ფრონე
ფრონე | |
---|---|
![]() |
ფრონე (აღმოსავლეთის, შუა, დასავლეთის) — მდინარეები აღმოსავლეთ საქართველოში. სათავეები აქვთ ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე.
აღმოსავლეთის ფრონეს (მტკვრის მარცხენა შენაკადი) სათავე აქვს ზღვის დონიდან 1705 მ-ზე. სიგრძე 41 კმ, აუზის ფართობი 231 კმ². მარცხნიდან ერთვის წუნარისხევი.
დასავლეთის ფრონეს (ფცის ერთ-ერთი შემდგენელი) სათავე აქვს ზღვის დონიდან 1582 მ-ზე. სიგრძე 38/ კმ, აუზის ფართობი 385 კმ². მარჯვნიდან ერთვის ლოპანისწყალი, ნაცარგორისღელე, ღოღურა.
შუა ფრონეს (დასავლეთის ფრონის მარცხენა შენაკადი) სათავე აქვს ზღვის დონიდან 1765 მ-ზე. სიგრძე 34 კმ, აუზის ფართობი 177 კმ².
მდინარეების საზრდოობენ თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობაა გაზაფხულზე, არამდგრადი წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან: აღმოსავლეთის ფრონის — 2,5 მ³/წმ, დასავლეთის ფრონის — 3,3 მ³/წმ, შუა ფრონის — 1,36 მ³/წმ. გამოყენებულია სარწავად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 406.