ელიზაბეთ ბიშოპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელიზაბეთ ბიშოპი
Elizabeth Bishop, 1934 yearbook portrait.jpg
დაბადების თარიღი 8 თებერვალი 1911(1911-02-08)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი Worcester[6]
გარდაცვალების თარიღი 6 ოქტომბერი 1979(1979-10-06)[1] [2] [3] [4] [5] (68 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბოსტონი
დასაფლავებულია Hope Cemetery
საქმიანობა პოეტი[7] , მწერალი, მთარგმნელი, უნივერსიტეტის პროფესორი და ესეისტი[7]
ენა ესპანური ენა და ინგლისური ენა[8]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ[9]
Flag of Canada.svg კანადა
ალმა-მატერი Walnut Hill School[7] და ვასარის კოლეჯი[7]
Magnum opus One Art
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[10] , ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია[11] , პულიცერის პრემია პოეზიისათვის[12] , National Book Award for Poetry[13] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, honorary doctor of Brandeis University, Academy of American Poets Fellowship[14] და Shelley Memorial Award[15]
პარტნიორ(ებ)ი Lota de Macedo Soares და Louise Crane
ხელმოწერა Elizabeth Bishop signature.svg

ელიზაბეტ ბიშოპი (დ. 8 თებერვალი, 1911 — გ. 6 ოქტომბერი, 1979) — ამერიკელი პოეტი და მწერალი. 1949-1950 წლებში იყო პოეზიის კონსულტანტი კონგრესის ბიბლიოთეკაში, 1956 წელს პულცერის პრემიის ლაურეატი პოეზიაში. წიგნის ეროვნული ჯილდოს მფლობელი (1970). 1976 წლის ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. [16] დუაიტ გარნერი მას „XX საუკუნის ყველაზე წმინდა ნიჭიერ პოეტად“ გვიხატავს. [17] [18]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეტ ბიშოპი აშშ-ში, ვორესტერში, მასაჩუსეტში, უილიამ თომას და გერტრუდ მაის (ბულმერ) ბიშოპების ოჯახში, სადაც ერთადერთი ბავშვი იყო. მას შემდეგ რაც მამამისი, წარმატებული მშენებელი, გარდაიცვალა (ამ დროს ელიზაბეთი მხოლოდ რვა თვის იყო), ელიზაბეთის დედა ფსიქიკურად დაავადდა და ინსტიტუციონალიზირდა 1916 წელს (ბიშოპი მოგვიანებით წერს დედამისის ტანჯვის შესახებ თავის მოკლე მოთხრობაში „სოფელში“). [19] ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდანვე ობოლი, ცხოვრობდა ფერმაში, ბებია-ბაბუასთნ, სოფელ „დიდ სოფელში“, ნოვა სკოტიაში. ბიშოპის დედა 1934 წელს გარდაცვალებამდე იმყოფებოდა თავშესაფარში, ამიტომ დედა-შვილის შეხვედრა ვერ მოხერხდა.[17]

მოგვიანებით, ბიშოპის ნამდვილი ოჯახი მისი მეურვე გახდა. იგი მოაშორეს ბაბუას და მამამისის მდიდარ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მასაჩუსეტსის შტატში, ვორესტერში გადაიყვანეს. თუმცა, ბიშოპი იქ უბედური იყო და წინა ოჯახისგან განცალკევებამ თავი მარტოსულად აგრძნობინა. ამას დაემატა ქრონიკული ასთმით დაავადმყოფება, რითაც იგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იტანჯებოდა. [19] ვორჩესტერში ცხოვრების ამბები მოკლედაა აღწერილი მის ლექსში "In Waiting Room". 1918 წელს, მისმა ბებიამ და ბაბუამ, როცა მიხვდნენ, რომ ელიზაბეთი არ იყო ბედნიერი მათთან ცხოვრებით, გაგზავნეს იგი საცხოვრებლად დეიდასთან გაგზავნეს. სწორედ დეიდამ გააცნო პირველად მას ვიქტორიანელი პოეტების ნამუშევრები, მათ შორის ალფრედ ლორდ ტენისონის, თომას კარლილეს, რობერტ ბრაუნინგის და ელიზაბეტ ბარეტ ბრაუნინგის ნაწარმოებები.

ელიზაბეთი გაემგზავრა Walnut Hill-ის სკოლაში, სადაც სწავლობდა მუსიკას. [19] სკოლაში მისი პირველი ლექსები გამოაქვეყნა მისმა მეგობარმა ფრენ ბლoუმ სტუდენტურ ჟურნალში. [20]

1929 წლის შემოდგომაზე იგი ჩაირიცხა ვასარის კოლეჯში, სადაც კომპოზიტორობის სწავლა უნდოდა. ეს მოხდა საფონდო ბირჟის კრახამდე ცოტა ხნით ადრე. მომავალში მან უარი თქვა მუსიკოსობაზე და ინგლისურ ენაზე გადაერთო, სადაც გაიარა კურსები XVI და XVII საუკუნის ლიტერატურისა და რომანის ჩათვლით. [19] ბიშოპმა თავისი ნამუშევრები გამოაქვეყნა ჟურნალში „The Magazine“ (დაფუძნებული კალიფორნიაში). [19]

1933 წელს მან დააარსა კონ სპირიტო („Con Spirito“), მეამბოხე ლიტერატურული ჟურნალი ვასარის კოლეჯში, მწერლების: მერი მაკკარტის, მარგარეტ მილერის და დები იუნიცა და ელეონორ კლარკის დახმარებით. [21] [22] ბიშოპმა დაამთვრ ბაკალავრიატი 1934 წელს. [23]

ბიშოპზე დიდი გავლენა მოახდინა პოეტმა მარიან მურმა.

მოგზაურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიშოპს მისი გარდაცვლილი მამისგან მემკვიდრეობით დარჩა უამრავი ფული, რომელიც არ ამოიწურა სიცოცხლის ბოლომდე, ამიტომ შემოსავალი ჰქონდა ადრეული ასაკიდან. ამ შემოსავალმა მას საშუალება მისცა ფართოდ ემოგზაურა, მუშაობაზე ფიქრის გარეშე, და ეცხოვრა მრავალ ქალაქში და ქვეყანაში, რაც აღწერილია მის შემოქმედებაში. [19] იგი ხშირად წერდა მოგზაურობის სიყვარულზე ლექსებში, როგორიცაა "კითხვები მოგზაურობაზე" და "2000-ზე მეტი ილუსტრაცია და სრული შესაბამისობა". რამდენიმე წლის განმავლობაში იგი საფრანგეთში ცხოვრობდა, 1930-იანი წლების შუა პერიოდში, კოლეჯის მეგობარ ლუიზა კრეინთან, რომელიც ქაღალდის წარმოების მემკვიდრე იყო.

წერის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაშინ, როცა მისმა ზოგიერთმა მნიშვნელოვანმა თანამედროვეებმა, როგორებიც არიან, მაგალითად: რობერტ ლოუელი და ჯონ ბერიმანი ცხოვრების ინტიმური დეტალები თავიანთი პოეზიის მნიშვნელოვან ნაწილად აქციეს, ბიშოპმა თავიდან აიცილა ეს პრაქტიკა. [24] ამის საპირისპიროდ, ამ კონფესიური სტილისგან, ბიშოპის წერის სტილი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ პირადი ცხოვრების დეტალებსაც მოიცავდა, ძირითადად ცნობილი იყო დეტალური და ობიექტური. ობიექტური შეხედულებისამებრ აღწერდა დეტალებს სხვისი და საკუთარი ცხოვრებიდან. ნაწარმოები „სოფელში“, რომელიც მისი ბავშვობისა და გონებრივად არამდგრადი დედის შესახებაა, დაწერილია როგორც მესამე პირის თხრობა, ასე რომ, მკითხველი მხოლოდ მაშინ გაიგებდა ამ ნაწარმოების ავტობიოგრაფიულობის შესახე, როცა მხოლოდ ბიშოპის ბავშვობის შესახებ ექნებოდა ინფორმაცია. [25]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეტ ბიშოპი გარდაიცვალა 1979 წლის 6 ოქტომბერს, 68 წლის ასაკში, მასაჩუსეტსში, ბოსტონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „The United States In Literature“, გვ. 48, 1985

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 1987. — ISBN 978-85-7979-060-7
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  6. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118658905 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 95.
  8. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  9. LIBRIS — 2003.
  10. http://www.gf.org/fellows/all-fellows/elizabeth-bishop/
  11. https://www.neustadtprize.org/1976-neustadt-laureate-elizabeth-bishop/
  12. http://www.theparisreview.org/interviews/3229/the-art-of-poetry-no-27-elizabeth-bishop
  13. https://www.nationalbook.org/people/elizabeth-bishop/
  14. https://web.archive.org/web/20150315043417/https://poets.org/academy-american-poets/prizes/academy-american-poets-fellowship
  15. https://psa.fcny.org/psa/awards/frost_and_shelley/shelley_winners/
  16. The Nobel Prize in Literature Takes This Year Off. Our Critics Don’t.“. (en) 
  17. 17.0 17.1 "Elizabeth Bishop, The Art of Poetry No. 27" Interview in Paris Review Summer 1981 No. 80
  18. Elizabeth Bishop. Worcester Area Writers. Worcester Polytechnic Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 5, 2008. ციტირების თარიღი: 2008-04-25.
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 Millier, Brett C. (1995). Elizabeth Bishop: Life and the Memory of It. University of California Press. ISBN 9780520203457. 
  20. Elizabeth Bishop. Walnut Hill School. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 9, 2008. ციტირების თარიღი: 2008-04-25.
  21. Elizabeth Bishop, American Poet. Elizabeth Bishop Society. Vassar College. ციტირების თარიღი: 2008-04-25.
  22. Elizabeth Bishop – Poet.
  23. Elizabeth Bishop – Poet.
  24. Helen Vendler phone interview on Robert Lowell and Elizabeth Bishop audio podcast from The New York Review of Books. Accessed 2010-09-11
  25. Bishop, Elizabeth. "In the Village." Questions of Travel.