ჰაბის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰაბის ბრძოლა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
თარიღი 14 აგვისტო, 1119
მდებარეობა ბარჯ ჰაბი (დღევანდელი არიჰა, სირია)
შედეგი ჯვაროსნების გამარჯვება[1]
მხარეები
იერუსალიმის სამეფოს დროშა იერუსალიმის სამეფო
Armoiries Bohémond VI d'Antioche.svg ანტიოქიის სამთავრო
Armoiries Tripoli.svg ტრიპოლის საგრაფო
ალეპოს ართუქიდები
მეთაურები
იერუსალიმის სამეფოს დროშა ბალდუინ II იერუსალიმელი
Armoiries Bohémond VI d'Antioche.svg რობერ ფულკუა
Armoiries Tripoli.svg პონს ტრიპოლელი
ილღაზი
ძალები
700 კავალერისტი და რამდენიმე ასეული ქვეითი[2] უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია

ჰაბის ბრძოლა (არაბ. معركة هاب‎‎) — ბრძოლა ბალდუინ II-ისა და ილღაზის არმიებს შორის. ამ ბრძოლის შედეგი საკამათო იყო, რადგან ორივე მხარე თავს გამარჯვებულად სთვლიდა.[3] ბრძოლამ ანტიოქიის სამთავროში სიტუაცია დაასტაბილა, რომელიც არეული იყო რამდენიმე კვირით ადრე განცდილი გამანადგურებელი მარცხით. ბალდუინმა შეძლო ყველა ციხესიმაგრის დაბრუნება, რომელიც ილღაზმა დაიპყრო და მისი განდევნა სამთავროდან.

წინარე მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1119 წლის 28 ივნისს ილღაზმა, თურქო-სირიულ არმიასთან ერთად, ანტიოქიის სამთავროს ჯარები (როჯერ სალერნოელის მეთაურობით) დაამარცხა სარმადის ბრძოლაში. ამ დიდი გამარჯვების შემდეგ, მუსულმანთა ლიდერის არმიამ ლათინურ სამთავროში დაიპყრო რამდენიმე ციხესიმაგრე, მაგრამ უფრო მეტის მიღწევა შეეძლო. „ილღაზის დამარცხება (ჰაბის ბრძოლაში) გამომდინარეობდა მისი დიდი გამარჯვებიდან ... არ იყო მხოლოდ მისი მოქმედების და ლოთობის შედეგი, არამედ მისი არმიის გაფანტულობისა, რომელიც ნადავლს ეძებდა.“[4]

როგორც კი მეფე ბალდუინმა ანტიოქელთა დამარცხების ამბავი გაიგო, მაშინვე გაემართა იერუსალიმის სამეფოდან ჯარით მათ დასახმარებლად. გზაში მან ტრიპოლის გრაფისპონსის მეთაურობით კონტიგენტი მაიშველია. ბალდუინმა შეკრიბა ანტიოქიის არმიის ნარჩენები და საკუთარ არმიას შეუერთა. ამის შემდეგ დაიძრა ზარდანისკენ, 65 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით ანტიოქიიდან. ეს ქალაქი ილღაზის მიერ ალყაში იყო მოქცეული. როდესაც ბალდუინი თელ დანითთან დაბანაკდა, გაირკვა, რომ ზარდანა დაეცა. შესაბამისად ჯვაროსნები მოემზადნენ უკან დასახებად ციხესიმაგრე ჰაბისკეს, რომელის ზარდანიდან დაახლოებით 25 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

14 აგვისტოს, დილით, ბალდუინმა სიფრთხილით მოაწყო ფრანკული ძალები უკან დახევისთვის ღია ადგილის გავლით. ამ გზაზე მოწინავედ მიდიოდა 700 რაინდის 3 ესკადრონი. მათ უკან მიდიოდა რამდენიმე ასეული ქვეითი, არბალეტისტთა შემადგენლობა და შუბოსნები. გრაფი პონსი თავისი ტრიპოლელი რაინდებით იცავდა მარჯვენა ფლანგს. ანტიოქელთა კორპუსი, რობერ ფულკოის მეთაურობით მარცხენა ფლანგს იცავდა. დანარჩენი ანტიოქელთა ძალა — უკანა ნაწილს. მეფე მეთაურობდა შეჯავშნულ იერუსალიმელ რაინდების რეზერვს, მაგრამ ნათელი არ არის თუ რა ნაწილს მარშირებდა.[5]

ართუქიდები იმედოვნებდნენ, რომ ფრანგულ არმიას ნაადრევად გამოიწვევდნენ შეტევაზე ან შეძლებდნენ მათი ქვეითთა წყობის დარღვევას. ხელსაყრელ მომენტში ილღაზმა ბრძოლაში ჩართო თავისი შუბოსანი და ხმლოსანი არმიის ნაწილები.[6]

როგორც მოსალოდნელი იყო, ილღაზის ცხენოსანი მშვილდოსნები შეტევაზე გადავიდნენ ჯვაროსანთა წყობის წინააღმდეგ განთიადისას. მათი შეტევები თანდათან გაძლიერდა და დღის პირველ ნახევარში ჩანდა, რომ ფრანკები მარცხდებოდნენ. სამი ავანგარდული ესკადრონი გაიფანტა და ლათინური არმიის მთავარი ნაწილი სერიოზული თავდასხმის ქვეშ მოექცა. ქვეითი ჯარი მას მტკიცედ იცავდა, მაგრამ კავალერიის სრულფასოვანი დახმარების გარეშე დიდ დანაკარგებს განიცდიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Beeler, John (1971). Warfare in Feudal Europe, 730-1200. Ithaca, NY: Cornell University Press. ISBN 0-8014-9120-7. 
  • Smail, R. C. (1956). Crusading Warfare, 1097-1193. New York: Barnes & Noble Books. ISBN 1-56619-769-4. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Cross Templar.svg იხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები
  1. Mombert, J. I.. A Short History of the Crusades, გვ. 88. 
  2. Colish, Marcia L.. The Mirror of Language: A Study in the Medieval Theory of Knowledge, გვ. 409. 
  3. Mombert, J. I.. A Short History of the Crusades, გვ. 87. 
  4. Smail, p 74
  5. Beeler, p 146
  6. Smail, p 83