შინაარსზე გადასვლა

ამერიკული ლიტერატურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

аამერიკული ლიტერატურა — სათავეს იღებს XVII საუკუნის პრიველ ინგლისელ მოგზაურთა და კოლონიზატორთა აღწერებში, რომლებშიც ხშირად ჩართულია ინდიელებთან ბრძოლების ფანტასტიკური ეპიზოდები, ინდიელთა თქმულებები და ძველი ქვეყნიდან მოტანილი ტრადიციული ფოლკლორი. მხატვრული ლიტერატურის განვითარებას აყოვნებდა კოლონიზატორთა წმინდა პრაქტიკული ინტერესები, დაუსახლებელი მიწების ათვისების პროცესი.[1] შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო ლიტერატურას მისცა ისეთი კლასიკოსები, როგორიცაა მარკ ტვენი, ედგარ პო, ერნესტ ჰემინგუეი, რეი ბრედბერი და მრავალი სხვა. XXI საუკუნის დასაწყისში აშშ – ში ყოველწლიურად იბეჭდება და იყიდება მეტი წიგნი, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

კოლონიზაციის ეპოქა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ამერიკის ლიტერატურის პირველი პერიოდი 1607-დან 1765 წლამდე გრძელდება. ეს არის კოლონიზაციის, პურიტანული იდეალების, პატრიარქალური ღვთისმოსაობის ზნეობის ეპოქა, ასე რომ, ადრეული ამერიკული ლიტერატურა შემოიფარგლება თეოლოგიურ ნაწარმოებებითა და საეკლესიო საგალობლებით. მოგვიანებით კი აქტიურად იქმნება ისტორიული და პოლიტიკური ხასიათის ნაწარმოებები: გამოიცა "Bay Psalm Book" (1640). იწერებოდა ძირითადად პატრიოტული ხასიათის პოემები და ლექსები: (ანა ბრედსტრიტის "The tenth muse, lately sprung up in America", ელეგია ნათანიელ ბეკონის სიკვდილზე, ვ. ვუდის, ჯ. ნორტონის, ურიანა ოკას ლექსები, ნაციონალური სიმღერები "Lovewells' fight","The song of Bradoec men" და სხვა).[2]

იმდროინდელი პროზაული ლიტერატურა ძირითადად მოგზაურობის აღწერას და კოლონიური ცხოვრების განვითარების ისტორიას ეძღვნებოდა. თეოლოგიის ყველაზე ცნობილი მწერლები იყვნენ ჰუკერი, კოტონი, როჯერ უილიამსი, ბეილსი, ჯონათან ედვარდსი. მე-18 საუკუნის ბოლოს დაიწყო აგიტაცია შავკანიანების განთავისუფლების შესახებ. ლიტერატურაში ამ მოძრაობის პიონერები იყვნენ ჯ. ვულმანსი - ავტორი"Some considerations on the Keeping of negroes" (1754) და ანტ ბენეზეტი - ავტორი "A caution to Great Britain and her colonies relative to enslaved negroes" (1767). ლიტერატურის განვითარების შემდეგი ეტაპი უკავშირდება ბენიამინ ფრანკლინს, მისი ნამუშევრებით - Father Abraham's Sermon და Poor Richard's Almanack.

ჩრდილოეთ ამერიკის ლიტერატურის მეორე პერიოდი, 1760-დან 1790 წლამდე, მოიცავს რევოლუციის ეპოქას და გამოირჩევა ჟურნალისტიკისა და პოლიტიკური ლიტერატურის განვითარებით. ამ დროის მთავარი პოლიტიკური მწერლები ასევე იკავდებდნენ მაღალ თანამდებობებს: სამუელ ადამსი, პატრიკ ჰენრი, ტომას ჯეფერსონი, ჯონ ქვინსი ადამსი, ჯ. მატისონი, ალექსანდრე ჰამილტონი, ჯ. სტრეი, თომას პეინი. ისტორიკოსები: თომან გეჩინსონი - ბრიტანელების მხარდამჭერი, იერემია ბელკნაფი, და უილიამ ჰენრი დრიტონი, რევოლუციის მომხრენი. თეოლოგები და მორალისტები: სამუელ ჰოპკინსი, უილიამ უაიტი, ჯ. მიურეი.

