ალენ გინზბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალენ გინზბერგი
Allen Ginsberg.jpg
დაბ. თარიღი 3 ივნისი 1926(1926-06-03)[1] [2]
დაბ. ადგილი პატერსონი[2]
გარდ. თარიღი 5 აპრილი 1997(1997-04-05)[2] [1] (70 წელი)
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი[2] [3] [4]
საქმიანობა დრამატურგი, პოეტი, მწერალი[5] , ავტობიოგრაფი, სცენარისტი[6] [7] , მუსიკოსი[8] [9] , მასწავლებელი[10] [11] [12] და ფოტოგრაფი[13] [14]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი მონტკლერის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტი
ჟანრი spoken word[15] [16]
Magnum opus Howl
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია, წიგნების ეროვნული პრემია, ომის მოწინაააღმდეგეთა ლიგის მშვიდობის პრემია, National Book Award for Poetry და რობერტ ფროსტის მედალი
პარტნიორ(ებ)ი პიტერ ორლოვსკი
ხელმოწერა Allen Ginsberg signature.svg

ირვინ ალენ გინზბერგი (ინგლ. Irwin Allen Ginsberg ([ˈgɪnzˌbɝg])(*3 ივნისი, 1926, ნიუარკი, ნიუ-ჯერსი ― გ. 5 აპრილი, 1997) — ამერიკელი პოეტი, ბიტნიკთა თაობის წარმომადგენელი. გინზბერგი განსაკუთრებით ცნობილი გახდა თავისი ნაწარმოებით ჰოლი (1956). ამ უკანასკნელში წარმოდგენილია ავტორის ხედვა იმდროინდელ ამერიკაში გამეფებული მატერიალიზმისა და კონფორმიზმის დესტრუქციული ძალების შესახებ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გინზბერგმა ბავშვობა ნიუ ჯერსიში, ნევარკში გაატარა. მამა, ლუი გინზბერგი პოეტი იყო. დედა, ნაომი ლევი გინზბერგი, რომელიც ეპილეფსიითა და პარანოიით იყო დაავადებული, აშშ-ს კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი იყო და ხშირად დაჰყავდა ალენი და მისი ძმა პარტიის კრებებზე.

გინზბერგმა ადრეულ ასაკში დაიწყო ნიუ-იორკ ტაიმსში წერილების წერა ისეთ თემებზე, როგორიცაა მშრომელთა უფლებები და მეორე მსოფლიო ომი. სკოლის პერიოდში ალენი ხშირად დაჰყვებოდა დედას ფსიქიატრთან სეანსებზე. ამან დიდი გავლენა მოახდინა მასზე და აღწერა კიდეც ეს პერიოდი თავის გრძელ ავტობიოგრაფიულ პოემაში Kaddish for Naomi Ginsberg. 1943 წელს გინზბერგმა უმაღლესი სკოლის დიპლომი აიღო და ცოტა ხანი მონკლერის სახელწიფო უნივერსიტეტში ესწრებოდა ლექციებს, შემდეგ კი კოლუმბიის უნივერსიტეტში შევიდა. აქ იგი თანამშრომობდა ლიტერატურულ ჟურნალთან Columbia Review და იუმორისტულ ჟურნალთან Jester. იყო ასევე Philolexian Society-ს დებატ-კლუბის პრეზიდენტი.

ნიუ იორკელი ბიტნიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლისას გინზბერგი ხვდება ლუსიენ კარს, რომელიც მას გააცნობს მომავალი ბიტნიკ მწერლებს, მათ შორის ჯეკ კერუაკს, უილიამ ს. ბაროუსა და ჯონ კლელოლ ჰოლმსს. მათ შორის საინტერესო საუბრები იმართებოდა ამერიკისა და ზოგადად ლიტერატურის "ახალი ხედვის" შესახებ. კარმა გააცნო გინსბერგს ნეილ კასადიც, რომელიც განსაკუთრებით შეუყვარდა. მოგვიანებით კერუაკმა აღწერა გინსბერგისა და კასადის შეხვედრა თავის ნოველაში გზაზე. კერუაკი ხედავდა მათ, როგორც "ახალი ხედვის" ბნელ (გინსბერგი) და ნათელ (კასადი)მხარეებს. 1948 წელს ჰარლემში გინზბერგს სმენითი ჰალუციანცია დაემართა. იგი ამტკიცებდა, რომ იმ მომენტში, როცა კითხულობდა უილიამ ბლეიკის ლექსებს, გაიგონა თავად ბლეიკის ხმა. გინსბერგმა ამ მოვლენას უწოდა ძირითადი გამოცხადება. სწორედ ეს განსაზღვრავს სამყაროს გინზბერგისეულ გაგებას. მას სჯეროდა,რომ ამით სამყაროში არსებული ურთიერთკავშირის მოწმე გახდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #11853940X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. http://muse.jhu.edu/journals/not/summary/v067/67.4.luttmann.html
  4. https://muse.jhu.edu/journals/notes/v067/67.4.luttmann.html
  5. http://www.nytimes.com/movie/review?res=9906E5D61E38F936A1575BC0A96F958260
  6. http://www.discogs.com/Fugs-Tenderness-Junction/release/1616883
  7. http://www.discogs.com/Cornershop-When-I-Was-Born-For-The-7th-Time/release/1261648
  8. http://www.allaboutjazz.com/ginsbergs-america-and-jazz-by-aaj-staff.php
  9. http://www.allmusic.com/artist/james-ilgenfritz-mn0002297215
  10. http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/07407709908571306
  11. http://www.huffingtonpost.com/joe-woodward/hagiography-writing-the-l_b_802072.html
  12. http://www.huffingtonpost.com/michele-somerville/post_863_b_719676.html
  13. http://www.sfgate.com/books/article/Allen-Ginsberg-photos-in-S-F-exhibit-4540069.php
  14. http://www.npr.org/templates/story/story.php?storyId=4057152
  15. http://www.4shared.com/mp3/LzULzcEy/allen_ginsberg_-_howl_and_othe.html
  16. http://www.musicstack.com/genre/spoken-word