სავანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბორითის სავანის წმინდა გიორგის ეკლესია.
სავანის წმინდა გიორგის ეკლესია
Savane st. George.jpg
ეკლესიის ხედი სამხრეთიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
რაიონი საჩხერის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა სავანე
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილი ერთნავიანი ბაზილიკა
თარიღდება 1046 წელი

სავანის წმინდა გიორგის ეკლესია — ერთნავიანი ეკლესია იმერეთის მხარის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში[1].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთის შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ძეგლის აგების ზუსტი თარიღი − 1046 წელი, მოხსენიებულია ადგილობრივი ფეოდალი ერისთავთერისთავი გიორგი გულზვიადის ძე, ხოლო დასავლეთის შესასვლელის წარწერაში ნათქვამია, რომ ეკლესია აუგია ხუროთმოძღვარ ჰარაბას. გეგმით მარტივ შენობას სამხრეთით მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა − კარიბჭე, რომელიც სხვა ოსტატის აშენებული უნდა იყოს ცოტა მოგვიანებით. ეკლესიის პროპორციები ჰარმონიული და დახვეწილია. უხვი და მოტივებით მდიდარი მორთულობა ორგანულადაა შეხამებული შენობის ხუროთმოძღვრულ ფორმებთან. ეკლესიაში არის XI საუკუნის მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის კანკელი, რომელიც ძლიერაა დამახინჯებული XIX საუკუნეში ძეგლის შეკეთების დროს. სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება.

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
სახელითა ღმრთისაითა მე, გიორგი ერის-თავთერისთავმა, ავაშენე ესე წმინდა ეკლესიაი სავანისაი სალოცველად სულისა ჩემისა და ძმისა ჩემისა ხურსი ერისთავისა და მშობელთა ჩემთათვის გულზვიადისათვის და მარიამისათვის და დედისა მისისათვის. წმინდაო გიორგი მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა, ამენ იყავნ[წყარო არ არის მითითებული 247 დღე]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]