1244 წელს, მაჰმადიანთა გააქტიურების საპასუხოდ, გადაწყდა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მომზადება, რომელსაც საფრანგეთის მეფე, ლუი IX ჩაუდგა სათავეში. 1249 წლის 6 ივნისს ფრანგებმა, ეგვიპტეში გადასვლისთანავე, დამიეტა განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე აიღეს. იერუსალიმზე შესატევად მდიდარი ეგვიპტე, თავის ჯარისთვის ლუის იდეალური ბაზად მიაჩნდა. ჯვაროსნები დამიეტში ექვსი თვით ჩარჩნენ, ამასობაში ფრანგმა ჯარისკაცებმა საბრძოლო სულიკვეთება დაკარგეს და ძარცვას მიყვეს ხელი.