თიანეთის ქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თიანეთის ქვაბული — ივრის ხეობის გაფართოებული მონაკვეთი დაბა თიანეთის მიდამოებში. შესაზღვრულია კახეთისა (აღმოსავლეთი) და ქართლის (დასავლეთი) ქედებითა და მათი შტოქედებით, რომლებიც ვრცელდება ზღვის დონიდან 1060-იდან 1700 მ-მდე. ქვაბულის ფსკერი ბრტყელი აკუმულაციური ვაკეა, აგებულია ალუვიურ-პროლუვიური მასალით, რომლის სისქე რამდენიმე ასეულ მეტრს უდრის, გასდევს მდ. იორს და მის შენაკადებს ქუსნოსა და საგამს. დაბა თიანეთთან ქვაბულის ფსკერის სიგრძეა 17 კმ, სიგანე 3-5 ჯმ. თიანეთის ქვაბულის ფერდობები აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებით, დანაწევრებულია ხევებით.

თიანეთის ქვაბული მთლიანად შემოსილი იყო შერეული ფართოფოთლოვანი ტყით. ამჟამად მხოლოდ ფერდობებზეა შემორჩენილი. ქვაბულის ფსკერი კულტურულ მცენარეულობას უჭირავს. ადგილ-ადგილ გვხვდება მეორეული მდელო-ბუჩქნარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩანგაშვილი გ., ქსე, ტ. 4, გვ. 680, თბ., 1979