არგვეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
არგვეთი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
თემი | არგვეთი |
კოორდინატები | 42°18′05″ ჩ. გ. 43°28′03″ ა. გ. / 42.30139° ჩ. გ. 43.46750° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 600 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 752[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
არგვეთი[2] — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბახიოთი, იტავაზა, იცქისი, მახათაური, სავანე, შალაური, ცხამი).
მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარე ლაშურის (ყვირილის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 600 მ, საჩხერიდან 7 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[3] სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი.[4]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 752 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[5] | 945 | 461 | 484 |
2014[1] | ![]() |
372 | 380 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არგვეთში, მდინარე ლაშურის მარცხენა ნაპირზე, 1936-1964 წლებში გათხარეს (რ. აბრამიშვილი) ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეული) სამოსახლო ბორცვი. აღმოჩენილია ნაგებობათა ბათქაშით შელესილი ძელური კედლები, თიხატკეპნილი იატაკები, წრიული მოყვანილობის კერები, ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭელი, ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბის ნატეხი, ირმის რქისაგან დამზადებული მიწის დასამუშავებელი პრიმიტიული იარაღი, კაჟის ნამგლის პირები, ორფრთიანი, ყუნწიანი კაჟის ისრის პირები, კერის თიხის მოდელი და სხვა ნივთები. ბორცვი დასახლებული ყოფილა გვიანდელი ბრინჯაოს ხანაშიც (ნაპოვნია ფოთლისებრი სატევრები). აღმოჩენილია აგრეთვე I−III საუკუნეების ორმოსამარხები. ხელფეხმოკეცილ მიცვალებულებს ჩატანებული აქვთ გამომწვარი თიხის ხელადები, პასტის მძივები, ბრინჯაოს მშვილდსაკინძები, საყურეები, ფრინველისგამოსახულებიანი საკიდები, აბზინდები, რომლებზედაც ფანტასტიკური ცხოველებია გამოსახული, და სხვა ნივთები. გათხრის დროს აღმოჩენილია აგრეთვე ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზი, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები (მარცვლეულის შესანახი ხაროები, მარნები). ძეგლის ზედა ქრონოლოგიური საზღვარია XIII საუკუნე.
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში დაიბადნენ ქართველი პოეტები: მუხრან მაჭავარიანი და პაოლო იაშვილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბრამიშვილი რ., სვანიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 556.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.
- ↑ სსიპ - პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლა[მკვდარი ბმული]
- ↑ ა/ო მწვანე ალერნატივა
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II