საჩხერის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7: ხაზი 7:
|ადმინისტრაციული ცენტრი = [[საჩხერე]]
|ადმინისტრაციული ცენტრი = [[საჩხერე]]
|რეგიონი=იმერეთის მხარე
|რეგიონი=იმერეთის მხარე
|მერი =
|დეპუტატი პარლამენტში = [[მანანა კობახიძე]] {{Tooltip|{{ფერის დაფა|blue}}|ქართული ოცნება}}
|გამგებელი = მალხაზ ბაზაძე {{Tooltip|{{ფერის დაფა|blue}}|ქართული ოცნება}}
|ფართობი = 973 კმ²
|ფართობი = 973 კმ²
|მოსახლეობის რაოდენობა ={{კლება}} 37 775 კაცი
|მოსახლეობის რაოდენობა ={{კლება}} 37 775 კაცი
ხაზი 16: ხაზი 15:
}}
}}


'''საჩხერის მუნიციპალიტეტი''' — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, [[იმერეთის მხარე|იმერეთის მხარეში]].
'''საჩხერის მუნიციპალიტეტი''' — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, [[იმერეთის მხარე|იმერეთის მხარეში]]. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი [[საჩხერე]]. მუნიციპალიტეტის ტერიტორია შეადგენს 973 კმ²-ს. მუნიციპალიტეტში 46 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 45 სოფელი, რომლებიც დაყოფილია 13 ტერიტორიულ ერთეულად: 1 ქალაქად და 12 თემად.


==გეოგრაფია==
==გეოგრაფია==
მდებარეობს მდინარეების [[ყვირილა|ყვირილის]] და [[ძირულა|ძირულის]] ზემო და შუა დინებების აუზში. მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრდილოეთით - [[ონის მუნიციპალიტეტი|ონის]], აღმოსავლეთით – [[ჯავის მუნიციპალიტეტი|ჯავისა]] და [[ქარელის მუნიციპალიტეტი|ქარელის]], სამხრეთით – [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურისა]] და [[ხარაგაულის მუნიციპალიტეტი|ხარაგაულის]], დასავლეთით – [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურის]].
მდებარეობს მდინარეების [[ყვირილა|ყვირილის]] და [[ძირულა|ძირულის]] ზემო და შუა დინებების აუზში. მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრდილოეთით ესაზღვრება [[ონის მუნიციპალიტეტი|ონისა]] და [[ამბროლაურის მუნიციპალიტეტი,|ამბროლაურის]] მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით – [[სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ოლქი]], სამხრეთით – [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურისა]] და [[ხარაგაულის მუნიციპალიტეტი|ხარაგაულის]], დასავლეთით – [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურის]] მუნიციპალიტეტები.


===რელიეფი===
რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია, მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი განლაგებულია [[რაჭის ქედი]]ს სამხრეთ კალთაზე, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი - იმერეთის მაღლობზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება შემდეგი მდინარეები: [[ყვირილა]], [[ძირულა]], [[დუმალა]], [[ჯრუჭულა (მდინარე)|ჯრუჭულა]], [[ჩიხურა]], [[ლაშურა]], [[ფრონე]]. ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 65 000 ჰექტარს.
მუნიციპალიტეტის რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია. მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი განლაგებულია [[რაჭის ქედი]]ს სამხრეთ კალთაზე, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი - იმერეთის მაღლობზე. რაჭის ქედის კალთა ძირითადად აგებულია შუაიურული პორფირიტული ქანებით და იურული კირქვებით, რომლის გავრცელების ზოლში განვითარებულია რელიეფის კარსტული ფორმები, კანიონისებრი ხეობები, ფლატეები. ქედი ძლიერ დანაწევრებულია. მთავარი წყალგამყოფის სამხრეთით გაწოლილია ურთიერთპარალელური გასწვრივი ქედები — პეპელეთი, საშვი, ორღულ-ბაჯითი და სხვა, რომლებიც ერთიმეორესგან გამოყოფილია სინკლინური ხეობებით. ცალკეული მწვერვალების სიმაღლე 2400 მ.-ს აღემატება. მდინარეებს გამომუშავებული აქვთ ღრმა გამკვეთი ეროზიული ხეობები. რაჭის ქედის საჩხერის მონაკვეთზეა [[შქმერის უღელტეხილი]].

