ფრენკ ჰერბერტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფრენკ ჰერბერტი
Frank Herbert headshot (cropped).jpg
დაბადების თარიღი 8 ოქტომბერი, 1920(1920-10-08)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი ტაკომა
გარდაცვალების თარიღი 11 თებერვალი, 1986(1986-02-11)[7] [1] [2] [3] [4] [5] [6] (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი მედისონი[8]
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, ფოტოგრაფი[9] , ჟურნალისტი, სამეცნიერო ფანტასტი მწერალი და პროზაიკოსი
ენა ამერიკული ინგლისური
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი ვაშინგტონის უნივერსიტეტი, North Salem High School და Lincoln High School
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
Magnum opus დიუნი
ჯილდოები ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, Cosmos 2000 Award, სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი და სეიუნის პრემია საუკეთესო რომანისთვის უცხოურ ენაზე[10]
მეუღლე Flora Lillian Parkinson და Theresa Diane Shackelford
შვილ(ებ)ი Brian Herbert
ხელმოწერა Frank Herbert signature.png

ფრენკ ჰერბერტი (ინგლ. Franklin Patrick Herbert Jr.) (დ. 8 ოქტომბერი, 1920 — გ. 11 თებერვალი, 1986) — ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი. ცნობილია რომანით „დიუნი“ (1965), რომელიც სერიის პირველი წიგნია და ხუთი მომდევნო ნაწილი აქვს. ჰერბერტმა ცნობადობა რომანისტობით მოიპოვა, თუმცა რომანების გარდა იგი წერდა მოთხრობებს და მუშაობდა ჟურნალისტად, ფოტოგრაფად, რეცენზენტად, ეკოლოგიურ კონსულტანტად და ლექტორად.

დიუნის საგა, რომელშიც მოქმედება შორეულ მომავალში მიმდინარეობს, მრავალ კომპლექსურ საკითხს იკვლევს, მათ შორისაა ადამიანთა მოდგმის გადარჩენა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ადამიანის ევოლუცია, პლანეტოლოგია და ეკოლოგია, ავტორი ასევე განიხილავს რელიგიის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და ძალაუფლების გადაკვეთის საკითხს იმ დროში, როცა ადამიანთა მოდგმას უკვე დიდი ხნის განვითარებული აქვს ვარსკვლავთაშორისი მოგზაურობა და მრავალი სამყარო აქვს დაარსებული. დიუნი ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანია,[11] მთლიანი სერია კი ჟანრის კლასიკად მიიჩნევა.

იდეები და თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერბერტი სამეცნიერო ფანტასტიკას იმ კომპლექსური იდეების[12] შესასწავლად იყენებდა, რომლებიც ფილოსოფიას, რელიგიას, ფსიქოლოგიას, პოლიტიკას და ეკოლოგიას მოიცავდა. მისი შემოქმედების მთავარი ბიძგი ადამიანის გადარჩენისა და ევოლუციის საკითხით დაინტერესება იყო.

წარმოგიდგენთ საკვანძო თემებს ავტორის შემოქმედებიდან:

  • ლიდერობის საკითხი. იგი იკვლევდა ქარიზმატული ლიდერისადმი ადამიანთა ბრმა მორჩილების მიდრეკილებას. დაინტერესებული იყო ბიუროკრატიული სისტემების ხარვეზებისა და პოტენციალის კვლევით.
  • ჰერბერტი ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი იყო, რომელმაც ეკოლოგიისა[13] და სისტემური აზროვნების პოპულარიზება დაიწყო. იგი განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებდა სისტემური და გრძელვადიანი აზროვნების აუცილებლობაზე.[14]
  • ურთიერთობა რელიგიას, პოლიტიკასა და ძალაუფლებას შორის.[15]
  • ადამიანთა გადარჩენა და ევოლუცია.
  • ადამიანთა შესაძლებლობები.
  • საღი აზროვნებისა და სიგიჟის ბუნება. ჰერბერტი დაინტერესებული იყო ტომას სასის ნაშრომებით და ანტიფსიქიატრიული მოძრაობით.
  • ცნობიერების შემცვლელი ქიმიური ნივთიერებების მოხმარების შესაძლო შედეგები.
  • ენის მიერ აზროვნების ფორმირება. კერძოდ, მასზე გავლენა მოახდინა ალფრედ კორზიბსკის „ძირითადმა სემანტიკამ“.[16]
  • სწავლა, სწავლება და აზროვნება.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიოგრაფია და კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. 3.0 3.1 NooSFere — 1999.
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  6. 6.0 6.1 Babelio — 2007.
  7. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118897772 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  8. Sci-Fi Author of Best Seller 'Dune' Dead at 65 — 1986.
  9. Polder en waterland
  10. http://www.sf-fan.gr.jp/awards/list.html
  11. SCI FI Channel Auction to Benefit Reading Is Fundamental. PNNonline.org (Internet Archive) (March 18, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 28, 2007. ციტატა: „Since its debut in 1965, Frank Herbert's Dune has sold over 12 million copies worldwide, making it the best-selling science fiction novel of all time ... Frank Herbert's Dune saga is one of the greatest 20th Century contributions to literature.“ ციტირების თარიღი: September 28, 2007
  12. "With its blend (or sometimes clash) of complex intellectual discourse and Byzantine intrigue, Dune provided a template for FH's more significant later works. Sequels soon began to appear which carried on the arguments of the original in testingly various manners and with an intensity of discourse seldom encountered in the sf field. Dune Messiah (1969) elaborates the intrigue at the cost of other elements, but Children of Dune (1976) recaptures much of the strength of the original work and addresses another recurrent theme in FH's work – the evolution of Man, in this case into SUPERMAN;..." "Frank Herbert", The Encyclopedia of Science Fiction.
  13. McNeilly, Willis E. "Herbert, Frank (Patrick)" in Gunn, James. The New Encyclopedia of Science Fiction. London, Viking, 1988. (pp. 222–24) ISBN 0-670-81041-X . "Herbert felt strongly about many causes, particularly ecology ..."
  14. "When I was quite young ... I began to suspect there must be flaws in my sense of reality ... But I had been produced to focus on objects (things) and not on systems (processes)." Frank Herbert, "Doll Factory, Gun Factory", (1973 Essay), reprinted in The Maker of Dune:Thoughts of a Science Fiction Master edited by Tim O'Reilly. Berkley Books, 1987, ISBN 0425097854.
  15. "Frank Herbert's true stroke of genius consisted ... in inviting a way of thinking about humanity, history, religion, and politics as complex and interdependent as ecosystems themselves". Jeffery Nicholas, Dune and Philosophy:Weirding Way of Mentat. Open Court Publishing, 2011, ISBN 0812697154, (p. 149).
  16. O'Reilly, Tim. Frank Herbert. New York, NY: Frederick Ungar Publishing Co., Inc. ,1981. (pp.59–60) ISBN 0-8044-2666-X . "Much of the Bene Gesserit technology of consciousness is based on the insights of general semantics, a philosophy and training method developed in the 1930s by Alfred Korzybski. Herbert had studied general semantics in San Francisco at about the time he was writing Dune. (At one point, he worked as a ghostwriter for a nationally syndicated column by S. I. Hayakawa, one of the foremost proponents of general semantics.)"