აიზეკ აზიმოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აიზეკ აზიმოვი
Isaac.Asimov01.jpg
დაბ. თარიღი არა ადრე ვიდრე 4 ოქტომბერი 1919 და არა გვიან ვიდრე 2 იანვარი 1920
დაბ. ადგილი პეტროვიჩი[1][2][3][4]
გარდ. თარიღი 6 აპრილი 1992(1992-04-06)[5]
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი
ფსევდონიმი Paul French
საქმიანობა ბიოქიმიკოსი, რომანისტი, პროზაიკოსი, ავტობიოგრაფი, სამეცნიერო ფანტასტი მწერალი, სამეცნიერო მწერალი, სცენარისტი, არამხატვრული მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი და ჟურნალისტი
ეროვნება რუსი ამერიკელები
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
Flag of the Russian SFSR.svg რსფსრ
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი[1] და კოლუმბიის საინჟინრო და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლა
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
Magnum opus Foundation series, Robot series, Nightfall, The Intelligent Man's Guide to Science, მე, The Bicentennial Man და The Gods Themselves
ჯილდოები ჰიუგოს პრემია, James T. Grady-James H. Stack Award for Interpreting Chemistry, ჰიუგოს პრემია, წლის ჰუმანისტი, ედვარდ სმითის მემორიალური პრემია, ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო რომანისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, Klumpke-Roberts Award, ნებულას პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის, Locus Award for Best Novelette, ჰიუგოს პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, დეიმონ ნაიტის სამახსოვრო დიდი ოსტატის პრემია, ლოკუსის პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის, Hugo Award for Best Related Work და Retro Hugo Award
მეუღლე ჯანეტ აზიმოვი
ხელმოწერა Isaac Asimov signature.svg
საიტი asimovonline.com
Isaac Asimov ვიკისაწყობში

აიზეკ აზიმოვი (ინგლ. გამოთქმა [ˈaɪzək ˈæzɪmɔv] დ. 2 იანვარი, 1920, პეტროვიჩი, რუსეთი — გ. 6 აპრილი, 1992, ნიუ-იორკი) — რუსი-ამერიკელი ბიოქიმიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობების მწერალი.

ამერიკელი მწერალი აიზეკ აზიმოვი დაბადებული უნდა იყოს 1920 წლის 2 იანვარს სოფელ პეტროვიჩიში, რუსეთში. აიზეკ აზიმოვი ძირითადად ცნობილია თავისი სამეცნიერო პოპულარული ნაშრომებისა და სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობებით.

მისი თავდაპირველი სახელია ისააკი (რუს. Исаак, ინგლ. Isaak), მაგრამ ვინაიდან იგი ინგლისურენოვანი საზოგადო მოღვაწე იყო, ამიტომ დამკვიდრდა მისი სახელის ინგლისური ვერსია აიზეკ-ი [6] (რუს. Айзек).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიზეკ აზიმოვი დაიბადა შეძლებულ ებრაულ ოჯახში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თავად აიზეკი თავის დაბადების დღეს 1920 წლის 2 იანვარს ზეიმობდა, მისი დაბადების თარიღის ქვემო ზღვარი არ უნდა იყოს 1919 წლის 14 ოქტომბერზე ადრინდელი[7]. იგი დაიბადა რუსეთში, სმოლენსკის ოლქის სოფელ პეტროვიჩიში. უცნობი მიზეზების გამო, 1923 წელს, როდესაც აიზეკი სამი წლისა იყო, აზიმოვების ოჯახი ჯოზეფ ბერმანის, აზიმოვის დედის ნახევარძმის, მიწვევით რუსეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიხვეწა [8].

განათლება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიზეკი გაიზარდა ბრუკლინში, 5 წლის ასაკში მან დამოუკიდებლად ისწავლა კითხვა და სკოლაში მიაბარეს (სკოლაში სიარული წესით 6 წლის ასაკში უნდა დაეწყო, მაგრამ დედამისმა გადააკეთა მისი დაბადების მოწმობა და დაბადების თარიღად ჩაწერა 1919 წლის 7 სექტემბერი, რათა აიზეკს შესძლებოდა სწავლის ადრე დაწყება). ბავშვობის განმავლობაში იგი მუშაობდა ოჯახურ მაღაზიაში სადაც სხვათა შორის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟურნალები იყიდებოდა; ამან ახალგაზრდა აიზეკს სამეცნიერო ფანტასტიკის გაცნობის საშუალება მისცა. დაახლოებით თერთმეტი წლის ასაკში მან თავისი პირველი ნოველა დაწერა.

