სალიკური სამართალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანკების მეფე ხლოდვიგი ჩუქნის ხალხს სალიკურ სამართალს. ფრანგული მინიატურა XIV ს.

სალიკური სამართალი (ლათ. lex Salica) — ეს სახელი წარმოდგება სალიელი ფრანკებისაგან. ფრანკები ორ დიდ ტომობრივ გაერთიანებად იყოფოდნენ სალიელ (სალი – კელტურად ზღვას ნიშნავს) და რიპუარელ ფრანკებად (რიპა – მდინარეს ნიშნავს, იგულისხმება რაინი). სამართლის კოდექსი. დოკუმენტის ენაა ვულგარული ლათინური. სალიკური სამართლის კრებული შედგენილია V საუკუნის დასასრულსა და VI საუკუნის დასაწყისში, სავარაუდოდ, ხლოდვიგ I-ის მიერ. თავისი მნიშვნელობა დაკარგა X საუკუნეში.

დოკუმენტი შედგება ორი პროლოგის, ორი ეპილოგისა და ძირითადი ტექსტისაგან. იგი დაყოფილია ტიტულებად ანუ თავებად რომელშიც ჩამოთვლილია დანაშაულები და მათი შესაბამისი სასჯელები. დღეისათვის „სალიკური სამართლის“ სამოცამდე ხელნაწერია შემორჩენილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]