ჰატინის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰატინის ბრძოლა
ჯვაროსნული ომების ნაწილი
Hattin Estoire d'Eracles.jpg
ჰატინის ბრძოლა, XV საუკუნის მინიატურა
თარიღი 3-4 ივლისი, 1187
მდებარეობა ჰატინის ველი
შედეგი აიუბიდების გამარჯვება
მხარეები
Arms of the Kingdom of Jerusalem.svg იერუსალიმის სამეფო
Armoiries Tripoli.svg ტრიპოლის საგრაფო
Armoiries Bohémond VI d'Antioche.svg ანტიოქიის სამთავრო
Cross of the Knights Templar.svg ტამპლიერთა ორდენი
Cross of the Knights Hospitaller.svg ჰოსპიტალიერთა ორდენი
Lazarus cross.svg წმინდა ლაზარეს ორდენი
Cross of order of mountjoy.svg მაუნთჯოის ორდენი
Flag of Ayyubid Dynasty.svg აიუბიდები
მეთაურები
Arms of the Kingdom of Jerusalem.svg გი დე ლუზინიანი
Armoiries Tripoli.svg რაიმონდ III
Armoiries Ibelin.svg ბალიან იბელინი
Armoiries Gérard de Ridefort.svg ჟერარ დე რიდფორი
Blason Garnier de Naplouse.svg გარნიე დი ნაბლუსი
Armoiries Bohémond VI d'Antioche.svg რენო დე შატიიონი
Arms of the Kingdom of Jerusalem.svg ონფრუა IV თორონელი
Blason Lusignan.svg აიმერ ლუზინიანი
Arms of the Kingdom of Jerusalem.svg რეინალდ სიდონელი
Blason Courtenay.svg ჟოსლინ III
Flag of Ayyubid Dynasty.svg სალადინი
Flag of Ayyubid Dynasty.svg მუზაფარ ად-დინ გოკბორი
Flag of Ayyubid Dynasty.svg ალ მუზაფარ უმარი
Flag of Ayyubid Dynasty.svg ალ ადილ I
Flag of Ayyubid Dynasty.svg ალ აფდალ იბნ სალაჰ ად დინი
ძალები
20 000კაცი[1][2]
  • 15 000 ქვეითი
  • 1 200 რაინდი
  • 3000 მძიმე შეჯავშნული
  • 500 თურქოპოლელი
30 000 კაცი[2][3]
  • 12 000 კავალერია
  • 18 000 ქვეითი
დანაკარგები
ძლიერი მსუბუქი

ჰატინის ბრძოლა — გაიმართა 1187 წლის 4 ივლისს, იერუსალიმის სამეფოს ჯვაროსნებსა და სალადინის არმიებს შორის. ეს ბრძოლა ასევე ცნობილია, როგორც ჰატინის რქების ბრძოლა. მუსულმანურმა არმიამ გაანადგურა და ბევრიც დაატყვევა ჯვაროსანთა არმიიდან. ამ ბრძოლის პირდაპირი შედეგი იყო მუსლიმთა გაძლიერება წმინდა მიწაზე და შემდგომ იერუსალიმის და რამდენიმე ჯვაროსნული ქალაქის აღება სალადინის მიერ. ამ მარცხებმა აიძულა ევროპელები, რომ წამოეწყოთ მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც ჰატინის ბრძოლიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო.

წინაისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გი დე ლუზინიანი იერუსალიმის მეფე გახდა 1186 წელს. მან მეფობა მისი მისი ცოლისგან-დედოფალ სიბილასგან მიიღო. თუმცა მის მეფობას ეწინააღმდეგებოდა ბალდუინ V-ის რეგენტი რაიმონდ III-ტრიპოლის გრაფი. მათ შორის სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ თითქმის ომამდე მივიდა. რაიმონდმა იორდანეს ხეობაში ჯარიც კი შეიყვანა, მაგრამ ეს დაპირისპირება თავიდან იქნა აცილებული რაიმონდის მომხრე ბალიან იბელინის წყალობით.

