ბარძიმ ამილახვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამილახვარი.

ბარძიმ (ქოიარ) თაყას ძე ამილახვარიქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის II ნახევარში, საამილახვროს უფროსი, პროთურქული დასის მეთაური.

იბრძოდა ქართლის მეფის სიმონ I-ის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა მის პოლიტიკურ მეტოქეს, კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს, რომელსაც ცოლად ჰყავდა ბარძიმის ასული თინათინი. სიმონ I-ის ირანში ტყვეობისას ავიწროებდა მეფის ოჯახს. ამილახვარის დახმარებით დაიკავეს თურქებმა გორის ციხე და ზემო ქართლის სხვა ციხეები. სიმონ II-ის დაბრუნების შემდეგ (1578) ამილახვარი დააპატიმრეს, ჩამოართვეს ამილახორობა და მამულების ნახევარი. შემდგომში პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოსცილდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კარბელაშვილი პ., ამილახვართა საგვარეულოს ისტორიული გუჯრეები, კრ.: ძველი საქართველო, ტ. 2, ტფ., 1913