ჩრდილოეთ ამერიკის ლიტერატურის მესამე პერიოდი მოიცავს მთლიან მე -19 საუკუნეს. საუკუნის პირველ მეოთხედში პროზაული სტილი ჩამოყალიბდა. ვაშინგტონ ირვინგის Sketch-book (1820) საფუძველი ჩაუყარა ნახევრად ფილოსოფიურ, ნახევრად პუბლიცისტურ ლიტერატურას, რომლისთვისაც დამახასიათებელი როგორც იუმორი ისე მორალისტურ ესე. აქ განსაკუთრებით ნათლად წარმოჩნდება ამერიკელების ეროვნული თვისებები - მათი პრაქტიკულობა, უტილიტარული მორალი და გულუბრყვილო, მეგორბული იუმორი, რომელიც ძალიან განსხვავდება ბრიტანელების სარკასტული, პირქუში იუმორისგან.[3]

ფილიპ ფრენოტმა (1752 - 1832) პირველმა შემოიტანა ჩრდილოეთ ამერიკის ლიტერატურაში ბუნებისადმი სიყვარული, თავის პატრიოტული ხასიათის ლექსები ასევე აღწერს ამერიკულთა და ინდიელთა ცხოვრებას. პეტები თამას დანი (Thomas Dunn English, 1819—1902), ფიც გრინ ჰალეკი (Fitz-Greene Halleck, 1790—1867), ჯონ პიერპონტი (John Pierpont, 1785—1866), ნათანიელ უილისი (1806—1867) არიან წინამორბედნი დიდი ამერიკელი პოეტისა უილიამ კალენ ბრაიანტისა (1794 - 1878), რომელმაც აღმოაჩინა ამერიკული ლანდშაფტის მშვენიერება. მისი ნაშრომები შინაარსზე იგრძნობა ინგლისელი პოეტების უილიამ ვორდსვორტისა და სამუელ კოლრიჯის ძლიერი გავლენა. დიდი ამერიკელი პოეტების პლეადაში აღსანიშნავიაჰენრი ლონგფელოუც (1807 - 1882), რომელიც განთქმულია მარტივი მელოდიური ლექსებით, იგი განსაკუთრებით შთაგონებული იყო ძველი სკანდინავიური პოეზიით.

რალფ უალდო ემერსონი (1802 - 1882) იყო ფილოსოფოსი-მორალისტი და ამავე დროს პანთეისტური განწყობების პოეტი. ჯონ გრინლიფ უიტერი(1807 - 1892), კვაკერი, აქებდა ბუნებას, პატრიარქალურ ჩვეულებებს, რელიგიურ განწყობებს; იყო გამოჩენილი ფიგურა იყო შავკანიანთა განთავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჯეიმზ რასელ ლოუელი (1819 - 1891), ავტორი ცნობილი Biglow Papers, ის აღმოაჩენს ნამდვილი იანკის იუმორს და ქადაგებს ფხიზელ ხედვას ცხოვრებაზე. ოლივერ ვენდელ ჰოლმსი, უფროსი (1809 - 1894) - რომანისტი და პოეტი. სიდნეი ლანიერი (1842 - 1881) დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკაში, განსაკუთრებით მის მშობლიურ შტატში, ბალტიმორში, მიუხედავად ლექსების ლირიკული ხაისათისა, სტედმანი ასევე ავტორია საომარი პატრიოტული სიმღერების.

ყველაზე ცნობილი ქალი-პოეტებია ემილი დიკინსონი (1830 - 1886), ემა ლაზარუსი (1849 - 1887), ჰელენ ჯექსონი (Helen Maria Hunt Jackson, 1830 - 1885) ედნა პროქტორი ( 1829 - 1923). სხვებისგან სრულიად განცალკევებით დგანან ედგარ ალან პო (1809 - 1849) და უოლტ უიტმენი (1819 - 1898). ედგარ ალან პო იყო ღრმა მისტიკოსი, რომელსაც უყვარდა ყველაფერი იდუმალი და ამავე დროს იყო ლექსის დიდი ვირტუოზი. ის ბუნებით სულაც არ არის ამერიკელი, მას აკლია ამერიკული სიფხიზლე და ეფექტურობა. მის ნამუშევრებს მკვეთრად ინდივიდუალური ანაბეჭდი აქვს. უოლტ უიტმენი კი არის ამერიკული დემოკრატიის განსახიერება. მის ნაშრომში "ბალახის ფოთლები" (ინგლ. Leaves of Grass) ის წერს თავისუფლებასა და სიცოცხლის სიხალისეზე. იგი თავისუფალი ლექსი პიონერად ითვლება.

