ბაჯითი
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ბაჯითი | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | იმერეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| თემი | სარეკი |
| კოორდინატები | 42°20′50″ ჩ. გ. 43°22′05″ ა. გ. / 42.34722° ჩ. გ. 43.36806° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 640 მ |
| მოსახლეობა | 520[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ბაჯითი — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (სარეკის თემი). მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთი შტოქედის დაბოლოებაზე, საჩხერის ქვაბულის დასავლეთ კიდეზე. მდინარე ჯრუჭულის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 640 მეტრი, საჩხერიდან 5 კილომეტრი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 520 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 857 | 418 | 439 |
| 2014[1] | 252 | 268 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის მოსახლეობა ძირითადად აწარმოებს სიმინდს და ლობიოს. სოფელში ასევე მისდევენ მევენახეობას (გავრცელებული ჯიშებია ციცქა, ცოლიკოური, ქვიშხური, ძელშავი). სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი.[3]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში არის შუა საუკუნეების სამების ერთნავიანი ეკლესია. ეკლესიაზე არის ცხრასტრიქონიანი ლაპიდარული წარწერა, რომელიც ნუსხურითაა შესრულებული.[4]

ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 257.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ ა/ო მწვანე ალერნატივა[მკვდარი ბმული]
- ↑ ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები. თბილისი, 1995, გვ.216-218.