ზარის ალყა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზარის ალყა
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი

ტინტორეტო, ზარის ალყა
თარიღი 10 ნოემბერი[1] - 24 ნოემბერი, 1202[2]
მდებარეობა ზადარი (ზარა), ხორვატია
შედეგი ჯვაროსნებმა აიღეს ქალაქი ზარა
მხარეები
ჯვაროსნები
ვენეციის რესპუბლიკა
უნგრეთის სამეფო
ხორვატიის სამეფო
მეთაურები
ენრიკო დანდოლო
ოტო IV
ემერიკ I
ძალები
20 000 უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია
ზარის ალყა ვიკისაწყობში

ზარის ალყა — პირველი საბრძოლო აქცია მომზადდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს და პირველად ისტორიაში ჯვაროსნული ლაშქრობის დროს თავს დაესხნენ კათოლიკურ ქალაქს. ზარაზე თავდასხმის (თანამედროვე ხორვატიული ზადარი) ინიციატივა ვენეციის რესპუბლიკისგან წამოვიდა, ზადარი იყო მათი სერიოზული მეტოქე საზღვაო ვაჭრობაში ადრიატიკის ზღვაზე. ალყის შემდეგ ქალაქი გაძარცვეს და დაანგრიეს, მიუხედავად პაპ ინოკენტი III-ის წერილისა, რომელიც ჯვაროსნებს კათოლიკურ ქალაქში შეჭრის შემთხვევაში ანათემით ემუქრებოდა.

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძალიან მალე მას შემდეგ, რაც პაპად აირჩიეს ინოკენტი III მან 1198 წელს წერილით მიმართა ჯვაროსანთა ლაშქარს. ახალი ლაშქრობის გეგმამ, განსხვავებით მეორე და მესამე ლაშქრობისაგან, სადესანტო არმიას მოუწოდა, რომ დაეკავებინათ ნილოსის დელტა და შემდეგ შეეტიათ პალესტინისთვის. პაპის მიმართვა თავდაპირველად ცივად მიიღეს ევროპულმა ქვეყნებმა, მაგრამ 1200 წლისათვის შეიკრიბა ლაშქარი დაახლოებით 35 000 ჯარისკაცით.

1201 წელს ვენეციის დოჟმა ენრიკო დანდოლომ ელცების დახმარებით მისწერა ხელშეკრულება ჯვაროსნებს, რომლის მიხედვითაც ვენეცია უერთდებოდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობას და ვალდებულება აიღო გადაეცა მათთვის 4 500 რაინდი, 9 000 შეიარაღებული და 20 000 ფეხოსანი ჯარისკაცი. 1202 წლის ივლისში ხომალდები უკვე გამზადებული იყო და დაახლოებით 12 ათასმა ჯვაროსანმა მიაღწია ვენეციამდე. ზოგიერთები გაემგზავრნენ სხვა მიმართულებით ან შეფერხდნენ მაშინ, როცა თანხა მთლიანად უნდა ყოფილიყო გადახდილი, ხოლო ვენეციაში გათავისუფლებულმა არმიამ შეძლო შეეგროვებინა 51 ათასი მარკა. მას შემდეგ რაც კუნძულ ლიდოზე გათავისუფლებულმა არმიამ დაიწყო წვრთნა, დოჟი აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ და გამოსავალი შესთავაზა ჯვაროსნებს. ვენეციელები დათანხმდნენ დალოდებოდნენ დანარჩენი თანხის გადახდას ჯვაროსნების პირველ წარმატებამდე დალმაციის ქალაქ ზარაში. ზადარი იყო მთავარი კონკურენტი ვენეციისათვის საზღვაო ვაჭრობაში ადრიატიკის ზღვაზე და XII-XIII საუკუნეებში იყო ფრონტის ხაზი ვენეციისა და უნგრეთის სამეფოებს შორის, რომელიც არაერთხელ გადასულა ხელიდან ხელში, რა მიზეზითაც ქალაქის მოსახლეობამ გასცა უნგრეთის გვირგვინი, რომელმაც შესაძლებლობა მისცა დიდი ავტონომიის უფლებით ესარგებლა. 1180 წელს ზადარი კიდევ ერთხელ გადავიდა უნგრეთის მფლობელობის ქვეშ და მეფედ ცნო ბელა III.

პაპის აკრძალვის გამო, იმის თაობაზე რომ არ აეღოთ იარაღი ქრისტიანებისა და მოხეტიალე მომლოცველების წინაშე, ჯვაროსნების დიდმა ნაწილმა 1202 წლის ოქტომბერში დატოვა კუნძული ლიდო.

ალყა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლოტი შედგებოდა 72 გალერისა და 140 სატვირთო გემისაგან. ჟოფრუა დე ვილარდუენის შეტყობინებით ხომალდზე ასევე იმყოფებოდა 300-ზე მეტი მსროლელი და სხვადასხვა შეიარაღებული ძალები რომლებიც საჭირობი იყვნენ ქალაქის ასაღებად. სულ ჯამში ირიცხებოდა 20 ათასამდე ადამიანი, საიდანაც ნახევარი იყო ჯვაროსანი, ნახევარი კი ვენეციელი. 10 ნოემბერს ფლოტი გავიდა ზადარში. პორტი გადაკეტილი იყო მაგრამ ჯვაროსნებმა მოახერხეს მათი გარღვევა და ქალაქის კედლებს მიაღწიეს. ვილარდუენი ენთუზიაზმით აღწერს ალყა შემორტყმულ ქალაქს:

ვიკიციტატა
„მომლოცველებმა დაინახეს ქალაქი, გამაგრებული მაღალი კედლებითა და დიდებული კოშკებით. უშედეგოდ ეძიებდეს ნებისმიერ ქალაქში უფრო ლამაზ, უფრო ძლიერს და უფრო აყვავებულს.“

პაპი ინოკენტი III, როგორც შეპირდა, 1203 წლის ზამთარში ლაშქრობის ყველა მონაწილე ანათემას გადასცა, რადგან ისინი ძარცვავდნენ ზადარის ეკლესიებს. პოლიტიკური მიზეზების გამო მალე შეიცვალა აღშფოთება წყალობით, თუმცა ოფიციალურად ძალაში დარჩა ვენეციელთა განკვეთილობა. მოღალატეთა ხელის შეწყობით და ინიციატივით პაპი დათანხმდა ჯვაროსნებს, რომ შემდგომაც ემოქმედათ ვენეციის ფლოტთან ერთად და ეფიქრათ კონსტანტინოპილის დაპყრობაზეც.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Michaud, Joseph François (1882). The History of the Crusades. A. C. Armstrong and Son, გვ. 63. ციტირების თარიღი: 9 November 2013. 
  2. Setton, Kenneth M.; Wolff, Robert Lee; Hazard, Harry W. (15 December 1969) The Later Crusades, 1189–1311. University of Wisconsin Press, გვ. 174. ISBN 9780299048440. ციტირების თარიღი: 10 November 2013.