აიზეკმა შესძლო სტიპენდიის მიღება და სწავლის გაგრძელება რადგან კარგი მოსწავლე იყო. ათწლედის დამთავრების შემდეგ, 1935 წელს, 15 წლის აიზეკი აზიმოვი მოეწყო Seth Low Junior College–ში, მაგრამ ვინაიდან ეს კოლეჯი ერთი წლის მერე დაიხურა, იგი გადავიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე. სადაც 1939 წელს მიიღო ბაკალავრის (B.S.) ხარისხი, ხოლო 1941 წელს კი — ქიმიის მეცნიერებათა მაგისტრის (M. Sc.) და მოეწყო ასპირანტურაში. 1942 წელს აიზეკმა მიატოვა ასპირანტურა და ქიმიკოსად დაიწყო მუშაობა ფილადელფიის გემსაშენში (აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად ამავე გემსაშენზე მუშაობდა სხვა ფანტასტი მწერალიც რობერტ ჰაინლაინი).

1945 წლის ოქტომბრიდან 1946 წლის ივლისამდე აიზეკ აზიმოვი მსახურობდა ჯარში, ჰქონდა კაპრალის სამხედრო წოდება. აიზეკ აზიმოვმა სამხედრო სამსახურის შესრულებისას უარი განაცხადა ბიკინის ატოლებზე მიმდინარე ატომური ბომბის გამოცდებში მონაწილეობაზე.

1948 წელს აიზეკ აზიმოვმა დაიცვა დოქტორის წოდება ბიოქიმიაში. დოქტორის ხარსიხის მოპოვების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო მასწავლებლად ბოსტონის უნივერსიტეტში. 1951 წელს გახდა პროფესორის თანაშემწე (ინგლ. assistant professor), 1955 წელს კი — ასოცირებული პროფესორი (ინგლ. associate professor). იმავდროულად აიზეკ აზიმოვმა ხელი წერას მიჰყო და ნელ-ნელა თავი ანება საუნივერსიტეტო მოღვაწეობას; 1958 წელს უნივერსიტეტმა შეუწყვიტა ჯამაგირის გადახდა თუმცაღა შეუნარჩუნა წოდება. 1979 წელს აიზეკ აზიმოვს მიენიჭა სრული პროფესორის (ინგლ. full professor) წოდება.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წლის 26 ივლისს იქორწინა გერტრუდ ბლუგერმანზე (ინგლ. Gerthrude Blugerman), რომელიც გაიცნო იმავე წლის თებერვალში წმინდა ვალენტინის დღეზე. ამ ქორწინებიდან მას შეეძინა ორი შვილი, 1951 წელს ეყოლა ვაჟი, დავითი (ინგლ. David), ხოლო 1955 წელს გაუჩნდა ასული რობინ ჯოანი (ინგლ. Robyn Joan).

1970 წელს იგი გაშორდა თავის მეუღლეს, რომელთანაც განქორწინება მოხდა 1973 წლის 16 ნოემბერს. იმავე წლის 30 ნოემბერს აიზეკ აზიმოვმა შეირთო ამერიკელი რომანისტი ჯანეტ ოპალ ჯეფსონი (ინგლ. Janet Opal Jeppson), რომელიც ჯერ კიდევ 1959 წელს გაიცნო. ამ ქორწინებიდან აიზეკს შვილი არ შესძენია.

აიზეკ აზიმოვი გარდაიცვალა 1992 წლის 6 აპრილს გულისა და თირკმელების უკმარისობის გამო შიდსის ფონზე, რომლითაც დაავადდა 1983 წელს გულზე ოპერაციის დროს.