იმერეთის მაღლობის ფარგლებში ჭარბობს ვაკე რელიეფი. გეოლოგიურად შეესატყვისება ძირულის კრისტალურ მასივს, რომლის საძირკველიც არის უძველესი ასაკის კრისტალური ქანები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება შემდეგი მდინარეები: [[ყვირილა]], [[ძირულა]], [[დუმალა]], [[ჯრუჭულა (მდინარე)|ჯრუჭულა]], [[ჩიხურა]], [[ლაშურა]], [[ფრონე]]. ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 65 000 ჰექტარს.


მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის საბადოებია:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის საბადოებია:
ხაზი 38: ხაზი 42:
გვიან შუა საუკუნეებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია სხვადასხვა ფეოდალურ საგვარეულოებს ეკუთვნოდათ. [[წერეთლები]]ს რეზიდენცია [[მოდინახე]]ს ციხე იყო, ხოლო [[აბაშიძეები]]ს - სოფელი [[ჭალა (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|ჭალა]].
გვიან შუა საუკუნეებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია სხვადასხვა ფეოდალურ საგვარეულოებს ეკუთვნოდათ. [[წერეთლები]]ს რეზიდენცია [[მოდინახე]]ს ციხე იყო, ხოლო [[აბაშიძეები]]ს - სოფელი [[ჭალა (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|ჭალა]].


1917 წლამდე ტერიტორია შედიოდა [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიის]] [[შორაპნის მაზრა|შორაპნის მაზრაში]], 1917-1930 წლებში - ქუთაისის ოლქში, 1930-1939 წლებში - [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურის რაიონში]]. 1939 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია.
1928 წლამდე ტერიტორია შედიოდა [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიის]] [[შორაპნის მაზრა|შორაპნის მაზრაში]], 1928-1930 წლებში - ქუთაისის ოლქში, 1930-1939 წლებში - [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურის რაიონში]]. 1939 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია.


[[1991]] წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას დაემატა სინაგურის სასოფლო საბჭოს სოფლები [[თედელეთი]], [[სინაგური]], [[ტბეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|ტბეთი]], [[ქვემო ქარზმანი]], [[ზემო ქარზმანი]], [[ხახეთი]] და [[ჯალაბეთი]], სულ 204 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, რომლებიც მანამდე [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი|სამხრეთ ოსეთის აო-ში]] შედიოდნენ.<ref>საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ</ref> ამან გამოიწვია [[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|2008 წლის აგვისტოს ომის]] დროს ოსური მხარის პრეტენზიები ამ ტერიტორიების მიმართ. ამის გამო მუნიციპალიტეტის სოფელი [[პერევი]] და მიმდებარე ტერიტორიები 2 წლის მანძილზე 2008 წლის აგვისტოდან 2010 წლის ოქტომბრამდე [[ოკუპაცია|ოკუპირებული]] იყო [[რუსეთი]]სა და [[სამხრეთ ოსეთი]]ს სამხედრო ძალების მიერ.<ref>[http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2194262.html რადიო თავისუფლება: რუსმა სამხედროებმა სოფელი პერევი დატოვეს]</ref>
[[1991]] წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას დაემატა სინაგურის სასოფლო საბჭოს სოფლები [[თედელეთი]], [[სინაგური]], [[ტბეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|ტბეთი]], [[ქვემო ქარზმანი]], [[ზემო ქარზმანი]], [[ხახეთი]] და [[ჯალაბეთი]], სულ 204 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, რომლებიც მანამდე [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი|სამხრეთ ოსეთის აო-ში]] შედიოდნენ.<ref>საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ</ref> ამან გამოიწვია [[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|2008 წლის აგვისტოს ომის]] დროს ოსური მხარის პრეტენზიები ამ ტერიტორიების მიმართ. ამის გამო მუნიციპალიტეტის სოფელი [[პერევი]] და მიმდებარე ტერიტორიები 2 წლის მანძილზე 2008 წლის აგვისტოდან 2010 წლის ოქტომბრამდე [[ოკუპაცია|ოკუპირებული]] იყო [[რუსეთი]]სა და [[სამხრეთ ოსეთი]]ს სამხედრო ძალების მიერ.<ref>[http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2194262.html რადიო თავისუფლება: რუსმა სამხედროებმა სოფელი პერევი დატოვეს]</ref>

13:58, 29 სექტემბერი 2019-ის ვერსია

საჩხერის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტი დროშა საჩხერის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

საჩხერე

რეგიონი

იმერეთის მხარე

სიმჭიდროვე

48.1 [1] კაცი/კმ²

ფართობი

973 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

37 775 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.4%
ოსები 0.3%
რუსები 0.2%[2]

საჩხერის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.


