ლუის I (ესპანეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესპანეთის მეფე ლუის I

ლუის I (ესპ. Luis I; დ. 25 აგვისტო, 1707, მადრიდი — გ. 31 აგვისტო, 1724, იქვე) — ესპანეთის მეფე 1724 წლის 15 იანვრიდან 31 აგვისტომდე, ფილიპე V-ის უფროსი შვილი პირველი ქორწინებიდან. პირველი ბურბონი რომელიც ესპანეთში დაიბადა.

1722 წლის 20 იანვარს 14 წლის ასაკში დააქორწინეს ფილიპ II ორლეანელის ასულზე, ლუიზა ელიზავეტაზე; ქორწინება უშვილოდ დასრულდა.

ორწლიანი მელანქოლიის შემდეგ ფილიპე V გადადგა ტახტიდან ლუის I-ის სასარგებლოდ. ახალგაზრდა მეფე ქვეყნის სათავეში მოსვლიდან 7 თვეში 17 წლის ასაკში გარდაიცვალა ყვავილისაგან. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტს უბრუნდება ფილიპე V.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]