო იერუსალიმზე შეტევა და მისი დაცემა 1187 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Reston, James, Jr. Warriors of God. New York: Anchor Books, 2001. ISBN 0-385-49562-5
  • Smail, R. C. Crusading Warfare, 1097—1193. New York: Barnes & Noble Books, (1956) 1995. ISBN 1-56619-769-4

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Life of Saladin Behaudin Tekstualno. ციტირების თარიღი: 2016-02-20
  2. 2.0 2.1 2.2 Kerak, Jordan. ციტირების თარიღი: 2016-02-20