ედესა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ედესა
ძვ. ბერძნ. Εδεσσα, სომხ. Ուռհա
Urfa Castle 02.jpg
რომაული სვეტები
ედესა — თურქეთი
ედესა
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 37°08′44″ ჩ. გ. 38°47′02″ ა. გ. / 37.14556° ჩ. გ. 38.78389° ა. გ. / 37.14556; 38.78389
მონაცემები
ტიპი ქალაქი
მოსახლეობა
Commons-logo.svg ედესა ვიკისაწყობში

ედესა (ძვ. ბერძნ. Εδεσσα, სომხ. Ուռհա) — ძველი ქალაქი ჩრდილოეთ მესოპოტამიაში. დღევანდელი შანლიურფა (ურფა). ოსროჰენის დედაქალაქი და ძველი ქრისტიანობის მნიშვნელოვანი ცენტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. VIII საუკუნეში ასურელების განმგებლობაში იყო და ეწოდებოდა რუჰუ (სირ. ܐܘܪܗܝ, ძვ. ბერძნ. Ορρα). გაძლიერდა ელინისტურ ხანაში, განსაკუთრებით სელევკე I-ის მმართველობის დროს, რომელმაც ედესას მაკედონიის ქალაქ ედესის მიხედვით უწოდა სახელი. არაბერძნულმა წარმოშობის დინასტიამ ედესაში დამოუკიდებელი სამეფო დააარსა (ძვ. წ. 123). რომაელებმა ედესა სამხედრო კოლონიად გადააქციეს. ედესის თეოლოგიური სკოლა მთელ ქრისტიანულ სამყაროში იყო ცნობილი.

ბიზანტიელთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ქალაქი ნისიბინი სპარსელთა ხელში გადავიდა (363), მწერალმა — ეფრემ ასურმა ედესაში გადაინაცვლა. აქ მან დააარსა სახელგანთქმული „სპარსული სკოლა“ — ნესტორიანელ მოღვაწეთა ცენტრი. იგი დროებით დაიხურა 457 წელს, ხოლო საბოლოოდ — 489 წელს იმპერატორ ზენონისა და ეპისკოპოს კირუსის მიერ. ამის შემდეგ სკოლაში მოღვაწე პიროვნებები და მოსწავლეები გადავიდნენ სპარსეთში და იქ განაგრძეს საქმიანობა. ისინი გახდნენ სპარსეთის ნესტორიანული ეკლესიის დამაარსებლები.[1] მიაფიზიტობა ედესაში მუსლიმთა დაპყრობისას აყვავდა.

ქალაქი ხელახლა აშენდა იუსტინე I-ის დროს (ზ. 518–527) და მის საპატივსაცემოდ ეწოდა იუსტინოპოლისი ეწოდა.[2] 609 წელს ედესა სასანიანთა სპარსეთმა დაიპყრო, მაგრამ მალევე დაიბრუნა იმპერატორმა ჰერაკლემ. 638 წელს ქალაქი არაბებმა დაიპყრეს.

არაბთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VII საუკუნეში ქალაქი არაბებმა დაიპყრეს. სომეხი ქრონიკოსი და ბაგრატუნისის ეპისკოპოსი — სებეოსი (660-იანი წლები) ადრეული ცნობები გვაწვდის ისლამის შესახებ. მისი ცნობით ებრაელთა დელეგაცია აპირებდა არაბულ ქალაქში (სავარაუდოდ იგულისხმება მედინა) წასვლას მას შემდეგ, რაც ქალაქი ბიზანტიელებმა დაიპყრეს.

ბიზანტიელები ხშირად ცდილობდნენ ედესის დაბრუნებას, განსაკუთრებით რომანოზ ლაკაპენოსის დროს, რომელმაც მაცხოვრებლებისგან მიიღო „წმინდა მენდილიონი“ — ქრისტეს უძველესი პორტრეტი. იგი კონსტანტინოპოლში გადაიტანეს 944 წლის 16 აგვისტოს. ეს იყო რომანოზის მეფობის უდიდესი მიღწევა. პორტრეტის ედესაში ყოფნა იხსენიება უდაოდ 544 წელს, მისი ასლი ინახებოდა ვატიკანის ბიბლიოთეკაში, რომელიც მოგვიანებით, 1207 წელს შეძენილი და გაყიდული იქნა აღმოსავლეთში ვენეციელთა მიერ, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. ცოტა ხნით ქალაქს მარვანიდებიც მართავდნენ.

გვიანი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1031 წელს ბიზანტიელებმა შეძლეს ედესის არაბთაგან გათავისუფლება, მაგრამ 1098 წელს ედესა ჯვაროსნებმა აიღეს და ედესის საგრაფო დააარსეს. 1144 წელს მოსულის მმართველმა იმად ალ-დინ ზანჯიმ დაარბია; ეკლესიები მეჩეთებად გადააკეთეს; 1687 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიპყრეს და ურფა უწოდეს.

ედესა დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ქალაქიდან შემორჩენილია ციხის ნანგრევები წინარომაული ხანის უზარმაზარი სვეტებით (ლეგენდის მიხედვით, აქ იყო ბიბლიური ნიმრუდის სასახლე) და კლდეში ამოკვეთილი კატაკომბები. აღსანიშნავია აბრამის სახელობის მეჩეთი და იქვე წმნდა ტაძარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Labourt, Le christianisme dans l'empire perse, Paris, 1904, 130–41.
  2. Evagrius Scholasticus, Hist. Eccl., IV, viii