ბერნარდ მალამუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბერნარდ მალამუდი
Bernard Malamud.jpg
დაბადების თარიღი 26 აპრილი 1914(1914-04-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი ბრუკლინი[8]
გარდაცვალების თარიღი 18 მარტი 1986(1986-03-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი მანჰეტენი[9]
დასაფლავებულია მაუნტ-ობერნის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, სცენარისტი და უნივერსიტეტის პროფესორი
ენა ინგლისური ენა[1]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ[10]
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯი და ერასმუსის უმაღლესი სკოლა
Magnum opus The Natural, The Magic Barrel, The Fixer, Pictures of Fidelman, A New Life, The Assistant, Dubin's Lives და God's Grace
ჯილდოები პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის, წიგნის ეროვნული პრემია ფანტასტიკისათვის და ო. ჰენრის პრემია

ბერნარდ მალამუდი (ინგლ. Bernard Malamud; დ. 26 აპრილი, 1914, ნიუ იორკი, აშშ18 მარტი, 1986, იქვე) — ამერიკელი მწერალი და პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ებრაელი ემიგრანტების მაქს მალამუდისა და ბერტა ფიდელმანის ოჯახში. მშობლები წარმოშობით იყვნენ ქალაქ კამენეც-პოდოლსკიდან (ხმელნიცკის ოლქი). დაამთავრა ბრუკლინის ერასმუსის სკოლა და კოლუმბიის უნივერსიტეტი. 40-იან წლებში ასწავლიდა საღამოს სკოლაში, 1949 წელს თანამდებობა დაიკავა ორეგონის უნივერსიტეტში, 1961 წელს გახდა ბენინგტონის კოლეჯის (ვერმონტი) პედაგოგი, სადაც მუშაობდა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ის იყო ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის (American Academy of Arts and Sciences) წევრი, ამერიკის PEN-კლუბის პრეზიდენტი (1979–1981).

ლიტერატურული შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალამუდის პირველი რომანი იყო „The Natural“ (1952). წიგნი მოგვითხრობს ბეისბოლის მოთამაშის ბედზე, რომლის კარიერაც ემსხვერპლება ამერიკულ სპორტში გაბატონებულ კორუფციას. წიგნის გამოსვლისთანავე გახადა ავტორი პოპულარული. თავის მომდევნო რომანში „დამხმარე“ (1957) და მოთხრობილ წიგნებში „The Magic Barrel“ (1958) და „The Jewbird“ (1963), მალამუდმა ნათლად წარმოაჩინა ებრაელი ღარიბების ცხოვრება ნიუ-იორკში. მალამუდის გმირები არიან „უბრალო ადამიანები, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ცხოვრების გასაუმჯობესებლად უმოწყალო ბედის სამყაროში“. რომანმა ხელოსანმა (1967) დიდი პოპულარობა მოიპოვა. კრიტიკოსების აზრით, ის თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომია.

მალამუდის ბოლო ნამუშევარი იყო ფანტასტიკური აპოკალიფსური რომანი „God's Grace“ (1983). მის ნამუშევრებს ახასიათებს ალეგორია და გროტესკი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Natural (1952)
  • The Assistant (1957)
  • A New Life (1961)
  • The Fixer (1966)
  • Pictures of Fidelman: An Exhibition (1969)
  • The Tenants (1971)
  • Dubin's Lives (1979)
  • God's Grace (1982)

მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "The Mourners" (1955)
  • "The Jewbird" (1963)
  • "The Prison" (1950)
  • "A Summer's Reading"
  • "Armistice"

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1995.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 filmportal.de — 2005.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  8. Маламуд Бернард // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. BERNARD MALAMUD DIES AT 71; CHRONICLED HUMAN STRUGGLE // The New York Times / D. BaquetManhattan, NYC: The New York Times Company, A. G. Sulzberger, 1986. — ISSN 0362-4331; 1553-8095
  10. LIBRIS — 2004.