მაარის ალყა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაარის ალყა
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი
CrusadersThrowingHeadsOfMuslimsOverRamparts.jpg
ჯვაროსნები თავებს აჭრიან მუსულმანებს
თარიღი ნოემბერი-დეკემბერი, 1098
მდებარეობა მაარეტ-ენ-ნუმანი, სირია
შედეგი ჯვაროსნების გამარჯვება
მხარეები
Arms of the Kings of France (France Ancien).svg ჯვაროსნები Fatimid flag.svg ფატიმიდები
მეთაურები
Blason Languedoc.svg რაიმონდ IV

Armoiries Bohémond d'Antioche.svg ბოემონდ I

Fatimid flag.svg ადგილობრივი დიდებულები
ძალები
უცნობია ადგილობრივი დიდებულები და მაარის გარნიზონი
დანაკარგები
უცნობია დაახლ. 20 000 დაღუპული

მაარის ალყაპირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ბრძოლა. გაიმართა 1098 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ბრძოლა დასრულდა ჯვაროსნების გამარჯვებით. არის ცნობები ამ ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ჯვაროსნებში კანიბალიზმის შემთხვევების შესახებ[1].

მას შემდეგ რაც წარმატებით დაასრულეს ანტიოქიის ალყა, მათ ზამთრის თვეებში დაიწყეს ქალაქის გარეუბნებზე თავდასხმა. 1098 წლის ივლისში რეიმონდ ფილეტმა წამოიწყო ექსპედიცია მაარეტის წინააღმდეგ, რომელიც იყო მნიშვნელოვანი ქალაქი სამხრეთით, დამასკის გზაზე. მისი ჯარი შეხვდა ბევრად უფრო დიდ მუსულმანურ ჯარს და დამარცხდნენ. ზაფხულში ჯვაროსნებმა გააგრძელეს სვლა სამხრეთის ბევრ პატარა ქალაქში და ნოემბერში კვლავ ჩავიდნენ მაარეტში. დაახლოებით ნოემბრის ბოლოს, ათასობით ჯვაროსანმა დაიწყო ალყის შემორტყმა. ზამთარი ახლოვდებოდა და მათ არ ჰქონდათ საკვების დიდი მარაგი, მათ ასევე ვერ გაარღვიეს ქალაქის თავდაცვა, რომელიც შედგებოდა ღრმა ხვრელებისგან და ძლიერი კედლებისგან.

ქალაქის მცველებმა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მოახერხეს თავდასხმების მოგერიება. ჯვაროსნები დაეპატრონენ ციხესიმაგრეს 11 დეკემბერს. მუსლიმებმა უკან დაიხიეს, ორივე მხარე ემზადებოდა დასასვენებლად, მაგრამ ღარიბმა ჯვაროსნებმა გაძარცვეს მაარატი. დილით 12 დეკემბერს, გარიზონმა და ბოემონდმა მოილაპარაკეს, რომელიც დაჰპირდა უსაფრთხოებას, თუ ისინი დანებდებოდნენ. მუსლიმები დათანხმდნენ, მაგრამ ჯვაროსნებმა მაშინვე დაიწყეს მოსახლეობის ხოცვა. იმავდროულად, ბოემონდმა კონტროლზე აიყვანა ქალაქის კედლები და კოშკები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Thomas Asbridge, «The First Crusade: A New History», Oxford University Press, 2004.
  • Claude Lebedel, «Les Croisades, origines et consequences» ISBN 2-7373-4136-1

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Edward Peters, The First Crusade: The Chronicle of Fulcher of Chartres and Other Source Materials (University of Pennsylvania Press, 1998), 84.