შინაარსზე გადასვლა

ქვემო ქარზმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქვემო ქარზმანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
თემი ჭალა
კოორდინატები 42°21′36″ ჩ. გ. 43°37′26″ ა. გ. / 42.36000° ჩ. გ. 43.62389° ა. გ. / 42.36000; 43.62389
ცენტრის სიმაღლე 700
მოსახლეობა 34 კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვემო ქარზმანი — საქართველო
ქვემო ქარზმანი
ქვემო ქარზმანი — იმერეთის მხარე
ქვემო ქარზმანი

ქვემო ქარზმანი, ქვემო ქარძმანი — სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში (იმერეთის მხარე).

მდებარეობს მდინარე ყვირილის ზემო დინების ხეობაში, ზღვის დონიდან 700 მ-ზე, საჩხერიდან 30 კმ-ში. 1990 წლამდე შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონის სინაგურის სასოფლო საბჭოში. ოლქის გაუქმების (1990) შემდეგ, 1991 წლის აპრილში სინაგურის სასოფლო საბჭოს სხვა სოფლებთან ერთად გადაეცა საჩხერის რაიონს.[1] 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე ქვემო ქარზმანს აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1989148 (ქართველი 48%, ოსი 51%)6979
2002[2]34 (ქართველი 99%)1816