პოლ ოსტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პოლ ოსტერი
Paul Auster in New York City 2008.jpg
დაბადების თარიღი 3 თებერვალი, 1947(1947-02-03)[1] [2] [3] [4] [5] [6] [4] [7] [8] [9] [10] [11] [12] (75 წლის)
დაბადების ადგილი ნიუარკი
ფსევდონიმი Paul Benjaminn
საქმიანობა სცენარისტი, კინორეჟისორი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი, რომანისტი, პოეტი, ესეისტი, მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, ავტორი და ავტობიოგრაფი
ენა ფრანგული ენა და ინგლისური ენა[13]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ[14]
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი და Columbia High School
პერიოდი 2006
ჟანრი პროზა
Magnum opus Man in the Dark, ილუზიების წიგნი, ლევიათანი და ნიუ-იორკული ტრილოგია
ჯილდოები ასტურიის პრინცის ლიტერატურული პრემია, მედიჩის პრემია უცხოური ლიტერატურისათვის, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი და PEN/Faulkner Award for Fiction
მეუღლე ლიდია დეივისი და სირი ჰასტვეტი
შვილ(ებ)ი სოფი ოსტერი
საიტი paul-auster.com

პოლ ოსტერი (ინგლ. Paul Auster; დ. 3 თებერვალი, 1947, ნიუარკი, აშშ) — ამერიკელი მწერალი და კინორეჟისორი. მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ეგზისტენციალური თემები, აბსურდი და პიროვნული იდენტობის ძიების საკითხი. ოსტერის გამორჩეულ ნაწარმოებებს შორისაა „ნიუიორკული ტრილოგია“ (1987), „ილუზიების წიგნი“ (2002), „მისნის ღამე“ (2003) და „4 3 2 1“ (2017). მწერლის წიგნები ორმოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი.[15]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ ნიუარკში (ნიუ-ჯერსის შტატი) 1947 წელს, დედამისის — კუინისა (ქალიშვილობის გვარი ბოგატი) და მამამისის — სემუელ ოსტერის ოჯახში. იგი პოლონური წარმოშობის ებრაელია, საშუალო ფენის წარმომადგენელი. იზრდებოდა საუს-ორენჯსა და ნიუარკში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსტერის პირველი ცოლი ასევე მწერალი ლიდია დეივისი იყო, რომელთან ერთადაც იგი ფრანგულ ლიტერატურას თარგმნიდა. წყვილს ამ ქორწინებიდან ერთი ვაჟი, დანიელი ჰყავს. ოსტერის მეორე მეუღლე კი პროფესორ ლოიდ ჰუსტვედტის ქალიშვილი სირი ჰუსტვედტია, რომელზეც 1981 წელს დაქორწინდნა. ამ ქორწინებიდან ოსტერსა და მის მეორე ცოლს ქალიშვილი, სახელად სოფი ჰყავთ.

სამწერლო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლუმბიის უნივერსიტეტში ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხების მოპოვების შემდეგ ოსტერი პარიზში გადავიდა, სადაც ფრანგული წიგნების თარგმნით ირჩენდა თავს. აშშ-ში იგი 1974 წელს დაბრუნდა, რის შემდეგაც ლექსების, ესეების, რომანების და ფრანგი მწერლების, მათ შორის სტეფან მალარმეს, თარგმანების გამოქვეყნება დაიწყო. მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიღებულმა ქონებამ მას საშუალება მისცა, შეეწყვიტა მთარგმნელობითი საქმიანობა და მთელი თავისი დრო მწერლობისთვის დაეთმო.

ოსტერმა კრიტიკული აღიარება პირველად 1982 წელს მემუარით „მარტოობის გამოგონება“ მოიპოვა, რომელიც მამას მიუძღვნა და პოლ ბენჯამინის ფსევდონიმით გამოაქვეყნა. მას მოჰყვა „ნიუიორკული ტრილოგია“, რომელმაც ავტორს ფართო ცნობადობა მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი დეტექტიურ ჟანრს მიეკუთვნება, იგი არ არის საიდუმლოს გარშემო ჩახლართული მინიშნებებისგან აგებული ტრადიციული დეტექტივი, არამედ, ამ შემთხვევაში ოსტერი დეტექტიური ჟანრის ფორმას ეგზისტენციალურ საკითხებთან წვდომისთვის იყენებს, როგორებიცაა იდენტობა, სივრცე და ენა.

იდენტობისა და პირადი საზრისის ძიების თემა ოსტერის შემდეგომ ნაწარმოებებშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, როლებშიც ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დამთხვევებისა და შემთხვევითი მოვლენების როლზე, ასევე ადამიანების ურთიერთობაზე მათ თანატოლებთან და გარესამყაროსთან.

1995 წელს ოსტერის სცენარისტობითა და თანარეჟისორობით გამოვიდა ფილმი კვამლი, რომლისთვისაც მან მოიპოვა დამოუკიდებელი სულის ჯილდო საუკეთესო სადებიუტო სცენარისთვის. კრიტიკული წარმატება დაიმსახურა ოსტერის მომდევნო წიგნებმა „მისნის ღამე“ (2003) და „4 3 2 1“ (2017).

თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსტერზე დიდი გავლენა მოახდინეს ისეთმა მწერლებმა, როგორებიც არიან ედგარ ალან პო, სემიუელ ბეკეტი და ნათანიელ ჰოთორნი. ოსტერს თავის რომანებში კონკრეტულად მოხსენიებულიც კი ჰყავს პოსა და ჰოთორნის პერსონაჟები.

მწერლის შემოქმედებაში განმეორებადი თემებია: ასკეტური ცხოვრება, გარდაუვალი კატასტროფის განცდა, დამთხვევები, წარუმატებლობა,[16] ემპათიის უნარის დაკარგვა, ამერიკული ისტორია და ამერიკული სივრცე. ოსტერს თავის წიგნებში ცენტრალურ პერსონაჟად ხშირად გამოჰყავს აკვიატებით შეპყრობილი მწერალი, ასევე მის ტექსტებში ხშირად ვხვდებით პერსონაჟებს, რომლებიც დიდძალ ქონებას ფლობენ, თუმცა თანდათანობით კარგავენ მას.[17]

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსტერს გადაღებული აქვს ერთი ფილმი „ლულუ მთვარეზე“, არის ფილმების „კვამლი“ და „სევდა სახეზე“ სცენარისტი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არამხატვრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SNAC — 2010.
  2. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. Discogs — 2000.
  4. 4.0 4.1 NooSFere — 1999.
  5. Encyclopædia Britannica
  6. BD Gest'
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  8. The Fine Art Archive — 2003.
  9. AlKindi
  10. Babelio — 2007.
  11. Proleksis enciklopedija — 2009.
  12. Munzinger Personen
  13. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  14. Museum of Modern Art online collection
  15. Theater Rigiblick – Spielplan – Kalenderansicht – Paul Auster liest. Theater Rigiblick. ციტირების თარიღი: 2015
  16. Dirk Peters: Das Motiv des Scheiterns in Paul Austers "City of Glass" und "Music of Chance". unpublished MA dissertation, Christian-Albrechts Universität Kiel, 1998
  17. Dennis Barone (ed.): Beyond the Red Notebook. Essays on Paul Auster. Penn Studies in Contemporary American Fiction. University of Pennsylvania Press, Philadelphia (2. ed. 1996)