ბოსრის ბრძოლა (1147)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბოსრის ბრძოლა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
თარიღი ზაფხული, 1147
მდებარეობა ბოსრა, ბურიდების იმპერია (დღევანდელი ბუსრა)
შედეგი ტაქტიკური ფრე, დამასკოელთა სტრატეგიული გამარჯვება
მხარეები
იერუსალიმის სამეფოს დროშა იერუსალიმის სამეფო დამასკო
მოსული და ალეპო
მეთაურები
იერუსალიმის სამეფოს დროშა ბალდუინ III იერუსალიმელი მუინ ალ-დინ უნური
ნურ ალ-დინ ზანჯი
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
მცირე მცირე

ბოსრის ბრძოლა — ბრძოლა ჯვაროსნებსა და მუსლიმთა გაერთიანებულ არმიას შორის. გაიმართა 1147 წელს. იერუსალიმის მეფისბალდუინ III-ის ჯარები შეებრძოლნენ დამასკოს თურქულ ჯარებს მუინ ალ-დინ უნურის მეთაურობით, რომლებსაც ეხმარებოდა მოსულისა და ალეპოს კონტიგენტი ნურ ალ-დინ ზანჯის მეთაურობით.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1147 წელს ალთუნთაშს, ბოსრისა და სალხადის ამირას, შეურაცხოფა თავისმა ნომინალურმა უფროსმა — დამასკოს მმართველმა მუინ ალ-დინ უნუთმა. განაწყენებული ალთუნთაში ჯვაროსანთა მოკავშირე გახდა და დასთანხმდა მათთვის გადაეცა თავისი ორი ქალაქი. მეფე ბალდუინმა თავი მოუყარა არმიას, გადაკვეთა იორდანე და გაემართა ბოსრისკენ, რომელიც დამასკოდან 65 მილით სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო იორდანედან 50 მილით აღმოსავლეთით მდებარეობდა.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ჯვაროსნებმა მოძრაობა დაიწყეს, დამასკელთა დიდი არმია დაიძრა მათთან შესახვედრად. ბევრ ლათინ ჯარისკაცს მოუთმენლად უნდოდა ბრძოლა, მაგრამ მეთაურები სიფრთხილეს და დისციპლინის დაცვას ამჯობინებდნენ. მათ დამატებითი ძალები დააყენეს სადარაჯოდ, რათა არ მომხდარიყო მოულოდნელი შეტევა მუსლიმთა მხრიდა. ფრანკები დაბანაკდნენ ღამის გასათევებლად. მეორე დღეს, საბრძოლო საბჭოს გამართვის შემდეგ, ბალდუინმა და მისმა მოხელეებმა გადაწყვიტეს გაეგრძელებინათ ექსპედიცია ბოსრისკენ საბრძოლო მარშით. ლათინთა არმია მიდიოდა ჩვეულებრივი საბრძოლო წყობით, როდესაც მათ წინააღმდეგობა გაუწია თურქულმა ცხენოსანმა მშვილდოსნებმა. ჯვაროსანთა ქვეითები მოძრაობდნენ მჭიდრო მწყობრით, მშვილდოსნები მზად იყვნენ ესროლათ უკან მდგარი თურქი მშვილდოსნებისთვის, ხოლო შუბოსნები მზად იყვნენ მოეგერიებინათ პირდაპირი შეტევები. „ბრძანების მიხედვით, რათა შეენარჩუნებინათ მწყობრის სიმტკიცე, შეაბჯრულმა ჯარის ნაწილებმა დაიწყეს ქვეითების ტოლი სისწრაფით სიარული“.[1]

ოთხი დღის განმავლობაში ჯვაროსანთა არმია თავისი მიზნისკენ მიემართებოდა და ამ დროის განმავლობაში მუდმივი თავდასხმების ქვეშ იმყოფებოდა მშვილდოსანთა და სხვათა მხრიდან. გარდა ამისა, ჯარისკაცები იტანჯებოდნენ წყურვილისგან ზაფხულის ცხელ ამინდში. როდესაც მათ ბოსრას მიაღწიეს, მოახერხეს მიეღოთ წყალი და სხვა მომარაგება. ჯვაროსანთა იმედები გაცრუვდა, როდესაც ალთუნთაშის ცოლმა იპოვა ქმართან შედარებით მტკიცე ადამიანი და დამასკელთა არმია ბოსრის ციტადელში შეუშვა. ბალდუინს ქალაქის აღების იმედი არ ჰქონდა და გადაწყვიტა უკან დახევა.

უკან დახევისას ფრანკები უფრო მეტად იტანჯებოდნენ სიცხისა და მტვრისგან, ამას თან ერთვოდა თურქთა განუწყვეტელი შეტევები. ამასთანავე სარკინოზებმა ცეცხლი მოუკიდეს ბუჩქებს და ჯვაროსნებს ახლა უკვე მათი კვამლიც აწუხებდა. ქრისტიანებს საკუთარი გარდაცვლილი და დაჭრილი მოემრები თან მიჰყავდათ, რათა მათი მტრები არ გამხნევებულიყვნენ დანაკარგების დანახვაზე. „ვინც თავის მწკრივს დატოვებდა, მას ემუქრებოდნენ მკაცრი სასჯელით“.[2] მწკრივის დატოვება ნებართვის გარეშე აკრძალული იყო. თუმცა გამონაკლისის სახით, რაინდ შეეძლო დახმარებოდა ქრისტიანს, თუ მას მუსლიმი მოკვლას უპირებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Beeler, John (1971). Warfare in Feudal Europe 730-1200. Ithaca, NY: Cornell University Press. ISBN 0-8014-9120-7. 
  • Smail, R. C. ((1956) 1995). Crusading Warfare 1097-1193.. New York: Barnes & Noble Books. ISBN 1-56619-769-4. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Cross Templar.svg იხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები
  1. Beeler 1971, გვ. 141
  2. Smail 1995, გვ. 159