გამოღმა არგვეთი
სოფელი | |||
---|---|---|---|
გამოღმა არგვეთი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | საჩხერის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | გორისა | ||
კოორდინატები | 42°17′58″ ჩ. გ. 43°26′58″ ა. გ. / 42.29944° ჩ. გ. 43.44944° ა. გ. | ||
ადრეული სახელები | არგვეთი | ||
მოსახლეობა | 631[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები[2] | ||
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლები | ||
|
არგვეთი — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, გორისის თემში. სოფელში დაიბადა ქართველი პოეტი პაოლო იაშვილი. სოფელში არის საბაზო სკოლა.[3]
სექციების სია
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 631 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 815 | 408 | 407 |
2014[1] | ![]() |
331 | 300 |
ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არგვეთი ანუ მარგვეთი ისტორიული სახელწოდებაა, ოღონდ წინათ ეს სახელი რქმევია არა მხოლოდ ერთ ან ორ სოფელს, არამედ მთელ მხარეს, ქვეყანას, რომელიც, ძველი ქართველი ისტორიკოსის, ლეონტი მროველის, ცნობით, ლიხის მთიდან რიონამდე იყო გაშლილი, ე. ი. დაახლოებით დღევანდელი ზემო იმერეთის ტერიტორიას მოიცავდა. ამ სახელის მიხედვით ნაწარმოებია გვარები: მარგველი, მარგველაძე, მარგველაშვილი.
მარგვეთ-ში მ თავსართია, ხოლო ეთ - ქართულ გეოგრაფიულ სახელებში გავრცელებული სუფიქსი. ამრიგად, ფუძედ გვრჩება არგვ. იგივე ფუძე გამოიყოფა სიტყვაში მ-არგ-ალი (”მ-ეგრ-ელ-ი”) საწინააღმდეგო მოსაზრების თანახმად სიტყვა „მ-არგ-ალი" მიღებულია მ-აგრ-ალის მეტათეზისით და ნიშნავს ეგრისელს და არა არგვეთელს. ამდენად "მარგალში" "არგ" ფუძე არაა იგივე, რაც "არგვეთში", არამედ განსხვავებული, "აგრ" ფუძეა.[4]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
- ↑ თენგიზ ვერულავა, სამეგრელოს ეტიმოლოგია
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჭუმბურიძე ზურაბ, რა გქვია შენ?, თბილისი 1966, გვ. 46-47