შინაარსზე გადასვლა

ცეცილიენჰოფი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცეცილიენჰოფის ექსტერიერი

ცეცილიენჰოფის სასახლე (გერმ. Schloss Cecilienhof) — სასახლე პოტსდამში. მდებარეობს ახალი ბაღების ჩრდილოეთ ნაწილში, იუნგფერნზეეს ტბასთან. ეს იყო უკანასკნელი სასახლე აგებული ჰოჰენცოლერნის ოჯახის მიერ. კაიზერმა ვილჰელმ II-მ იგი საკუთარი ვაჟის სამეფო პრინცი ვილჰელმისა და ცეცილია მეკლენბურგ-შვერინელისთვის ააგო. შენობის პროექტი პოლ შულცე-ნაუმბურგმა ინგლისელ ტუდორთა სააგარაკო სახლს დაამსგავსა და იგი 1914-1917 წლებში აიგო. ცეცილიენჰოფი იყო 1945 წლის 17 ივლის-2 აგვისტოს პოტსდამის კონფერენციის ადგილი. სასახლეში ამჟამად მუზეუმი და სასტუმროა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცეცილიენჰოფი“-დან