იმავდროულად მაჰმადიანური სამეფოები ნელნელა ერთიანდებოდნენ. 1169 წელს სალადინი გახდა ეგვიპტის ვეზირი და მალე ჩაიგდო ტახტი ხელთ. 1174 წელს მან დაიმორჩილა დამასკო, 1176 წელს ალეპო, 1183 წელს მოსული. იერუსალიმის სამეფო პირველად აღმოჩნდა ერთი მმართველის ქვეშ გაერთიანებული მუსულმანური ტერიტორიებით გარშემორტყმული. ამის მიუხედავად ჯერ კიდევ ბალდუინ IV-მ შეძლო სალადინის დამარცხება. ამის შემდგომ დააიდო ზავი მათ შორის.

1187 წლის აპრილში რაიმონდი დათანხმდა სალადინთან დაზავებას. თუმცა მოხდა შეტაკება ჯვაროსანთა და მუსლიმთა სადაზვერვო რაზმებს შორის. ამის შემდეგ რაიმონდი და გი დე ლუზინიანი შერიგდნენ და ერთიანი არმია დაძრეს ჩრდილოეთით, რათა შეხვედროდნენ სალადინს.

მაისის ბოლოს სალადინს ჰყავდა 30 000-იანი არმია, მათ შორის 12 000 ცხენოსანი იყო. მისმა ჯარმა მდინარე იორდანე 30 ივნისს გადაკვეთა. ჯვაროსანთა არმია შეგროვდა ლა საფორიასთან. იგი შედგებოდა 20 000 კაცისგან, მათ შორის 1 200 რაინდი იერუსალიმიდან და ტრიპოლიდან, 50 კი ანტიოქიიდან. ჯვაროსანთა არმიაში ასევე იყო არბალეტები და დაქირავებული ჯარისკაცები, რომლებიც ინგლისის მეფის, ჰენრი II-ის მიერ გამოგზავნილი ფულით დაიქირავეს. 

ტიბერიის ალყა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2 ივლისს, სალადინი, რომელსაც სურდა რომ გი დე ლუზინიანის არმია გაეტყუა ლა საფორიას წყაროებიდან, პირადად მეთაურობდა ტიბერიის ალყას. ხოლო მუსლიმთა მთავარი ჯარი იმყოფებოდა კაფრ საბტთან. ქალაქმა ფული შესთავაზა, მაგრამ სალადინმა უარი განცხადა. მუსლიმებმა ჩამოანგრიეს ერთ-ერთი კოშკი და მაშინვე შეიჭრნენ ქალაქში და შებრძოლების შემდეგ აიყვანეს ტყვეები.

სალადინმა მიიღო ინფორმაცია რომ გი დე ლუზინიანი ჯვაროსანთა არმიით მოდიოდა აღმოსავლეთისაკენ. 2 ივლისის ღამეს ჯვაროსანთა საბჭომ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება და დატოვეს უსაფრთხო და წყლით უზრუნველყოფილი ლა საფორია, მიუხედავად იმისა, რომ რაიმონდი წინააღმდეგი იყო.

სალადინსაც ეს ჰქონდა დაგეგმილი. ის ფიქრობდა, რომ შეეძლო ჯვაროსნები დამარცხება ველზე, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო მანამ, სანამ ჯვაროსნები მას ალყაში მოაქცევდნენ.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯვაროსნებმა საფორია დატოვეს 3 ივლისს. გი მეთაურობდა ცენტრს, რაიმონდი,რეინალდი და ბალიანი ავანგარდს. შუადღისას ჯვაროსნებმა მიაღწიეს წყაროს სოფელ თურანში, ლა საფორიადან 6 მილში(10 კმ). ეს იყო ჯერ კიდევ 9 მილი(14 კმ) ტიბერიამდე. შემდეგ წყარომდე ნახევარი დღის სავალი იყო. როდესაც სალადინმა აიღო ტიბერია და ჯაროსნებმაც დატოვეს თურანი, მუსლიმები შეტევაზე გადავედნენ აღმოსავლეთით. სალაინმა მისი არმიის ორი ფრთა გაგზავნა რათა ჯვაროსნებისთვის დასავლეთის გზები ჩაეკეტათ. ეს ჯვაროსნებს უკან დახევის საშუალებას არ მისცემდა.