პროზაულ ლიტერატურაში წინა პლანზე დგანან რომანისტები, ასევე ესეისტები - ვაშინგტონი, ირვინგი, ოლივერ ჰოლმსი, რალფ ემერსონი, ჯეიმზ ლოუელი. რომანისტები ასახავენ როგორც კოლონისტების ენერგიულ, ავანტიურისტულ ბუნებას, ასევე თანამედროვე იანკების ყოფას, რომლებაც ცხოვრებას შრომაში ატარებენ. სათავგადასავლო ლიტერატურის ჟანრი სწრაფად ვითარდება: მისი წყაროებია ამერიკის ისტორია, ომი სამხრეთ და ჩრდილოეთის შტატებს შორის და ინდიელებთან პერმანენტული კონფლიქტები. ამ ტენდენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან: ჯეიმზ ფენიმორ კუპერი, რომელმაც ევროპელ საზოგადოებას გააცნო წითელკანიანთა ცხოვრება, ამერიკელი კოლონისტების ცხოვრების საფრთხეები და სირთულეები, მაინ რიდი, ავტორი მოთხრობებისა მექსიკისა და სამხრეთ-დასავლეთის ხალხთა ცხოვრებაზე, ჯეკ ლონდონი, რომელიც წერდა პირველი კოლონისტების სიმამაცეზე და აღწერდა ამერიკის, კანადისა და ალასკის ბუნებას.

ამ ეპოქის ამერიკელ მწერლებს შორის ბევრი იყო იუმორისტი და სატირიკოსი, რომლებიც დასცინოდნენ თავიანთი თანამემამულეების ექსცენტრიულობას. მე -19 საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა - მარკ ტვენი, სატირიკოსი, ოსტატი როგორც რეალისტური (" ტომ სოიერის თავგადასავალი"," ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი") და ფანტასტიკური (" კონექტიკუტელი იანკი ართურ მეფის კარზე") პროზისა. ჰარიეტ ბიჩერ-სტოუმ დაწერა რეალისტური რომანი ბიძია თომას ქოხი, და ამით შავკანიანების გათავისუფლებაში თავისი წვლილი შეიტანა. ნათანიელ ჰოთორნი (1804 - 1864), რომელიც აღწერს XVII საუკუნის ამერიკელი პურიტანების ჩვეულებებს («The Scarlet Letter», «The house of the seven gables» და სხვა.). ნოველისტებიდან, რომლებიც იმდროინდელ ამერიკას აღწერენ, ყველაზე გამორჩეულები არიან უილიამ ჰოტორნი (ნათანაელის ვაჟი), ლუიზა ალკოტი ( პატარა ქალები ), ჰენრი ჯეიმზი, ათერტონი.

1900 წელს გამოიცა თეოდორ დრაიზერის პირველი რომანი, "დაიკო ქერი". ეს რომანი, ისევე როგორც დრაიზერის სხვა იმდროინდელი რომანები, ნატურალიზმთან ასოცირდებოდა. ამ მიმდონარეობამ ასახვა პოვა დაკარგული თაობის მწერლების შემოქმედებაშიც (მწერლები, რომელთა ახალგაზრდობაც ორ მსოფლიო ომს შორის იყო მოქცეული - ერნესტ ჰემინგუეი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, გერტრუდა შტაინი, ჯონ სტეინბეკი). ამერიკა მოვიდა ევროპული მოდერნიზმიც, რომლის წარმომადგენელიცაა თომას ელიოტი. 1911 წელს გამოჩნდა ჟურნალი"Masses", რომელშიც ჯონ რიდმა დაიწყო თავისი კარიერა. ჟურნალმა თავის გარშემო შემოიკრიბა რადიკალურად განწყობილი ამერიკელები, მათ შორის იყვნენ კომუნისტებიც, რომელთა ერთ-ერთი წარმომადგენელიც იყო ჯონ რიდი. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, მოკლე ზომის მოთხრობა (short story) კრიტიკოსების მიერ აღქმული იყო, როგორც ლიტერატურის ამერიკული ჟანრი, მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებნენ ჟურნალები. თუ Playboy, რომელიც სამოციან წლებში ბეჭდავდა ისეთი ოსტატების მოთხრობებს, როგორებიც არიან ვლადიმერ ნაბოკოვი, ჯონ აპდაიკი, კურტ ვონეგუტი, დროთა განმავლობაში ნაკლებად ინტელექტუალური გახდა, New Yorker კვლავ აქვეყნებს მოთხრობებს, რომელთა უმეტესობაც საუკეთესო მოკლე პროზის ანთოლოგიებში ხვდება. ათმა ამერიკელმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. 1918 წლიდან გაიცემა პულიცერის პრემია მხატვრული ლიტერატურისთვის.

