რაინდებმა ალყაში მოაქციეს ეგვიპტის საპორტო ქალაქი დამიეტა, ფრიზების ფლოტისა და გენუის რესპუბლიკის ფლოტილიის დახმარებით, რომელთაც ხელმძღვანელობდა მამა-შვილი, სიმონი და პიეტრო დორიები. ჯვაროსნებმა შექმნეს ალიანსი კაი კაუს I -თან და ანატოლიაში სელჩუკთა სასულთნოსთან. კაუსი უტევდა აიუბიდებს სირიაში, რის გამოც ჯვაროსნებს არ სურდათ ორ ფრონტზე ბრძოლა. დამიეტის გარნიზონში ეპიდემია და შიმშილი მძვინვარებდა, რის გამოც 1219 წლის 5 ნოემბერს დანებდა.