საჩხერის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი საჩხერე. მუნიციპალიტეტის ტერიტორია შეადგენს 973 კმ²-ს. მუნიციპალიტეტში 46 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 45 სოფელი, რომლებიც დაყოფილია 13 ტერიტორიულ ერთეულად: 1 ქალაქად და 12 თემად.

გეოგრაფია

მდებარეობს მდინარეების ყვირილის და ძირულის ზემო და შუა დინებების აუზში. მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრდილოეთით ესაზღვრება ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით – სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ოლქი, სამხრეთით – ხაშურისა და ხარაგაულის, დასავლეთით – ჭიათურის მუნიციპალიტეტები.

რელიეფი

მუნიციპალიტეტის რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია. მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი განლაგებულია რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი - იმერეთის მაღლობზე. რაჭის ქედის კალთა ძირითადად აგებულია შუაიურული პორფირიტული ქანებით და იურული კირქვებით, რომლის გავრცელების ზოლში განვითარებულია რელიეფის კარსტული ფორმები, კანიონისებრი ხეობები, ფლატეები. ქედი ძლიერ დანაწევრებულია. მთავარი წყალგამყოფის სამხრეთით გაწოლილია ურთიერთპარალელური გასწვრივი ქედები — პეპელეთი, საშვი, ორღულ-ბაჯითი და სხვა, რომლებიც ერთიმეორესგან გამოყოფილია სინკლინური ხეობებით. ცალკეული მწვერვალების სიმაღლე 2400 მ.-ს აღემატება. მდინარეებს გამომუშავებული აქვთ ღრმა გამკვეთი ეროზიული ხეობები. რაჭის ქედის საჩხერის მონაკვეთზეა შქმერის უღელტეხილი.

იმერეთის მაღლობის ფარგლებში ჭარბობს ვაკე რელიეფი. გეოლოგიურად შეესატყვისება ძირულის კრისტალურ მასივს, რომლის საძირკველიც არის უძველესი ასაკის კრისტალური ქანები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება შემდეგი მდინარეები: ყვირილა, ძირულა, დუმალა, ჯრუჭულა, ჩიხურა, ლაშურა, ფრონე. ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 65 000 ჰექტარს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის საბადოებია:

ისტორია

რაიონის ტერიტორიაზე ცივილიზებული ადამიანის ნაკვალევი დადასტურებულია უხსოვარი დროიდან. პირველი არქეოლოგიური მონაპოვარი დაკავშირებულია აკაკი წერეთლის ძმის – დავითის სახელთან. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას არქეოლოგიურად სწავლობდნენ მეცნიერები ექვთიმე თაყაიშვილი, ბორის კუფტინი, ოთარ ჯაფარიძე, ჯურხა ნადირაძე. დადასტურებულია ცივილიზაციის უწყვეტი განვითარება ადრეული ბრინჯაოს ხანიდან დღემდე.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაპოვნია ძველი ნამოსახლარები: პასიეთის გორასამარხი, ნაჩერქეზევი, სარეკის ეხი; ნამოსახლარები მოდინახეს ციხეზე, სოფლებში არგვეთი, საირხე, კალვათა, ჭორვილა, ჭალა.

გვიან შუა საუკუნეებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია სხვადასხვა ფეოდალურ საგვარეულოებს ეკუთვნოდათ. წერეთლების რეზიდენცია მოდინახეს ციხე იყო, ხოლო აბაშიძეების - სოფელი ჭალა.

1928 წლამდე ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1928-1930 წლებში - ქუთაისის ოლქში, 1930-1939 წლებში - ჭიათურის რაიონში. 1939 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია.

