შინაარსზე გადასვლა

დავითაშვილების ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავითაშვილების ციხე – კოშკი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის სოფლის ცენტრში. თარიღდება XV-XVI საუკუნეებით.

კოშკი ოთხკუთხაა (6,7 მ X 5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია ხუთი სართული. სართულშუა ხის გადახურვა და სახურავი ჩანგრეულია. შესასვლელი აღმოსავლეთით, მეორე სართულზე ჰქონდა. ამჟამად კარი აღმოსავლეთით პირველ სართულზეა. ეს სართული სანახევროდ ამოვსებულია მიწით. ჩრდილოეთის კედელზე მიდგმულია კონტრფორსი. კონტრფორსში, მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე, დატანებულია ბუხრები. უფრო მომცრო კონტრფორსები კოშკის სხვა კედლებზეც არის მიშენებული. მესამე და მეოთხე სართულების კედლებში ცალმაგი სათოფურებია.

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990.