იუდორა უელთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იუდორა უელთი
Eudora-Welty-1962.jpeg
დაბადების თარიღი 13 აპრილი 1909(1909-04-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბადების ადგილი ჯექსონი[13] [14] [15] [16]
გარდაცვალების თარიღი 23 ივლისი 2001(2001-07-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] (92 წლის) ან 23 ივლისი 2011(2011-07-23)[17] (102 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჯექსონი[13] [18] [19] [20]
დასაფლავებულია Greenwood Cemetery
საქმიანობა ფოტოგრაფი[14] , რომანისტი[14] , მწერალი[21] [22] , ლიტერატურული კრიტიკოსი და ავტობიოგრაფი
ენა ინგლისური ენა[2]
ეროვნება თეთრი ამერიკელები
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ[23] [24]
ალმა-მატერი პიტერჰაუზი, მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი, მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი[14] , Columbia Business School, Mississippi University for Women და კოლუმბიის უნივერსიტეტი
ჟანრი მოთხრობა
Magnum opus A Worn Path, A Curtain of Green, Music from Spain, The Collected Stories of Eudora Welty, The Robber Bridegroom, The Ponder Heart, The Optimist's Daughter და One Writer's Beginnings
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[25] , ეროვნული ჰუმანიტარული მედალი, წიგნების ეროვნული პრემია, ლილიან სმითის წიგნის პრემია, ამერიკის პრემია ლიტერატურაში, ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[26] , პენ/მალამუდის პრემია, ხელოვნების ეროვნული მედალი[27] , პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის[28] , რეას პრემია მოკლე ისტორიისთვის[29] , პენ/მალამუდის პრემია[30] , Common Wealth Award of Distinguished Service[31] , სენტ-ლუისის ლიტერატურული პრემია, ჰელმერიხის პრემია, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, წიგნის ეროვნული პრემია ფანტასტიკისათვის, ო. ჰენრის პრემია, Charles Frankel Prize, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და honorary doctor of Brandeis University

ევდორა ალისა ველტი (დ. 13 აპრილი, 1909 — გ. 23 ივლისი, 2001) — იყო ამერიკელი მოთხრობების მწერალი და რომანისტი, რომელიც წერდა ამერიკული სამხრეთის შესახებ. მისმა რომანმა „The Optimist's Daughter“ (ოპტიმისტის ქალიშვილი) მიიღო პულიცერის პრემია 1973 წელს. ვილიტს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტის თავისუფლების მედალი და სამხრეთის ორდენი. იგი იყო პირველი ცოცხალი ავტორი, რომლის ნამუშევრებიც ამერიკის ბიბლიოთეკამ. ევდორას გარდაცვალების შემდეგ მისი სახლი ჯექსონში, მისისიპის შტატში მის სახლს მიენიძა ეროვნული ისტორიული ღირშესანიშნაობის სახელი და ღიაა საზოგადოებისთვის, როგორც სახლ-მუზეუმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევდორა ველტი დაიბადა ჯექსონში, მისისიპი, 1909 წლის 13 აპრილს, ქრისტიან ვები უელტის (1879–1931) და მერი ჩესინა ველტის ოჯახში (1883–1966). იგი გაიზარდა უმცროს ძმებთან: ედუარდ ჯეფერსონთან და ვალტერ ენდრიუსთან ერთად. [32] დედამისი სკოლის მასწავლებელი იყო. სწორედ მისი გავლენით ჩაენერგა ბავშვობიდანვე ევდორას კითხვის სიყვარული. მამამისი, რომელიც დაზღვევის აღმასრულებლად მუშაობდა, გაჯეტებით და აპარატებით იყო გატაცებული და უელთს შთააგონა მექანიკური ნივთების სიყვარული. მოგვიანებით მან თავის მოთხრობებში გამოიყენა ტექნოლოგია სიმბოლიზმისთვის და გახდა მგზნებარე ფოტოგრაფი მამამისის მსგავსად. [33]

სწავლობდა ჯექსონის ცენტრალურ საშუალო სკოლაში. [34] საშუალო სკოლის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე, უელთი ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად 1119 პინჰურსტის ქუჩაზე, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. დღესდღეობით ეს აღორძინების ხანის ტიპის შენობა „უელთების სახლ-მუზემის“ სახელს ატარებს. [35]

უელთი სწავლობდა მისისიპის შტატის ქალთა კოლეჯში 1925 წლიდან 1927 წლამდე, შემდეგ გადავიდა იქნა ვისკონსინის უნივერსიტეტში, ინგლისურის ლიტერატურაში სწავლის დასრულების მიზნით. მამის შეთავაზებით, იგი კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა რეკლამირებას. იმის გამო, რომ სწავლა დაამთავრა დიდი დეპრესიის პერიოდში, გაუჭირდა ნიუ-იორკში სამსახურის შოვნა.

