გრიგოლ ბედიაშვილი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გრიგოლ ბედიაშვილი | ||
დაბადების თარიღი | 2 თებერვალი, 1983 | ||
დაბადების ადგილი | რუსთავი, საქართველო | ||
სიმაღლე | 1.86 მ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1997 | მეტალურგი რუსთავი | 1 | (0) |
1998 | ხალიბი-97 რუსთავი | 28 | (0) |
1999 | გორდა რუსთავი | 26 | (0) |
2000 | ნორჩი დინამოელი | 0 | (0) |
2000 | დინამო ბათუმი | 14 | (0) |
2001-2003 | გორდა რუსთავი | 45 | (0) |
2003 | თსუ თბილისი | 12 | (0) |
2003-2004 | სკ რუსთავი | 10 | (0) |
2004-2010 | ვიტ ჯორჯია | 138 | (0) |
2010-2015 | მეტალურგი რუსთავი | 104 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2009 | საქართველო | 1 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
გრიგოლ (გია) ბედიაშვილი (დ. 2 თებერვალი, 1980, რუსთავი) — ქართველი ფეხბურთელი, მეკარე.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრიგოლ ბედიაშვილმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა მშობლიურ რუსთავის „გორდაში“ დაიწყო. შემდეგ იყო ბათუმის „დინამო“ და თბილისის „თბილისი“. 2004 წელს იგი „ვიტ ჯორჯიაში“ გადავიდა, სადაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. 2005 წელს ითამაშა ინტერტოტოს თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე[1] და 2006/07 წლების უეფა-ს თასის საკვალიფიკაციო ეტაპებზე.[2] 2009 წელს კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. 2010 წლიდან დაბრუნდა კლუბში, სადაც პროფესიონალური კარიერა დაიწყო და დღესაც „მეტალურგის“ პირველი ნომერია.
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი სტაბილური თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ექტორ რაულ კუპერს და 2008 წლის შემოდგომაზე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა ბედიაშვილის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2009 წლის 10 ივნისს ალბანეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ბედიაშვილმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ ტვირთს, თუმცა ერთადერთი შეცდომა დაუშვა და მეტოქემ თამაში წაგებისგან იხსნა.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უმაღლესი ლიგა ჩემპიონი (1): 2008/2009
- უმაღლესი ლიგა მეორე ადგილი (1): 2011/2012
- საქართველოს თასის გამარჯვებული (1): 2009/2010
- საქართველოს სუპერ თასის გამარჯვებული (2): 2009/2010, 2010/2011.