ლიტერატურული მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიზეკ აზიმოვს წერა 11 წლის ასაკში დაუწყია, მიუხედავად ამისა პირველად მისი ნაწარმოები გამოქვეყნდა ჟურნალ Amazing Stories-ის 1939 წლის 10 იანვრის ნომერში, ამ ნაწარმოების სახელია „ვესტას ტყვეობაში“ (ინგლ. Marooned Off Vesta).

აიზეკ აზიმოვის ლიტერატურული მოღვაწეობა შეიძლება სამ პერიოდად დაიყოს.

  • ადრეული სამეცნიერო ფანტასტიკური ხანა — 1939 წლიდან აზიმოვი ძირითადად მოკლე სამეცნიერო ფანტასტიკურ მოთხრობებს წერს, 1950 წლიდან მათ ემატება ნოველები; ეს ხანა მთავრდება 1958 წელს მოთხრობით „გაშიშვლებული მზე“ (ინგლ. The Naked Sun);
  • სამეცნიერო ლიტერატურის ხანა — 1952 წლიდან მოყოლებული სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწერების პარალელურად აზიმოვი იწყებს სამეცნიერო და სამეცნიერო პოპულარული ნაშრომების წერას. 1957 წლის მერე აიზეკ აზიმოვი ნაყოფიერად მუშაობს ამ ასპარეზზე და თითქმის მთელი 30 წლის მანძილზე მხოლოდ ოთხ სამეცნიერო ფანტასტიკურ ნოველას წერს. ეს ხანა გაგრძელდა მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისამდე;
  • 1982 წელს გამოქვეყნდა აიზეკ აზიმოვის „დაფუძნების კიდე“ (ინგლ. Foundation's Edge), რომლითაც იწყება სამეცნიერო ფანტატსიკური შემოქმედების მეორე ხანა აიზეკ აზიმოვის მოღვაწეობაში და ეს ხანა მისი სიკვდილის ბოლომდე გასტანს.

აზიმოვის შემოქმედების ნაყოფია ისეთი სიტყვები თუ ცნებები როგორიცაა: რობოტიკა, ფსიქოისტორია, რობოტიკის სამი კანონი, პოზიტრონული და ა.შ.

თხზულებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიზეკ აზიმოვის თხზულებები 500-ზე მეტ ნაწარმოებს ითვლის.

ქვემოთ ჩამოთვლილია მათი ნაწილი.

სამეცნიერო და სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბიოქიმია და ადამიანის მეტაბოლიზმი (ინგლ. Biochemistry and Human Metabolism) (ბ. უოლკერისა და უ. ბოიდის თანაავტორობით);
  • ადამიანები და რასები (ინგლ. Races and People) (უ. ბოიდის თანაავტორობით);
  • ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობა (ინგლ. Chemistry and Human Health) (ბ. უოლკერისა და მ. ნიკოლასის თანაავტორობით);
  • ატომის შიგნით (ინგლ. Inside the Atom);
  • მზის სამეფო (ინგლ. The Kingdom of the Sun);
  • ნახშირბადის მსოფლიო (ინგლ. The World of Carbon);
  • აზოტის მსოფლიო (ინგლ. The World of Nitrogen);
  • რომის რესპუბლიკა (ინგლ. The Roman Republic);
  • რომის იმპერია (ინგლ. The Roman Empire);

სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დიდი დაფუძნების" ციკლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავიდან რობოტების ციკლი არ იყო დაფუძნების ციკლის ნაწილი, სიცოცხლის დასასრულ აიზეკ აზიმოვმა მოახდინა ამ ორი ციკლის „შერწყმა“, რათა მოეცა გალაქტიკის ერთიანი აწყობილი ისტორია. შერწყმული ციკლი ცნობილია სახელწოდებით „დაფუძნება“ (ინგლ. Foundation).

