დონ დელილო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დონ დელილო
Don delillo nyc 02.jpg
დაბადების თარიღი 20 ნოემბერი, 1936(1936-11-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (85 წლის)
დაბადების ადგილი ნიუ-იორკი[8]
საქმიანობა მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი, რომანისტი, ესეისტი და ჟურნალისტი
ენა ინგლისური ენა[9]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ[10]
ალმა-მატერი ფორდჰემის უნივერსიტეტი
Magnum opus თეთრი ხმაური, Libra, Mao II, Underworld და Cosmopolis
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[11] , წიგნების ეროვნული პრემია, ამერიკული წიგნის პრემია, წიგნის ეროვნული პრემია ფანტასტიკისათვის, იერუსალიმის პრემია, Library of Congress Prize for American Fiction, უილიამ დინ ჰოუელზის მედალი და Carl Sandburg Literary Award[12]

დონალდ რიჩარდ რელილო (დ. 20 ნოემბერი, 1936) — ამერიკელი რომანისტი, მოთხრობების ავტორი, დრამატურგი, სცენარისტი და ესეისტი. მისი შემოქმედება არაერთ თემას მოიცავს, იქნება ეს ტელევიზია, ბირთვული ომი, სპორტი, ენის კომლექსურობა, პერფორმანს არტი, ცივი ომი, მათემატიკა, პოლიტიკა, ეკონომიკა და გლობალური ტერორიზმი.

დელილოს საყოველთაო აღიარება მოუპოვა 1985 წელს „თეთრი ხმაურის“ გამოქვეყნებამ, რომლისთვისაც ეროვნული წიგნის ჯილდო მოიპოვა. მწერალი ორჯერ გახდა პულიცერის პრემიის ფინალისტი (1992; 1998). 1999 წელს მიიღო იერუსალიმის პრემია. 2010 წელს გადაეცა კონგრესის ბიბლიოთეკის პრემია ამერიკულ ლიტერატურაში.[13]

დელილო საკუთარ შემოქმედებას აღწერს, როგორც „სახიფათო დროებაში ცხოვრების“ საკითხით დაინტერესებულს.[14] 2005 წლის ინტერვიუში მან აღნიშნა: „მწერლები უნდა დაუპირისპირდნენ სისტემებს. მნიშვნელოვანია ძალაუფლების, კორფორაციების, სახელმწიფოს და მომხმარებლობისა და დამქანცველი გასართობი საშუალებების მთლიანი სისტემის წინააღმდეგ წერა. ვფიქრობ, მწერლებს, თავიანთი ბუნებით, წინააღმდეგობის გაწევა მართებთ ნებისმიერი რამის მიმართ, რაც ჩვენს დამორჩილებას ცდილობს.“[15]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი და გავლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წელს დაიბადა ნიუ-იორკში. გაიზარდა მუშათა კლასის იტალიელი კათოლიკეების ოჯახში, იტალიურ-ამერიკულ სამეზობლოში.[16]

წერით მხოლოდ მაშინ დაინტერესდა, როცა თინეიჯერობისას ზაფხულში პარკინგის თანამშრომლად დაიწყო მუშაობა, სადაც საათობით ლოდინის რეჟიმში ყოფნამ იგი კითხვას მიაჩვია. ამ პერიოდის განსაკუთრებულ გავლენებად იგი ჯეიმს ჯოისს, უილიამ ფოლკნერს, ფლანერი ო’კონორსა და ერნესტ ჰემინგუეის ასახელებს. ეს უკანასკნელი დელილოსთვის მთავარ გავლენას წარმოდგენდა, როცა იგი თინეიჯერობის წლებში პირველი ტექსტების შექმნას ცდილობდა.[17]

მოდერნისტული ლიტერატურის გარდა დელილომ თავის შემოქმედებაზე აგრეთვე ჯაზური მუსიკისა და ომისშემდგომი ევროპული და 1970-იანი წლების ამერიკული კინემატოგრაფიის გავლენა აღნიშნა. მუსიკოსებს შორის იგი ჯონ კოლტრეინსა და მაილს დეივისს ასახელებს, ხოლო რეჟისორებიდან — მიქელანჯელო ანტონიონს, ჟან-ლიუკ გოდარს, ფრანსუა ტრიუფოს, ინგმარ ბერგმანს, სტენლი კუბრიკსა და მარტინ სკორსეზეს.[18] მწერალი აღნიშნავს, რომ 1960-იანი წლების ევროპულმა და აზიურმა კინომ მისი აზროვნება განსაზღვრა. იგი მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი გზით, კინო მას მწერლად გახდომაში დაეხმარა.[19]

