მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იკონიის ბრძოლა
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი
იკონიუმის ბრძოლა თარიღი
18 მაისი , 1190 მდებარეობა
კონია შედეგი
ჯვაროსნების გადამწყვეტი გამარჯვება მხარეები
მეთაურები
ძალები
დაახლ. 100 ათასი
დაახლ. 65 ათასი
დანაკარგები
დაახლ. 20 ათასი დაღუპული
დაახლ. 45 ათასი დაღუპული
იკონიის ბრძოლა — მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ბრძოლა ჯვაროსნებსა და სელჩუკებს შორის, ჯვაროსნებს მეთაურობდა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა , ხოლო სელჩუკთა ჯარს ქილიჩ-არსლან II . გაიმართა 1190 წლის 18 მაისს.
ჰატინის ბრძოლაში და იერუსალიმის ალყის დროს განცდილი კატასტროფის შემდეგ სალადინმა ჯვაროსნულ სახელმწიფოებს ბევრი ტერიტორიები ჩამოართვა. რომის პაპი გრიგოლ VIII მოუწოდებდა მოსახლეობას იერუსალიმის გათავისუფლებისაკენ. მის მოწოდებას ფრიდრიხ I ბარბაროსა გამოეხმაურა. 1189 წელს დაიწყო მზადება ლაშქრობისათვის, მან მოაგროვა 100 000 კაცი, მათ შოის 20 000 რაინდი. მას 2 000 კაცით შეუერთდა უნგრეთის მეფე ბელა III -ის ძმა პრინცი გეზა.
უნგრეთის , სერბეთის , ბულგარეთისა და ბიზანტიის გავლით ფრიდრიხ ბარბაროსას ჯარი ანატოლიაში ჩავიდა. 17 მაისს არმია დაბანაკდა იკონიის გარშემო. 18 მაისს გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, ჯვაროსნებმა გაიმარჯვეს. სელჩუკების არმია გაიქცა, ქალაქში გერმანელი ჯვაროსნების ძალები შევიდნენ.
Tyerman, C.(2006):God's war: a new history of the Crusades
Kenneth M. Setton, Robert Lee Wolff, Harry W. Hazard (1962):A History of the Crusades, Volume II: The Later Crusades, 1189–1311