ლაკი სტარის (პოლ ფრენჩის) ციკლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დავით სტარი, კოსმოსის მცველი (ინგლ. David Starr, Space Ranger);
  • ლაკი სტარი და ასტეროიდების მეკობრეები (ინგლ. Lucky Starr and the Pirates of the Asteroids);
  • ლაკი სტარი და ვენერის ოკეანეები (ინგლ. Lucky Starr and the Oceans of Venus);
  • ლაკი სტარი და მერკურის დიდი მზე (ინგლ. Lucky Starr and the Big Sun of Mercury);
  • ლაკი სტარი და იუპიტერის მთვარეები (ინგლ. Lucky Starr and the Moons of Jupiter);
  • ლაკი სტარი და სატურნის რგოლები (ინგლ. Lucky Starr and the Rings of Saturn);

განცალკევებული თხზულებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარსკვლავით (*) მონიშნული თხზულებებს აქვთ მცირე კავშირი დაფუძნების ციკლთან.

აღიარებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიზეკ აზიმოვს სხვადასხვა უნივერსიტეტისაგან აქვს მიღებული საპატიო დოქტორის 14 წოდება.

1997 წელს, სიკვდილის შემდეგ, იგი შეყვანილ იქნა სამეცნიერო ფანტასტიკის და ფანტაზიის დიდების დარბაზში.

2009 წელს მისი სახელი ეწოდა კრატერს პლანეტა მარსზე[9];

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1957 – თომას ედისონის ფონდის ჯილდო („სამყაროს სამშენებლო აგურები“ (ინგლ. Building Blocks of the Universe);
  • 1960 – ჰოვარდ ბლეკსლის ჯილდო ამერიკის კარდილოგიური ასოციაციისაგან („მაცოცხლებელი მდინარე“) Living River}});
  • 1962 – ბოსტონის უნივერსიტეტის ჯილდო საგამომცემლო დამსახურებისათვის;
  • 1965 – ჯეიმზ გრეიდის ჯილდო ამერიკის ქიმიური საზოგადოებისაგან;
  • 1963, 1977, 1983, 1992, 1995, 1996 – ჰიუგოს პრემია სხვადასხვა კატეგორიებში...

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Concise Literary Encyclopedia — Т. 9.
  2. http://www.theguardian.com/books/2008/jun/09/isaacasimov
  3. http://www.telegraph.co.uk/news/obituaries/culture-obituaries/books-obituaries/10383953/Isaac-Asimov.html
  4. http://articles.chicagotribune.com/1992-04-07/news/9202010003_1_astounding-science-fiction-science-fiction-short-story-isaac-asimov
  5. Record #118646109 // Integrated Authority File შემოწმებული აპრილი 9 2014:
  6. აქვე შევნიშნავდით, რომ სერ ისააკ ნიუტონის სახელი დამკვიდრებულია ქართული ვერსიით.
  7. აიზიმოვის დაბადების ზუსტი წელი უცნობია. თვითონ იგი წერდა:
    ვიკიციტატა
    „« The date of my birth, as I celebrate it, was January 2, 1920. It could not have been later than that. It might, however, have been earlier. Allowing for the uncertainties of the times, of the lack of records, of the Jewish and Julian calendars, it might have been as early as October 4, 1919. There is, however, no way of finding out. My parents were always uncertain and it really doesn't matter. I celebrate January 2, 1920, so let it be. »“

    თარგმანი ქართულ ენაზე:

    ვიკიციტატა
    „„ჩემი დაბადების დღე ისე, როგორც მას აღვნიშნავ არის 1920 წლის 2 იანვარი. მასზე გვიან ვერ ვიქნები დაბადებული, თუმცაღა შესაძლებელია მასზე ადრე ვიყო დაბადებული. თუ გავითვალისწინებით იმ ხანის უზუსტობებს, სამოქალაქო რეესტრების უქონლობას, ებრაულ და იულიუსისეულ კალენდრებს, სრულებით დასაშვებია რომ დაბადებული ვიყო 1919 წლის 4 ოქტომბერს. ამის დაზუსტებით გაგება შეუძლებელია, ჩემი მშობლები არასოდეს არ იყვნენ დარწმუნებული და ამას არც აქვს მნიშვნელობა. მე ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავ 1920 წლის 2 იანვარს, დაე ასე იყოს.”“
  8. წიგნის სათაური: Homo Obsoletus ? (The Roving Mind), ავტორი – Isaac Asimov,გვ. 205 და შემ.
  9. http://planetarynames.wr.usgs.gov/jsp/FeatureNameDetail.jsp?feature=74666

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]