კასაბლანკის კონფერენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი (მარცხნივ) და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი (მარჯვნივ), საკუთარ მრჩევლებთან (უკან) ერთად.

კასაბლანკის კონფერენცია (ინგლ. Casablanca Conference), (კოდური სახელწოდება - SYMBOL) ან ანფას კონფერენცია [1] — 1943 წლის 14-24 იანვარს მიმდინარე კონფერენცია, რომლის მიზანი მოკავშირეთა ევროპული სტრატეგიის დაგეგმვა იყო.

კონფერენცია საფრანგეთის მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში, სასტუმრო „ანფა“-ში ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, ასევე მაროკოს სუვერენი, სულთანი მუჰამედ V და თავისუფალი საფრანგეთის ძალების წარმომადგენლები, გენერლები შარლ დე გოლი და ანრი ჟირო, თუმცა ისინი უმნიშვნელო როლს ასრულებდნენ და არ იყვნენ სამხედრო დაგეგმვის მონაწილეები.[1]

სსრკ-ს გენერალური მდივანი იოსებ სტალინი კონფერენციას არ ესწრებოდა, რის მიზეზზადაც სტალინგრადის მიმდინარე ბრძოლა და საბჭოთა კავშირში მისი ყოფნის აუცილებლობა დასახელდა.

კონფერენციის დღის წესრიგის მთავარი თემები ომის ტაქტიკური მიმდინარეობა, რესურსების გადანაწილება და დიპლომატიური პოლიტიკის ფართო საკითხები იყო. დებატებისა და მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდა კასაბლანკას დეკლარაცია და მისი ისტორიული დოქტრინა გერმანიისა და მისი მოკოავშირეების „უპირობო კაპიტულაციის“ შესახებ. ეს დოქტრინა წარმოადგენდა მოკავშირეთა ურყევი ნების ერთიან ხმასა და გადაწყვეტილებას, რომ ღერძის ძალებთან ბრძოლა მათ დამარცხებამდე გაგრძელდებოდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Miller, Susan Gilson. (2013). A history of modern Morocco. New York: Cambridge University Press. ISBN 978-1-139-62469-5. OCLC 855022840.