პარალელურად ვითარდებოდა საბავშვო ლიტერატურაც. ამ ჟანრის კლასიკოსები არიან ლ. ფრენკ ბაუმი -ავტორი წიგნების სერიისა ოზის საოცარი ჯადოქარი. მასობრივი ლიტერატურის ავტორებს შორის არიან მაგარი დეტექტივის წარმომადგენლები დაშილ ჰამეტი, რაიმონდ ჩენდლერი, ჯეიმზ კეინი, რომლებიც ფართოდ გახდნენ ცნობილი. მე-20 საუკუნის პირველ ნახერის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი იყო უილიამ ფოლკნერი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო 1949 წელს. მე -20 საუკუნის ამერიკული პროზის ცნობილი ოსტატები არიან კეტრინ ენ პორტერი და ეუდორა უელტი. ჯერომ სელინჯერის მიერ დაწერილ თამაში ჭვავის ყანაში ან კლდის პირზე, ჭვავის ყანაში (ინგლ. The Catcher in the Rye) განსაკუთრებული ადგილი უკავია 1950-იანი წლების ლიტერატურაში. ეს ნამუშევარი, რომელიც 1951 წელს გამოიცა, საკულტოდ იქცა (განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის). წიგნებში დაიწყო ადრე აკრძალული თემების წარმოჩენა. ცნობილი პოეტი ელიზაბეთ ბიშოპი არ მალავდა ქალებისადმი სიყვარულს. ამ დროის მწერლებს შორის გამორჩეულია ასევე ტრუმენ კაპოტე. 1950-იანი წლების ამერიკულ დრამატურგში გამოირჩევა არტურ მილერისა და ტენესის უილიამსის პიესები. 60-იან წლებში ედვარდ ოლბის პიესები გახდა ცნობილი (The Zoo Story (1959), The Death of Bessie Smith (1960), Who's Afraid of Virginia Woolf? (1962)).

ამერიკული ლიტერატურის მრავალფეროვნება არასოდეს აძლევს საშუალებას ერთ მოძრაობას სრულად ჩაანაცვლოს სხვები. 50-იანი და 60-იანი წლების ბიტნიკების შემდეგ(ჯეკ კერუაკ), ლოურენს ფერლინგეტი, გრეგორი კორსო, ალენ გინსბერგი), ყველაზე თვალშისაცემი ტენდენცია იყო - და არის - პოსტმოდერნიზმი (მაგალითად, პოლ ოსტერი, თომას პინჩონი).