ჯვაროსანთა გეგმაში ცვლილებები მოხდა. რაიმონდმა დაარწმუნა გი დე ლუზინიანი, რომ ჯარები წაეყვანა ჰატინის წყაროებისკენ, რომელიც 6 მილის(9.7 კმ) დაშორებით იყო. ხოლო აქედან შეეძლო წასულიყო ტიბერიისკენ მომდევნო დღეს.

მუსლიმთა თავდასხმებმა ჯვაროსნები აიძულა დაბანაკებულიყვნენ პლატოზე სოფელ მესკანასთან. მათ არ ჰქონდათ საკმარისი წყალი, გი იმედოვნებდა რომ შემდეგ დილას ქრისტიანთა არმია შეძლებდა გზა გაეგრძელებინა ჰატინის წყაროსკენ. მუსლიმებს კი საკმარისი მარაგი ჰქონდათ.

დილით, 4 ივლისს ჯვაროსნებს ცეცხლმოკიდებული ისრები დაუშინეს მუსლიმებმა. ჟერერდმა და რეინალდმა(ისინიც მეთაურები იყვნენ) გის ურჩიეს შეექმნა რაზმები და დაეწყო შეტევა. რაიმონდი ხელმძღვანელობდა პირველ დივიზიას ანტიოქიის მთავრის ბოემუნდ III-ის ვაჟის-რაიმონდთან ერთად, ხოლო ბალიანი და ჟოსლინ III ქმნიდნენ უკანა ფლანგებს.

მწყურვალმა და დემორალიზებულმა ჯვაროსნებმა აყარეს ბანაკი და გაემართნენ ჰატინის წყაროებისკენ. გზაში მათ გადაუდგა სალადინი და ბლოკადაში მოაქცია და დაიწყო შეტევა. რაიმონდმა ორჯერ სცადა გარღვევა და მეორე მცდელობისას მან გაარღვია და საკუთარი ჯარით გაემართა ტვიროსისკენ.

რაიმონდის გაქცევის შემდეგ გის პოზიცია უფრო უიმედო იყო.ქრისტიანები არაორგანიზებულები აღმოჩნდნენ. წყურვილისგან და ჭრილობებისგან უამრავი ჯვაროსანი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო დანარჩენები ტყვედ აიყვანეს.

მუსლიმები შევარდნენ გის კარავში და იგი ტყვედ აიყვანეს. ასევე დაატყვევეს გის ძმა ამალრიკი, რეინალდ შატიიონი, უილიამ V მონფერატი, ჟერარდ დე რედიფორტი, ჰამფრი IV თორონის ლორდი, ჰიუ ჯაბალას ლორდი, პლივიან ბოტრონის ლორდი, ჰიუ გიბელეტის ლორდი და ბევრი სხვა ბარონი იერუსალიმის სამეფოდან. მხოლოდ დაახლოებით 3000 მათგანი გაიქცა.

ტყვედ ჩავარდნილი გი სალადინს მიჰგვარეს. სალადინმა მას ცივი წყალი შესთავაზა, ლუზინიანმა ჭიქა რენო დე შატიიონს გადასცა, რომელმაც მაშინვე შესვა წყალი. სალადინმა ეს შეურაწყოფად მიიღო და რენოს თავი მოკვეთა. დანარჩენი ტყვეები კი ციხეში გადაიყვანა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gibb, Sir Hamilton A. R. (1969), „The Rise of Saladin, 1169–1189“, A History of the Crusades: The First Hundred Years (2nd რედ.), London: University of Wisconsin Press, сс. 563–589
  • Konstam, Angus (2004), Historical Atlas of the Crusades, London: Mercury Books, ISBN 978-1-904668-00-8
  • Madden, Thomas (2000), A Concise History of the Crusades, Rowman & Littlefield, ISBN 978-0-8476-9430-3
  • Madden, Thomas (2005), Crusades: The Illustrated History, Ann Arbor: University of Michigan Press, ISBN 978-0-472-03127-6

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]