კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კულბითის ღმრთისმშობლის ეკლესია.jpg

კულბითის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კულბითში. არქიტექტურული თავისებურების მიხედვით XVIII საუკუნით თარიღდება. ამჟამად, ეკლესია რუსი ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ეკლესია კუპელჰალეს ნაგებობათა ტიპს განეკუთვნება. მისი გეგმა გარე სწორკუთხედში თავსდება, თუმცა გრძივი კედლების სიგრძე ოდნავ განსხვავებულია (10,20X7,05 მ.). შიდა სივრცეში გუმბათის საყრდენად ორი წყვილი შვერილია. ისინი სივრცეს სამ ნაწილად ყოფს, რომელთაც აღმოსავლეთით აფსიდიც ემატება. საკურთხევლის წინა მონაკვეთი ყველაზე ვიწროა, გუმბათქვეშა ანუ ცენტრალური კი - განიერი. გრძივი კედლების გაყოლებაზე, შვერილებსა და კედლებს შორის თაღ-კამარებია გადაყვანილი. შუაში მაღალი კამარით ჯვრის მკლავებია გამოყოფილი. დასავლეთი შვერილებიდან დასავლეთი კედლისკენ გადასროლილი თაღი ეყრდნობა პილასტრს, რომელიც იატაკამდე არ ჩამოდის და კედლის შუა ნაწილში წყდება.

გუმბათის ყელი დიდი ზომისაა და შიდა სივრცის ფორმირებაშიც დიდ როლს ასრულებს. იგი ეკლესიის ცენტრალურ, ყველაზე განიერ ნაწილს აგვირგვინებს და მთელი სივრცის ვერტიკალურ მიმართულებას აპირობებს. გუმბათქვეშა კონსტრუქციებად აქ აფრებია გამოყენებული. შიგნიდან გუმბათის ყელი ცილინდრულია.

კულბითის სამების ეკლესია ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გენგიური ნ., კუპელჰალე, თბ., 2005
  • მაკალათია ს., ლიახვის ხეობა, თბ., 1971
  • ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994
  • შიდა ქართლი: დიდი და პატარა ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, I, თბ., 2002

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]