1954 წელს დელილომ საშუალო სკოლა დაასრულა, 1958 წელს კი ფორდჰემის უნივერსიტეტი კომუნიკაციებში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. მან სარეკლამო სფეროში დაიწყო საქმიანობა და ხუთი წლის მანძილზე ქოფირაითერად მუშაობდა.

პირველი მოთხრობა 1960 წელს კორნელის უნივერსიტეტის ლიტერატურულ ჟურნალში გამოაქვეყნა. 1966 წელს დაიწყო პირველ რომანზე მუშაობა.

თემები და კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დელილოს შემოქმედება, როგორც მოდერნიზმის, ასევე პოსტმოდერნიზმის ელემენტებს მოიცავს.[20][21] მისი არაერთი ნაწარმოები იკვლევს კონსუმერიზმს, ახალ ინტელექტუალიზმს, ოჯახის დაშლასა და ხელახლა გაერთიანებას.

დელილოს შემოქმედებაში ერთ-ერთი განმეორებადი თემაა მასმედია და მისი როლი სიმულიაკრის ჩამოყალიბების პროცესში, რაც მოვლენის კონტექსტგარეშე წარმოჩენით და შესაბამისად, მისი მნიშვნელობისაგან დაცლით გამოიხატება. აგრეთვე მწერალი რამდენიმე რომანში განიხილავს ბრბოს ფსიქოლოგიას და ჯგუფურ იდენტობაში ინდივიდების კაპიტულაციის პროცესს.

დელილოს თავის გავლენად ასახელებს არაერთი თანამედროვე ინგლისურენოვანი ავტორი, მათ შორის არიან ბრეტ ისტონ ელისი, ჯონათან ფრენზენი და დევიდ ფოსტერ უოლესი. ლიტერატურული კრიტიკოსმა ჰაროლდ ბლუმმა დელილო თომას პინჩონთან, ფილიპ როთთან და კორმაკ მაკკარტთან ერთად თავისი დროის ოთხ მთავარ ამერიკელ რომანისტს შორის მოიხსენია.[22]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SNAC — 2010.
  2. Encyclopædia Britannica
  3. NooSFere — 1999.
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  6. Babelio — 2007.
  7. Munzinger Personen
  8. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118889664 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  9. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  10. LIBRIS — 2011.
  11. Guggenheim Fellows database
  12. https://www.chipublib.org/chicago-public-library-foundation-awards/
  13. Prize for American Fiction Awarded to Don DeLillo. Library of Congress (April 25, 2013). ციტირების თარიღი: November 23, 2013
  14. Nance, Kevin (October 12, 2012). „Don DeLillo Talks About Writing – Page 3“. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: November 23, 2013.
  15. Panic interview with DeLillo – 2005. Perival.com. ციტირების თარიღი: November 23, 2013
  16. Passaro, Vince (May 19, 1991). „Dangerous Don DeLillo“. The New York Times.
  17. DeLillo Interview by Peter Henning, 2003. Perival.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 23, 2011. ციტირების თარიღი: December 30, 2011
  18. Nance, Kevin (October 12, 2012). „Don DeLillo talks about writing – Page 2“. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: November 23, 2013.
  19. http://www.perival.com/delillo/delillo_panic_interview_2005.html[მკვდარი ბმული]
  20. John N. Duvall (May 29, 2008). The Cambridge Companion to Don DeLillo. Cambridge University Press, გვ. 13. ISBN 978-1-139-82808-6. 
  21. Katherine Da Cunha Lewin & Kiron Ward (October 4, 2018). Don DeLillo. Bloomsbury Academic, გვ. 1–4. ISBN 978-1-350-04087-8. 
  22. Bloom, Harold (September 24, 2003). „Dumbing down American readers“. The Boston Globe. ციტირების თარიღი: March 16, 2010.