ჯალაურთა
სოფელი | |||
---|---|---|---|
ჯალაურთა | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | საჩხერის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ჯალაურთა | ||
კოორდინატები | 42°14′46″ ჩ. გ. 43°24′05″ ა. გ. / 42.24611° ჩ. გ. 43.40139° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 740 მ | ||
მოსახლეობა | 1144[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % | ||
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
ჯალაურთა — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: მოძვი). სოფელში მოქმედებს საექიმო ამბულატორია.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ფრონის (ყვირილის აუზი) ნაპირას. ზღვის დონიდან 740 მეტრი, საჩხერიდან 21 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1609 კაცი.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1144 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1609 | 817 | 792 |
2014[1] | ![]() |
556 | 588 |
ჯალაურთა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. აქ კომპაქტურად ცხოვრობენ: კაპანაძეები, ნეფარიძეები, დოღაძეები, ძინძიბაძეები, ასანიძეები, ბრეგვაძეები, ხვედელიძეები, ბუღაძეები, ღამბაშიძეები, ცარციძეები, შეყლაშვილები და პაპიძეები.
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯალაურთაში არის XII საუკუნის დარბაზული ეკლესია, რომელიც ძლიერ დაზიანებული და უმოქმედოა. მასთან ახლოს მდებარეობს მეორე ეკლესია, რომელიც გარედან დარბაზულს წააგავს, თუმცა სამნავიანი ბაზილიკაა, რომლის სახურავიც სვეტებს ეყრდნობა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 533.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II