ფართოდ განვითარდა სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ლიტერატურა, ხოლო მე -20 საუკუნის მეორე ნახევარში დიდი პოპულარობა მოიპოვა ფანტაზიამ. ამერიკული საი-ფაის პირველი ტალღა, რომელშიც შედიოდნენ ედგარ რაისი ბეროუზი, მურეი ლეინსტერი, ედმონდ ჰამილტონი, ჰენრი კუტნერი, ძირითადად გასართობ ხასიათს ატარებდა და თავის მხრივ განავითარა კოსმოსური ოპერის ქვეჟანრი, რომელშიც აღწერილი იყო კოსმოსური პიონერების თავგადასავალი. მე- 20 საუკუნის შუა პერიოდიდან მეტად რთულმა ფანტასტიკამ მოიკიდა ფეხი. სამეცნიერო ფანტასტიკის ცნობილი წარმომადგენლებია: რეი ბრედბერი, რობერტ ჰაინლაინი, ფრენკ ჰერბერტი, ისააკ ასიმოვი, ანდრე ნორტონი, კლიფორდ სიმაკი, რობერტ შეკლი. ამ ავტორების ლიტერატურა გამოირჩევა რთული სოციალური და ფსიქოლოგიური საკითხებისადმი მიმართვით და ალეგორიურობით. შეერთებულ შტატებში დაიბადა სამეცნიერო ფანტასტიკის ისეთი ქვეჟანრი, როგორიცაა კიბერპანკი ( ფილიპ კ. დიკი, უილიამ გიბსონი, ბრიუს სტერლინგი ), რომელშიც აღწერილია მაღალი ტექნოლოგიებით შეცვლილი და დეჰუმანიზებული მომავალი. XXI საუკუნეშიც აშშ მხატვრული ლიტერატურის ერთ – ერთ მთავარ ცენტრად რჩება, ისეთი ავტორების წყალობით, როგორებიც არიან დენ სიმონსი, ორსონ სკოტ კარდი, ლოის ბუიოლდი, დევიდ ვებერი, ნილ სტივენსონი, სკოტ ვესტერფელდი და სხვები.

მე -20 საუკუნის საშინელებათა ჟანრის მწერლებს შორის უმეტესობა ამერიკელია. საუკუნის პირველი ნახევრის საშინელებათა ლიტერატურის კლასიკოსი იყო ჰოვარდ ლავკრაფტი, ავტორი ქთულჰუს მითოსისა. მისი შემოქმედება თავის თავში მოიაზრებს ამერიკული გოთიკის მამად წოდებულ ედგარ ალან პოს მემკვიდრეობას. საუკუნის მეორე ნახევარში საშინელებათა ჟანრი დაიხვეწა ისეთი ავტორების მიერ, როგორებიც არიან სტივენ კინგი, დინ კონცი, ჯონ უინდემი. ამერიკული ფენტეზის აყვავების პერიოდი 1930-იან წლებში დაიწყო რობან ჰოვარდით - "კონანის" მოთხრობების სერიის ავტორით, რომელიც ამერიკული და ინგლისური სათავგადასავლო ჟანრის ტრადიციის გამგრძელებლად ითვლება.[4] მე -20 საუკუნის მეორე ნახევარში ფენტეზის ჟანრი განავითარეს ისეთმა ავტორებმა, როგორებიც არიან როჯერ ჟელიაზნი, პოლ უილიამ ანდერსონი, ურსულა ლე გუინი. 21-ე საუკუნის ფენტეზის ჟანრის ყველაზე პოპულარული ამერიკელი მწერალია ჯორჯ რ. რ. მარტინი - ავტორი ეპიკური ფენტეზი რომანების სერიისა „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“. ამ პერიოდის მწერლებს შორის აღსანიშნავია ასევე რობერტ ჯორდანი, ტედ უილიამსი და გლენ კუკი.

ემიგრანტების ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემიგრანტებმა დიდი როლი ითამაშეს მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში. ძალიან შესამჩნევი ნიშაა ამერიკული ებრაული ლიტერატურა, ხშირად იუმორისტული: ზინგერი, ბელოუ, როთი, მალამუდი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შავკანიანი მწერალი იყო ბოლდუინი. წარმატება ხვდათ ასევე ბერძენ ევგენიდისსა და ჩინელ ქალ მწერალ ემი თანს. ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი სინო-ამერიკელი მწერალი ქალია: ედიტ მოდ იტონი, დიანა ჩანგი, მაქსინე ჰონგ კინგსტონი, ემი თან და გიჩე ჯენი.

კანადური წარმოშვების ამერიკელ მწერალ სოლ ბელოუს 1976 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. იტალიელ-ამერიკელი ავტორების (მარიო პუზო, ჯანინა ბრაშკი, ჯონ ფანტე, დონ დელილო) ნამუშევრები დიდი წარმატებით სარგებლობს.

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 374.
  2. Baym, Nina, ed. The Norton Anthology of American Literature. New York: W.W. Norton & Company, 2007. Print.
  3. Reynolds, Guy. "The Winning of the West: Washington Irving's 'A Tour on the Prairies'." The Yearbook of English Studies. 34: (2004) 88-99. JSTOR. Web. 1 March 2010.
  4. Skipp, Francis E. American Literature, Barron's Educational, 1992.