ხახეთი
ხახეთი[2] — ყოფილი სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჭალის თემში. 1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში, სინაგურის სასოფლო საბჭოში. 1991 წელს გადაეცა საჩხერის რაიონს.[3]
სოფელი 1991 წლის 29 აპრილს 13 საათსა და 13 წუთამდე მდებარეობდა მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის ხახიეთისწყლის ხეობაში, აგრეთვე თედელეთისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1090 მ-ზე, საჩხერიდან 21 კილომეტრში.[4]
1991 წლის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობს თოფარასაბვის ქედის აღმოსავლეთით. აღნიშნულ ქედს ძლიერ ეცვალა სახე, მიწისძვრის შედეგად ჩამოიშალა კლდე, რომელმაც გადაკეტა მდინარე ხახიეთისწყლის ვიწრო ხეობა და წარმოიქმნა 300 მეტრი სიგრძისა და 80 მეტრი სიგანის ხახიეთის ტბა. მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი მასალის ქვეშ მოჰყვა 20-კომლიანი სოფელი 45 მცხოვრებით. მდინარის დონემ ჩამოშლილი მასალის ხარჯზე აიწია 20 მეტრით მაღლა.[4]
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს. შემორჩენილია ნაეკლესიარი.[5]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 447.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2002 წლის აღწერის შედეგები
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 224.
- ↑ საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ
- ↑ 4.0 4.1 დვალაშვილი გ., ჯაფოშვილი მ., თაბაგარი ს., ჩიტიშვილი მ., დალაქიშვილი დ., ჩიქოვანი თ., საჩხერის მუნიციპალიტეტი (ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა), თბ., 2018, გვ., 11–12
- ↑ შიდა ქართლი ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა. ტ. III. გვ. 148.