შინაარსზე გადასვლა

ზემო ქარზმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ქარზმანი
ოს. Уæллаг Карзман
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
თემი ჭალა
კოორდინატები 42°21′53″ ჩ. გ. 43°37′58″ ა. გ. / 42.36472° ჩ. გ. 43.63278° ა. გ. / 42.36472; 43.63278
ცენტრის სიმაღლე 700
მოსახლეობა 88 კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (99%)
ზემო ქარზმანი — საქართველო
ზემო ქარზმანი
ზემო ქარზმანი — იმერეთის მხარე
ზემო ქარზმანი

ზემო ქარზმანი, ზემო ქარძმანი — სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში (იმერეთის მხარე).

მდებარეობს მდინარე ყვირილის ზემო დინების ხეობაში, ზღვის დონიდან 700 მ-ზე, საჩხერიდან 24 კმ-ში. 1990 წლამდე შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონის სინაგურის სასოფლო საბჭოში. ოლქის გაუქმების (1990) შემდეგ, 1991 წლის აპრილში სინაგურის სასოფლო საბჭოს სხვა სოფლებთან ერთად გადაეცა საჩხერის რაიონს.[1] 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე ზემო ქარზმანს აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 157 (ქართველი 35%, ოსი 51%) 86 76
2002[2] 88 (ქართველი 99%) 46 42