მისი ჯეკსონში დაბრუნებიდან მალევე, 1931 წელს, მამამისი ლეიკემიით გარდაიცვალა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამის გარდაცვალების შემდეგ მან სამუშაო ადგილობრივ რადიოსადგურზე დაიწყო და წერდა ჯექსონის საზოგადოებისთის მემფისის გაზეთში. [36] 1933 წელს მან დაიწყო სარეკლამო აგენტად, სადაც აგროვებდა ისტორიებს, ატარებდა ინტერვიუებს და იღებდა ყოველდღიურ ცხოვრებას მისისიპიში. მან უფრო ფართო ხედვა მოიპოვა სამხრეთ ამერიკის ცხოვრებასა და ადამიანურ ურთიერთობებზე. ამ გამოცდილებას და ამბებს თავის მოკლე ნაწარმოებებში აქსოვდა. [37] პარალელურად ასევე მართავდა შეხვედრებს თავის სახლში მწერლებთან და მეგობრებთან. შედეგად, ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელსაც უწოდა „Night-Blooming Cereus Club“. სამი წლის შემდეგ, იგი წამოვიდა სამსახურიდან, რათა გამხდარიყო სრულფასოვანი მწერალი. [33]

1936 წელს გამოაქვეყნა „მოგზაური გამყიდველის სიკვდილი“ ლიტერატურულ ჟურნალში „მანუსკრიპტი“, და მალე გამოაქვეყნა მოთხრობები რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან გამომცემლობაში, მათ შორის „The Sewanee Review“ და „New Yorker“. [38] მან განიმტკიცა თავისი ადგილი, როგორც გავლენიანმა სამხრეთელმა მწერალმა, როდესაც გამოაქვეყნა მოთხრობების პირველი წიგნი „მწვანე ფარდა“. ამ წარმატებამ მას მოუტანა გუგენჰემიის სტიპენდია, რამაც მას საფრანგეთში, ინგლისში, ირლანდიასა და გერმანიაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცა. [39] საზღვარგარეთ ყოფნის დროს, მან გარკვეული დრო გაატარა ლექტორად ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში და გახდა პირველი ქალი, რომელიც დაუშვეს პიტერჰაუსის კოლეჯის დარბაზში. [40] 1960 წელს, იგი ჯექსონში დაბრუნდა შინ მოხუცი დედისა და ორი ძმის მოსავლელად. [41]

1971 წელს მან გამოაქვეყნა დიდი დეპრესიის ამსახველი ფოტოების კრებული, სახელწოდებით — „ერთი დრო, ერთი ადგილი“. ორი წლის შემდეგ მან მიიღო პულიცერის პრემია ფანტასტიკური ჟანრის რომანისთვის — „ოპტიმისტის ქალიშვილი“. [39] იგი ლექციებს უტარებდა ჰარვარდის უნივერსიტეტში და თავის სწავლებებს თავი მოუყარა სამსაფეხურიან მოგონებათა წიგნაკში სახელწოდებით — „ერთი მწერლის დასაწყისი“. [33]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუდორა უილთი გარდაიცვალა 2001 წლის 23 ივლისს, 90 წლის ასაკში, ბუნებრივი სიკვილით, თავისივე სახლში. იგი დაკრძალულია გრინვუდის სასაფლაოზე, ჯექსონში. [42]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. 2.0 2.1 2.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Eudora Welty — 2008.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  9. 9.0 9.1 FemBio: Банк данных о выдающихся женщинах, Frauerdatenbank
  10. 10.0 10.1 გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
  11. 11.0 11.1 Munzinger-Archiv — 1913.
  12. 12.0 12.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  13. 13.0 13.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118806661 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1147.
  15. http://www.telegraph.co.uk/news/obituaries/1335148/Eudora-Welty.html
  16. http://www.theguardian.com/news/2001/jul/24/guardianobituaries.books
  17. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  18. https://muse.jhu.edu/journals/eudora_welty_review/v006/6.edwards.html
  19. http://www.encyclopedia.com/article-1G2-2592600020/optimist-daughter.html
  20. http://www.encyclopedia.com/article-1G2-3424000020/moon-lake.html
  21. http://www.nytimes.com/1989/01/03/movies/review-television-eudora-welty-on-her-start-as-a-writer.html
  22. http://www.nytimes.com/books/98/11/22/specials/welty-curtain.html
  23. http://www.nytimes.com/aponline/2010/03/27/us/AP-History.html
  24. LIBRIS — 2018.
  25. http://www.gf.org/fellows/all-fellows/eudora-welty/
  26. https://www.womenofthehall.org/inductee/eudora-welty/
  27. https://www.arts.gov/honors/medals/eudora-welty
  28. http://www.pulitzer.org/awards/1973
  29. http://www.reaaward.org/Welty/Welty_bio.html
  30. http://www.penfaulkner.org/pen-malamud-award/past-winners/
  31. http://www.nytimes.com/1984/11/19/arts/eudora-welty-wins-award-for-literature.html
  32. "Eudora Welty Biography". PBS.org. Retrieved November 28, 2011.
  33. 33.0 33.1 33.2 Johnston, Carol Ann. "Mississippi Writer's Page: Eudora Welty". MWP: University of Mississippi. Retrieved November 28, 2011.
  34. Fowler, Sarah. (2015-05-01) Central High School Class of ‘65 celebrates reunion. The Clarion-Ledger. ციტირების თარიღი: 2019-11-18.
  35. "House Archived October 5, 2011, საიტზე Wayback Machine. ". Eudora Welty Foundation. Retrieved November 28, 2011.
  36. Makowsky, pp. 341–342
  37. Marrs, p. 52
  38. Marrs, p. 50
  39. 39.0 39.1 "House Archived March 15, 2011, საიტზე Wayback Machine. ". Eudora Welty Foundation. Retrieved November 28, 2011.
  40. Messud, Claire. “Obituary: Eudora Welty“, The Guardian, 2001-07-25. (en-GB) 
  41. Makowsky, p. 342
  42. Resting Places