ჰარაბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰარაბა
პირადი ინფორმაცია
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი
პერიოდი XI საუკუნე
მნიშვნელოვანი პროექტები სავანის წმინდა გიორგის ეკლესია

ჰარაბა — XI საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი. ააგო სავანის წმინდა გიორგის ეკლესია, (სოფელი სავანე, საჩხერის მუნიციპალიტეტი).

მიუხედავად სიმცირისა, ეკლესია მომწიფებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთი საუკეთესო ნიმუშთაგანია და მორთულობის მხრივ იმ წრეში ექცევა, რომელსაც განეკუთვნება კაცხის ტაძრის გარსშემოსავლელი, პატარა ონის (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ნიკორწმინდის აღმოსავლეთი ფასადი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]