1991 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას დაემატა სინაგურის სასოფლო საბჭოს სოფლები თედელეთი, სინაგური, ტბეთი, ქვემო ქარზმანი, ზემო ქარზმანი, ხახეთი და ჯალაბეთი, სულ 204 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, რომლებიც მანამდე სამხრეთ ოსეთის აო-ში შედიოდნენ.[1] ამან გამოიწვია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოსური მხარის პრეტენზიები ამ ტერიტორიების მიმართ. ამის გამო მუნიციპალიტეტის სოფელი პერევი და მიმდებარე ტერიტორიები 2 წლის მანძილზე 2008 წლის აგვისტოდან 2010 წლის ოქტომბრამდე ოკუპირებული იყო რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების მიერ.[2]

მოსახლეობა

აღწერის მონაცემები

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 44 968
2002 46 261
2014 37 775

ადგილობრივი თვითმმართველობა

მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოა საკრებულო. მუნიციპალიტეტი იყოფა 13 ადმინიტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად:

ეკონომიკა

ეკონომიკის დარგებიდან ძირითადია სოფლის მეურნეობა, მოსახლეობა მისდევს მევენახეობას, მესაქონლეობას, მარცვლეულისა და ბოსტნეული კულტურების (სიმინდი, ლობიო) წარმოებას. რამდენიმე სოფელში აქტიურად მოიპოვებენ კვარიციანი ქვიშას.[3] გზების საერთო სიგრძე 173 კილომეტრია, მათ შორის ასფალტირებულია 50 კილომეტრი. გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ზესტაფონი-გომი, ასევე რკინიზგის მონაკვეთი ზესტაფონი-საჩხერე. მოსახლეობის წყალმომარაგება ხორციელდება წყაროებითა და ჭებით.

სოფლის მეურნეობიდან განვითარებულია მეღვინეობა, გავრცელებული ჯიშებია ცოლიკოური, იზაბელა, ალიგოტე, ციცქა, ქვიშხური, ძელშავი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი კვერეთი.

ისტორიული ძეგლები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 127 ისტორიული ძეგლია, რომელთაგან 27 ეროვნული, 100 კი ადგილობრივი მნიშვნელობისაა.

საჩხერის ჩრდილოეთით დგას XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ აშენებული ციხე სიმაგრე მოდინახე, იგივე მოდიმნახე. სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. XIX საუკუნეში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის აკაკი წერეთლის სახელთან დაკავშირებული ისტორიული ძეგლები. სოფელ სხვიტორში დგას 1834 წელს აშენებული სასახლე, რომელიც აკაკის მამას, როსტომ წერეთელს ეკუთვნოდა და რომელშიც აკაკი იზრდებოდა და ცხოვრობდა. ამჟამად ამ სახლში აკაკის სახლ-მუზეუმია მოწყობილი. ასევე სოფელ სავანეში შემორჩენილია აკაკის ძიძის ქოხი, სადაც გაძიძავებული აკაკი იზრდებოდა.

სოფელ ცხომარეთის მიდამოებში მდებარეობს ჯრუჭის მონასტერი, სადაც შენახული იყო ჯრუჭის ოთხთავად წოდებული სახარება. სოფელ სავანეში დგას 1046 წლის სავანის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ხუროთმოძღვარმა ჰარაბამ ააშენა. ეკლესიაზე სამშენებლო წარწერაა. სოფელ ქორეთში დგას ორი ეკლესია. მათგან ერთ-ერთზე - ქორეთის ღვთაების ეკლესიაზე, რომელიც XI საუკუნეს განეკუთვნება, შემორჩენილია ქორეთის ეკლესიის წარწერა, რომელიც 1000 წელსაა შესრულებული. სოფელ სპეთში დგას XI საუკუნის სპეთის ზედამაცხოვარი.ამ ეკლესიის კანკელი ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში ინახება. მის კედლებზე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები.

ქორეთის ღვთაების ეკლესია

სოფელ დარყაში ყოფილ დასახლება ჭაბუკმთის ტერიტორიაზე შემორჩენილია სამი დარბაზული ეკლესია: ბერეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია და საღმრთო საყდარი.

სოფელ ჭალაში დგას XIX საუკუნეში აშენებული ხალხური არქიტექტურის ნიმუში, ტრადიული იმერული ოდა სახლი.

გარდა ამისა, აღსანიშნავია:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ
  2. რადიო თავისუფლება: რუსმა სამხედროებმა სოფელი პერევი დატოვეს
  3. ა/ო მწვანე ალტერნატივა