შინაარსზე გადასვლა

თედელეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
თედელეთი
ოს. Теделет
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
თემი ჭალა
კოორდინატები 42°24′42″ ჩ. გ. 43°36′31″ ა. გ. / 42.41167° ჩ. გ. 43.60861° ა. გ. / 42.41167; 43.60861
ცენტრის სიმაღლე 1200 მ
მოსახლეობა 32[1] კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 91%[1]
თედელეთი — საქართველო
თედელეთი
თედელეთი — იმერეთის მხარე
თედელეთი

თედელეთი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში (იმერეთის მხარე).

მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. ყვირილის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1200 მ-ზე, საჩხერიდან 27 კმ-ის დაშორებით.

სოფ. თედელეთი XIX საუკუნეში წარმოიშვა ყვირილის ხეობის სათავეებში წარსულში აბაშიძეების კუთვნილ მიწაზე ოსების დასახლების შედეგად.[2] შედიოდა შორაპნის მაზრაში. 1922 წელს მიაკუთვნეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონს (თედელეთის, შემდეგ სინაგურის სასოფლო საბჭო). სოფელში შერეული ოსურ-ქართული მოსახლეობა ცხოვრობდა. ოლქის გაუქმების (1990) შემდეგ, 1991 წლის აპრილში სინაგურის სასოფლო საბჭოს სხვა სოფლებთან ერთად გადაეცა საჩხერის რაიონს.[3] 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე თედელეთს აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება. სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ნაეკლესიარი „ღვთისმშობელი“.[4]

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
19891467571
2002[1] 322012