მარჟ-ალ-საფარის ბრძოლა
მარჟ-ალ-საფარის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი | |||
თარიღი | 26 იანვარი, 1126 | ||
მდებარეობა | მარჟ-ალ-საფარი | ||
შედეგი | ჯვაროსნების ტაქტიკური გამარჯვება[1] | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
მარჟ-ალ-საფარის ბრძოლა — ჯვაროსნების ბრძოლა ბალდუინ II-ის მეთაურობით დამასკოს სელჩუკთა სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც თოღთეკინის მიერ იმართებოდა. ბრძოლა ჯვაროსნების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მათ ვერ შეძლეს დამასკოს დაპყრობა.
წინაპირობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანტიოქიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, აზაზის ბრძოლის გამარჯვების შემდგომ, ფრანკთა ლაშქარი ბალდუინ II-ის მეთაურობით, 1126 წელს დამასკოს ასაღებად დაიძრა. ბალდუინის ლაშქარი ძირითადად რაინდ მხედრებისა და ქვეითებსგან შესდგებოდა, მათ ასევე თან ახლდათ ქვეითი შუბოსნები და მეისრეები. დამასკოსგან 30 კილომეტრით დაშორებით,[2] მარჟ-ალ-საფარისთან, ჯვაროსნები დამასკოს ბურიდთა საამიროს არმიას დაუპირისპირდნენ. ამ პერიოდში დამასკოს საამიროს ბურიდთა დინასტიის დამფუძვნებელი, თოღთეკინი მართავდა.
ბრძოლის შესახებ არ არსებობს გარკვეული ცნობები და მხოლოდ მცირეოდენი ინფორმაცია შემორჩა. არსებული წყაროები ვერ ჯერდება ბრძოლის ტაკტიკის დეტალებზე, თუმცა ისინი გვამცნობენ, რომ ჯვაროსნებმა ვერ მოახერხეს დამასკოს დაპყრობა. ყოველი ახლო შეტაკება თურქი მეისრეების წინააღმდეგ, ფრანკთა მარცხით დასრულდა. „მაგრამ უკანასკნელმა შეტაკებამ მათ მოუტანა რთული გამარჯვება. ამავე დროს, მათმა ტაკტიკურმა წარმატებამ არ მისცა ნება ბრძოლის მიზნებს აღსრულებულიყო, რაც დამასკოს დაპყრობას გულისხმობდა“.[1]
სხვა ისტორიკოსი წერს, „ეს ჯვაროსნების წმინდა გამარჯვება იყო, თუმცა მათ ვერ შეძლეს ამ უპირატესობის გამოყენება“.[2] მესამე ავტორი გვამცნობს, რომ ჯვაროსნებმა გაიმარჯვეს, რადგან თოღთეკინი საკუთარი ცხენიდან გადმოვარდა და იმ აზრით, რომ ის შესაძლოა მომკვდარიყო, მისმა თანამებრძოლებმა ბრძოლის ველი დატოვეს.“ მძიმე დანაკარგების შემდეგ ჯვაროსნები იძლებული იყვნენ ბრძოლის ველიდან გაბრუნებულიყვნენ.[3]
1129 წელს ფრანკებმა ისევ დალაშქრეს დამასკო, მაგრამ ქალაქის ალყა წარუმატებლად დასრულდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Burns, Ross. Damascus: A History. Routledge, 2005. ISBN 978-0-415-27105-9
- France, John. Western Warfare in the Age of the Crusades, 1000-1300. Ithaca, NY: Cornell University Press, 1999. ISBN 0-8014-3671-0
- Hillenbrand, Car. The Crusades: Islamic Perspectives. Routledge, 1999. ISBN 1579582109
- Smail, R. C. Crusading Warfare 1097-1193. New York: Barnes & Noble Books, (1956) 1995. ISBN 1-56619-769-4