საჩხერის არქეოლოგიური ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საჩხერის არქეოლოგიური ძეგლები — სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები ქ. საჩხერის ტერიტორიაზე და მის მიდამოებში. XIX საუკუნის 70-იან წლებში შემთხვევით აღმოჩენებს ყურადღება მიაქცია დ. წერეთელმა (ა. წერეთლის ძმა). არქეოლოგიური კვლევა ჩატარდა 1910 წელს (ექვთიმე თაყაიშვილი), 1939, 1945-1946 (ბ. კუფტინი), 1955 (ოთარ ჯაფარიძე), 1957 (ნ. ღამბაშიძე), 1966-1968 (ჯ. ნადირაძე). შესწავლილია ძვ. წ. III ათასწლეულის ძეგლები ადგილ ნაჩერქეზევში. საჩხერის ჩრდილოეთით გათხარეს მოდინახეს ციხე. მნიშვნელოვანი აღმოჩენებია სოფელ საირხეში. სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები მიკვლეულია საჩხერის მიდამოებში: დუნთა]ში და ადგილ ჟალიეთში — გვიანდელი ბრინჯაოს ხანის განძები; სოფელ ჩიხაში — ადრინდელი ანტიკური ხანის ნამოსახლარი; გორაძირში — წინა ანტიკური და ანდრინდელი ანტიკური ხანის სამაროვანი და ნამოსახლარი; სოფლებში ჯალაურთასა და კორბოულში ელინისტური ხანის სამარხები. სოფელ პერევში — გვიანდელი ბრინჯაოს ხანის განძი და ადრინდელი ფეოდალური ხანის რკინის საწარმოო უბნები; სოფელ კალვათაში — რკინის ხანის სამეურნეო იარაღი; სოფელ არგვეთში — ადრინდელი ანტიკური ხანის ნამოსახლარი.

აღმოჩენები ადასტურებენ, რომ ძვ. წ. III ათასწლეულიდან საჩხერის „ქვეყანა“ მჭიდროდ იყო დასახლებული და კულტურულ-ეკონომიკური კავშირი ჰქონდა აღმოსავლეთსა და დასავლეთის უძველეს ცივილიზაციებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]