რობერტ შეკლი
რობერტ შეკლი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 16 ივლისი, 1928[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] |
დაბადების ადგილი | Maplewood[17] |
გარდაცვალების თარიღი | 9 დეკემბერი, 2005[18] [1] [2] [3] [4] [19] (77 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პოუკიპზი |
საქმიანობა | სამეცნიერო ფანტასტი მწერალი, რომანისტი და სცენარისტი |
ენა | ინგლისური ენა[18] [20] |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | ნიუ-იორკის უნივერსიტეტი და Columbia High School |
ჟანრი | სამეცნიერო ფანტასტიკა და კლასიკური დეტექტივი |
Magnum opus | Bring Me the Head of Prince Charming |
ჯილდოები | Author Emeritus[21] და Q92878319?[22] |
მეუღლე | Ziva Kwitney[23] |
შვილ(ებ)ი | Alisa Kwitney |
საიტი | sheckley.com |
რობერტ შეკლი (ინგლ. Robert Sheckley; დ. 16 ივლისი, 1928 — გ. 9 დეკემბერი, 2005[24]) — ამერიკელი მწერალი. პოპულარობა მოიპოვა სამენცნიერო ფატასტიკის ჟანრის ნაწარმოებების შექმნით. დაწერილი აქვს ასობით მოთხრობა და რამდენიმე რომანი. 2005 წლის 9 დეკემბერს მწერალი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რობერტ შეკლი 1928 წლის 17 ივლისს დაიბადა ნიუ-იორკში. ადრეულ ბავშვობაში დაიწყო წიგნების კითხვა და ბავშვობიდან ოცნებობდა მწერლობაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩააბარა და ჰუმანიტარულ დისციპლინებს დაეუფლა. კორეაში ომშიც იმყოფებოდა, მაგრამ ფრონტზე არ უბრძოლია — გადამწერად მსახურობდა.
1950-იანი წლების დასაწყისიდან პირველი მოთხრობების წერა დაიწყო, რომლებსაც სამეცნიერო-ფანტასტიკურ ჟურნალებს სთავაზობდა და დიდი მოწონებითაც სარგებლობდა მკითხველებს შორის. როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, ის წლები ყვეელაზე ბედნიერი იყო მის ცხოვრებაში. მას მიაჩნდა რომ მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა „ანიჭებს შემოქმედს სრულ თავისუფლებას“.
შეკლიმ მალევე გაითქვა სახელი, კოლეგები და კრიტიკოსები მას 1950-1960-იანი წლების საუკეთესო ფანტასტად მიიჩნევენ და მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. მისი მოთხრობები იმ დროის ყველაზე ცნობილ ჟურნალებში იბეჭდებოდა. სულ შეკლიმ 15 რომანი და 400-ზე მეტი მოთხრობა დაწერა, რომლებმაც 9 საავტორო კრებული შეადგინა.
ბოლო წლებში მწერალი იბიცაზე ცხოვრობდა მეხუთე ცოლთან ერთად. ნაკლებს წერდა, ხშირად ავადმყოფობდა და მატერიალურ სიდუხჭირესაც განიცდიდა. 2005 წელს უკრაინაში იმყოფებოდა მიწვევით. გაცივდა და ასაკიდან გამომდინარე, მისი მდგომარეობაც მკვეთრად გაუარესდა, ავადმყოფობას თავი ვეღარ დააღწია და ტვინის ანევრიზმის გართულების შედეგად, 2005 წლის 9 დეკემბერს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვემოთ მოცემულია მწერლის მიერ შექმნილი მოთხრობების არასრული სია:
- გუშაგი ჩიტები
- უსახელო მთა
- აზრის სურნელი
- უდაბნოს ყვავილი
- პრემია რისკისთვის
- ბრძოლა
- აბსოლუტური იარაღი
- წაღები
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- რობერტ შეკლი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- რობერტ შეკლი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #122222717 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 4.0 4.1 filmportal.de — 2005.
- ↑ NooSFere — 1999.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Identifiants et Référentiels — ABES, 2011.
- ↑ Nicholls P., Clute J., Langford D. The Encyclopedia of Science Fiction — Granada plc, Orbit, 1979. — ISBN 978-0-246-11020-6
- ↑ დიდი რუსული ენციკლოპედია — Большая российская энциклопедия, 2004. — ISBN 978-5-85270-320-0
- ↑ NNDB — 2002.
- ↑ LibriVox — 2005.
- ↑ Bell A. Encyclopædia Britannica — Encyclopædia Britannica, Inc., 1768.
- ↑ შვედური ფილმების მონაცემთა ბაზა
- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ Library of Congress Online Catalog
- ↑ datos.bne.es: El portal de datos bibliográficos de la Biblioteca Nacional de España — 2011.
- ↑ The New York Times / D. Baquet — Manhattan, NYC: The New York Times Company, A. G. Sulzberger, 1851. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ https://www.sfwa.org/nebula-award-winners-1965-2000/
- ↑ NooSFere — 1999.
- ↑ Fancyclopedia 3
- ↑ http://www.theguardian.com/news/2005/dec/20/guardianobituaries.booksobituaries1