ჩიხურა
ჩიხურა | |
---|---|
![]() ჩიხურა სოფ. სხვიტორში | |
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | რაჭის ქედი |
სათავის სიმაღლე | 2042 მ |
შესართავი | ყვირილა |
სიგრძე | 20 კმ |
აუზის ფართობი | 81 კმ² |
ჩიხურა ― მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, 2042 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 20 კილომეტრი, აუზის ფართობი 81 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმოვარდნები ― შემოდგომაზე, წყალმცირობა ― ზამთარსა და ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,2 მ³/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. XI, თბ., 1987. — გვ. 145.